ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მაისაშვილი: მსაჯმა ორივე ყვითელი ბარათი საკამათო სიტუაციაში მოგვცა

მაისაშვილი: მსაჯმა ორივე ყვითელი ბარათი საკამათო სიტუაციაში მოგვცა

ბორდოში საფრანგეთთან ნამატჩევს (15:41) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა.

"რეალობა ისაა, რომ შეიძლებოდა სხვაობა ბევრად ნაკლები ყოფილიყო და კმაყოფილი არ ვარ. თამაში ჩვენთვის ცუდი სცენარით დაიწყო. ერთ ტაიმში ორი ყვითელი ბარათი, მით უმეტეს, ასეთი დონის მეტოქესთან, გუნდს ანგრევს. მსაჯების კრიტიკა არ მჩვევია, თუმცა ორივე ყვითელი, ჩემი აზრით, საკამათო სიტუაციაში მოგვცა. ამან აგვრია, მაგრამ მეორე ტაიმში შევძელით დაბრუნება და ვთვლი, რომ ორი ძალიან კარგი ლელო დავდეთ.

მთელი რიგი ეპიზოდებით, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, კმაყოფილი ვარ. იყო მომენტები, როდესაც გეგმას მივყვებოდით, მაგრამ რეალობა ისაა, რომ დღესდღეობით საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ლოგიკურია, რომ თამაში მათი გამარჯვებით დასრულდა".

"ბორჯღალოსნებმა" მეორე ტაიმი პირველზე უკეთ ჩაატარა, ორი ლელო გაიტანა და მეტოქეს მხოლოდ 5 ქულით (მეორე ტაიმში) ჩამორჩა:

"ბიჭებს ვუთხარი, რომ ხელების ჩამოშვების საფუძველი არ ჰქონდათ და ბრძოლაში უნდა დარჩენილიყვნენ, რაც გააკეთეს კიდეც. სამწუხაროდ, ორი ისეთი ლელო გავუშვით, რომლებიც არ უნდა გაგვეშვა. ფრანგები მოლში მოგვაწვნენ და ამ კომპონენტით ქულები აიღეს, თუმცა იყო ეპიზოდები, როდესაც მათი შეჩერება მოვახერხეთ. საფრანგეთი ძალიან გამოცდილი, მძიმე გუნდია და ლოგიკურიცაა მოლში მათი კარგი თამაში. ჩვენ ამ კუთხით ვმუშაობთ და ნელ-ნელა, მაგრამ წინ მივიწევთ", - ციტირებს მაისაშვილს rugby.ge.

• Sxalteli

ვინმემ იქნებ მონიშვნის ეს მსაჯი სოციალურ ქსელში და ინგლისურ ენაზე მიმართოს, გინების და აგრესიის გარეშე საყვედური შევუთვალოთ. გაზიარდეს და სხვებიც მოვიწონებთ.

ჯერ ვინ მოდის უცხოელი მწვრთნელი საინტერესოა. მე არ ვამბობ, რომ მაისაშვილზე უკეთესი მწვრთნელი გვაწყენს, უბრალოდ თუ მოიყვანეს და შედეგი ვერ დადო (რაც ძალიან ძნელი საქმეა, ვინაიდან, ჩვენი რესურსით არც 6 ერის დონეზე ვართ და ჯერჯერობით ფიჯის და იაპონიასაც მსოფლიო ჩემპიონატამდე ვერ დავეწევით), დაიწყება იმ უცხოელის ლანძღვა და კრიტიკა, მითუმეტეს ადვილი შესაძლებელია, რომ მან საკუთარი გემოვნებით შეარჩიოს მოთამაშეები და ბევრი ნაკრებს მიღმაც დარჩეს. ამით იმის თქმა მინდა , რომ მარტო მწვრთნელის შეცვლა გამოსავალი არ არის, მოთამაშეთა (განსაკუთრებთ უკანახაზელთა) სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობასაც განვიცდით, რისთვსაც შეიქმნა კიდეც შავი ლომი და ნელნელა უკეთესადაც გამოიყურებიან.

• გიორგი

პირველად მესმის მწვრთნელის როლი უმნიშვნელიაო.

• ლუკა

მსაჯმა დასაწყისში და ბოლოსკენ მითუმეტეს მაგრად მიქარა, რამოდენიმებერ რომ გადაახვიო მაინც ვერ გაიგებ ბოლოში რატომ იშ ერდა ხელს ზოგ სიტუაციაში. რას "ვერ" ხედავდა გავიგე მაჩრამ რას "ხედავდა" ვერა. თავისი საქმე შეასრულა, დროზე შექონდა გარდატეხა თამაშში :)) ჩვენ ჩვენ შეცდომებს თუ მივხედავთ ერთ დღეს მსაჯიანად მოვუგებთ.

• დ

ტენდენციური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მსაჯი აშკარად ჩასაფრებულის პოზიციიდან მსაჯობდა, რაქში ან ზედახორაში ყოველთვის ერთიდაიგივე გუნდს რომ აჯარიმებდა, რას ხედავდა ერთი იქ, ქვევით ძაან მაინტერესებს.

• deme

გიორგი პროგრესი გვაქვს, ვერ ხედავ? ბურთს უბრალოდ არ ვისვრით მოედანში და დაცვაზე აღარ გადავდივართ, ვინარჩუნებთ ბურთს და ხაზზე ვშლით, გვეღირსა. მეც მაგას ვამბობ რო თუ ვინმე ტოპი არ იქნება, გეტლენდის ერასმუსის და ედი ჯოუნსის დონის, ამაზე მეტ პროგრესს ვერ დადებს. ჩამოვა ვინმე ჰეიგის დონის მწვრთნელი და ისევ ასეთ შეცდომას დაუშვებს.

• სოსო

რუსებს ძალიან მაგარი მწვრთნელი ჰყავთ და რა,გვიგებენ?ან ვინც გინდა გვყოლოდა მწვრთნელი,ფრანგებს მოვუგებდით?!ეს ხომ გულუბრყვილობაა!ჯერ ძალიან დიდი სხვაობაა კლასში,რომ სამწვრთნელო ნიუანსებზე იყოს დამოკიდებული,ჩვენს შორის თამაშის შედეგები

• სოსო

ამ თამაშმა ცხადად დაგვანახა "შავი ლომის" შექმნის სარგებლიანობა.მაშინაც ვწერდი და ახლაც ვფიქრობ,რომ შეცდომა იყო "ენისეისთან" თამაშზე უარის თქმა.გასაგებია ჩვენი არგუმენტაცია,თუმცა მათაც ჰქონდათ თავისი მიზეზები,მაგრამ ეს არ არის მთავარი.ეს იქნებოდა ძლიერ მოწინააღმდეგესთან კიდევ ერთი დაძაბული თამაში,თანაც უკვე წინასწარ, ჩვენთვის გართულებულ პირობებში და ეს ამ მატჩისათვის მოსამზადებლად შესანიშნავი საშუალება იქნებოდა.კი,შესაძლებელი იყო წაგვეგო კიდეც,ენისეი ხომ ბევრი ლეგიონერითაა გაძლიერებული,მაგრამ "შავი ლომი" ნაკრების საჭიროებისათვის შეიქმნა და ეს თამაში,სწორედ ნაკრების მოსამზადებლად იქნებოდა კარგი.ისე,მაინც არა მგონია,რომ წავაგებდით.ბიჭები მობილიზებას შეძლებდნენ,თუმცა რისკი იყო და ქართველი გულშემატკივრისათვის გულის ტკენას,თეორიულადაც კი მოერიდნენ.ესეც კარგად მესმის. რაც შეეხება გუშინდელ თამაშს,მეც მქონდა შთაბეჭდილება,რომ მსაჯი ჩვენზე იყო დადარაჯებული და ყველა სადავაო სიტუაციაში ფრანგების მხარე ეკავა.ოპერატორებიც ძალიან ცალმხრივად მუშაობდნენ და ბრიტანული ტელევიზიებისაგან განსხვავებით,აშკარად ეშმაკობდნენ,თავისიანების სასარგებლოდ.მგონი ცდილობენ,მსოფლიოს პირველობამდე თავის ნაკრებს გამარჯვებულის მენტალიტეტი განუმტკიცონ.მართლაც კარგად ვითამაშეთ და კიდევ უკეთაც შეგვეძლო.ძალიან დაგვაკლდა მიშა ნარიაშვილი და განსაკუთრებით გელა აფრასიძე,რომელიც თამაშის კიდევ უფრო აჩქარებას შეძლებდა.ვასკა ლობჟანიძე, ამ სეზონში უკეთ და გაცილებით უფრო სწრაფად თამაშობს,თუმცა კიდევ უფრო აჩქარებაც შეუძლია და ეს,კიდევ უფრო უკეთესი იქნება.უკეთესი იყო ფეხით თამაშის ხარისხიც,სიშორითაც და სიზუსტითაც.კი,ნაკლოვანებებიც აშკარად გამოჩნდა,ძლიერ გუნდებთან თამაში,სწორედ ამითაა კარგი.ახლა კი,უკვე მომდევნო,ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს თამაშისათვის უნდა ვემზადოთ.იმედია მოესწრება შეცდომების გამოსწორება.მგონია რომ ფიჯისთან თამაში და მათ უსწრაფეს და ძალიან მძიმე გარემარბებთან თამაში,შესაძლოა კიდევ უფრო ძნელიც კი იქნება.წინა მსოფლიოს თასმა გვიჩვენა,რომ თუ მათ თამაშის გახსნა შეძლეს,მათი შეჩერება,წარმოუდგენლად რთული ხდება.უკვე გვაქვს გამოცდილება,როგორ არ უნდა ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ და იმედია ვიპოვით სწორ გზას.

• med

სამწვრთნელო შტაბში გვყავდა უამრავი ასეთი. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელებს, კი, ბევრი კარგი გააკეთეს და მარტო ფულის გამო არ იყვნენ აქ, როგორც სორელმა, დიქსონმა და ჰეიგმა ბევრი რამე გააკეთეს. მაგრამ ქართველიც გვყავდა 2007 წლის მსოფლიო თასზე და ძალიან მაგარი შედეგიც დადო ჭეიშვილმა. ჰეიგთან დიდი პატივისცემის მიუხედავად რაც გააკეთა 2019 წლის მსოფლიო თასზე ასეთი რაღაცა არასდროს უნდა გამეორდეს. ჩამოიყვანა ზელანდიელი სპეციალისტი ფიზ მომზადების და მის გამო დაიტრავმა რამდენი მორაგბე.. სულ არ უნდა ეთამაშა გორგოძეს მაგ მსოფლიოზე მარა გაწყვიტეს ძმაო ესენი, შტანგაზე ვეღარ ვდგებოდითო ისე ცუდად ვიყავითო ზელანდიელი ფიზ მომზადების სპეციალისტის გამო. ეს ეხლა მთავარი მწვრთნელის შეცდომა არ არის?

• zviads

ლევანი განათლებით და ცოდნით ბევრ მწვრთნელს არ ჩამოუვარდება, უბრალოდ ჩვენ გვგონია რომ რადგან ქართველია სხვაზე ნაკლები იცის.. არადა, ცოდნის გარდა მას აქვს ის რაც ვერ ექნება უცხოელ მწვრთნელს, ყველა მორაგბეს კარგად იცნობს, იცის თითოეული მორაგბის პრობლემები (სპორტული, ფსიქოლოგიური) თავის ოჯახური პრობლემებიანად და ეხმარება მათ მოგვარებაში, ანუ თითოეულ მორაგბეს ემუშავება არამარტო სპორტული არამედ ფსიქოლოგიური კუთხით, ჩადის ბოლო დატალებამდე, იხარჯება ბოლომდე.. ისე კი ზოგადად ძალიან განათლებული ადამიანია და ნებისმიერ თემაზე შეუძლია საუბარი.. მჯობნის მჯობნი არ დაილევა რა თქმა უნდა, თუმცა მგონია ამ ეტაპზე ლევანი ყველაზე კარგი ვარიანტია უცხოელი დამხმარე მწვრთნელებით რა თქმა უნდა...

• გიორგი

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მსაჯი გვჩაგრავს. ასე მგონია, რომ რაგბის მაფია გვებრძვის, რომ 6 ერის კომერციული მდგრადობა არ დავარღვიოთ. წარმოიდგინეთ, იტალია, რომ ჩავანაცვლოთ, კარგა გვარიან ზარალს ნახავენ. ჩვენ ვერც ბილეთების გაყიდვით და ვერც სატელევიზიო ლიცენზიით მეათედსაც ვერ შევიტანთ. მაგრამ საფრანგეთთან წაგების მთავარი მიზეზი მაინც სუსტი მწვრთნელია.

• გიორგი

მაისაშვილს მადლობა, მაგრამ მის ხელში ერთ ადგილს ვტკეპნით მომავალი 10-15 წლის მანძილზე. პირველი დონის გუნდებთან მოგებას პირველი დონის მწვრთნელი სჭირდება. ძნელი გასაგებია?

• გიორგი

1000%

• გიორგი

უპასუხისმგებლო და უვარგისი უცხოელის მოწვევას არავინ ითხოვს.

• გურულო

ლევანს მადლობა,მაგრამ ძლიერი მწვრთნელი გვინდა ტოპ სარაგბო ქვეყნიდან.ესეც საფეხბურთო ნაკრები ხომ არაა,სადაც ,,ჭ,, ლიგებში თამაშობენ,საკმაოდ ძლიერი სარაგბო ქვეყნის,ნორმალურ გუნდებში თამაშობენ,მაგრამ ბავშვური შეცდომებისა და უაზრო ჯარიმების გამო,თამაშებს აფუჭებენ.ხაზის აწევა ქაოტური,რაქში შეცდომები,შერკინების საქმე უკან უკან მიდის,მოლი საშინელება,დისციპლინა ნოლია,რასაც ვერ დაუკარგავ ბიჭებს ვაჟკაცობა,მონდომება და დიდი გულია,ამის ხარჯზე გავდივართ.ყველაფრის მიუხედავად მადლობა ბიჭებს,წარმატებები,უტრავმოდ.ღმერთი თქვენთან,მე მჯერა თქვენი.

• გურულო

რომელი უცხოელი მწვრთნელი გვყავდა უპასუხისმგებლო?სორელი?მილტონა?თუ მე დამემართა ამნეზია?!

• SILVERMARCS

მსაჯს რა რჯიდა ვერ გავიგე? ნუთუ ასეთი შეცდომები მოუვიდა? დიდი ბრიტანეთი ეს საშინელებაა, განა ისე, მიუდგომლად ვერ მოგვიგებდნენ ფრანგები, რომ ამ მსაჯს ასე არ ემაიმუნა?!

• მედ

აცადეთ რა ძმურად ამ კაცს თავისი სამუშაოს გაკეთება. მოდიოდნენ ერთი-მეორეზე უპასუხისმგებლო უცხოელი მწვრთნელები შტაბში და იმათაც ოღონდ ფული აეღოთ და ძალიან ინერვიულებდნენ ჩვენს გუნდზე?? საქართველოში საუკეთესო მწვრთნელია და ამაზე მეტად რომელ მწვრთნელს შეეტკივება გული ჩვენს ნაკრებზე?! ვინმე რასი ერასმუსის და ედი ჯოუნსის დონის თუ გააკეთებს ამაზე უკეთ საქმეს, აცადეთ რა! დადგა ძლივს ნორმალურო სამწვრთნელო შტაბი და აღარ არიან ეს უპასუხისმგებლო უცხოელი სპეციალისტები, ვაცადოთ მაისაშვილს, აშკარა პროგრესს ვერ ხედავთ შარშანწინდელისგან განსხვაბებით? ბურთს ვამოძრავებთ და ვინარჩუნებთ და დიდი მადლობა ჯეიმს ბრაუნს ზელანდიელ შემტევის მწვრთნელს, დრო და რაც შეიძლება მეტი თამაში. მსოფლიოზე არ გავალთ ჯგუფში მესამე ადგილას? მაშინ სხვა თემა იქნება

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

სავსე ტრიბუნების დროა!

ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

"ბორჯღალოსნები" vs "ლე ბლე" - წინასამატჩო პრესკონფერენცია

რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო

"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

ბერნარდ ლაპორტი: რაგბი 10 ქვეყნის თამაში არაა და საქართველო ამის დასტურია

გრიგორ ქერდიყოშვილი: ამბიციური საფრანგეთის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია

ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი

რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის

ორი ლელო საფრანგეთთან - საქართველოს ნაკრები გასვლაზე გრანდთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

"14 ქართველი მორაგბე საფრანგეთის ლიგებიდან და მათი პატარა გმირობა" - ფრანგული მედია

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა

ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები

ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"

მერაბ შარიქაძე: ფრანგებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ქართული რაგბი საჭირო სიმაღლეზეა და ღირებულია