ევროპის ახალგაზრდული ლიგა ახალ სეზონს იწყებს, რომელშიც წინა წლების მსგავსად, პერსპექტიული ქართველი მოთამაშეებისგან შემდგარი გუნდები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სპეციალური პროგრამა გრძელდება და კარსმომდგარ ევროსეზონში ჩვენი ასაკობრივი ჩემპიონატების გამორჩეული, პერსპექტიული და საინტერესო მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული ქართული გუნდები 2005 და 2006 წელს დაბადებულთა ევროპის ლიგაში იასპარეზებენ.

დღეს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში სტარტს აიღებს 15-წლამდელთა ევროპის ლიგის გათამაშება, სადაც “საქართველო 2005” პირველი წრის 5 მატჩს გამართავს. ირკლი ტომარაძის გაწვრთნილი გუნდი რიგაში იმყოფება და პირველი შეხვედრისთვის ემზადება, რომელშიც მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის – “საქართველო 2005”-ის პირველი წრის კალენდარი კი ასე გამოიყურება:

18 ოქტომბერი, 10:00 – საქართველო 2005 v დინამო (რუსეთი)

18 ოქტომბერი, 15:20 – ზენიტი (რუსეთი) v საქართველო 2005

19 ოქტომბერი, 12:40 – საქართველო 2005 v ოლიმპიეცი (რუსეთი)

19 ოქტომბერი, 18:00 – ცსკა (რუსეთი) v საქართველო 2005

20 ოქტომბერი, 12:40 – საქართველო 2005 v კომოროვი (პოლონეთი)

ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი “საქართველო” 2005″ რიგაში ამ შემადგენლობით იყოფება:

სანდრო ფირცხალავა, ლუკა ბარაბაძე, გიგი ასტამაძე, დაჩი დაშნიანი, ილია ჭავჭანიძე, ლუკა ალავიძე, ბადრი გელაშვილი, თენგო გოგიშვილი, ლუკა ლომთაძე, გიორგი ბერუაშვილი, ანრი ბელთაძე, ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი

აღნიშნულ ასაკში სასელექციო მუშაობას მწვრთნელები გააგრძელებენ და ევროპის ლიგის მომდევნო წრეებში ქართული გუნდის შემადგენლობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გადახალისდება, რათა უფრო მეტ მოზარდს მიეცეს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების მაღალ დონეზე წარმოჩნის შესაძლებლობა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო და ახალი შესაძლებლობები ახმეტელი მოზარდებისთვის
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს