ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

თებერვლის ბოლოს ეროვნული ლიგა განახლდება. რა თქმა უნდა, მის მიმართ ინტერესი არსებობს, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მთელი ყურადღება უკვე მოახლოებულ ევროტურნირებზე გადადის, სადაც მწარე გამოცდილების მიუხედავად, მომავალს მაინც ოპტიმისტურად ვუყურებთ.

გათამაშების ფორმატის შეცვლის ერთ-ერთი მოტივი ის იყო, რომ ჩვენი კლუბები ზაფხულს უფრო შეთამაშებულნი და ფორმაში მყოფნი შეხვდებოდნენ. მხოლოდ ეს ფაქტორი რომ საკმარისი ყოფილიყო, მაშინ ანალოგიურ ნაბიჯს ბევრი ქვეყანა გადადგამდა. მსგავსი მოლოდინი ალბათ არავის ჰქონია, თუმცა გარკვეული ლოგიკა ამ ფორმატში ნამდვილად დევს...

სამწუხაროდ, ჯგუფურ ეტაპთან ახლოს ყოფნა კი არა, ისევ რამდენიმე ბარიერის გადალახვის პრობლემა დგას. გასულ სეზონში გამონაკლისი ბათუმის "დინამო" იყო, რომელმაც ახლად შექმნილ კონფერენს ლიგაზე საკმაოდ შორს გააღწია...

დონე და შიდა კონკურენცია

ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ჩვენი გუნდები ზაფხულში უკეთეს კონდიციებში უნდა ამყოფოს, მანამდე ჩატარებულ მატჩებში მაქსიმალური დონის ამაღლება და ევროპულ მოთხოვნებთან მიახლოებაა...

თბილისის "ლოკომოტივში" მიმდინარე პროცესების გამო ერთი ამბიციური კლუბით ნაკლები რომ გვყავს, ეს ფაქტია. თუმცა მათ ახალგაზრდებსაც ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება ნამდვილად შეუძლიათ...

კონკურენცია შესაძლოა, არსებობდეს, მაგრამ ეს რამდენად ეხმარება დონის ამაღლებას, სხვა საკითხია. ყველამ იცის, რომ იმ ტემპით, როგორშიც ეროვნული ლიგის შეხვედრები იმართება, ევროპულ საზომებს საკმაოდ ჩამოვრჩებით. არბიტრებიც ყველანაირად უნდა ეცადონ, შეხვედრის ხშირი არშეჩერებით სწრაფ თამაშს ხელი შეუწყონ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მოთამაშეებმა იცოდნენ, რა როგორ ისჯება, რათა შემდეგ ის ზედმეტი გაფრთხილება-გაძევებები ავიცილოთ, ჩვენს საევროტურნირო შეხვედრებს რომ თან ახლავს...

ტრანსფერები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც ისაუბრა, რომ მაღალი დონის ტრანსფერებისა და დიდი ფინანსური დანახარჯების გარეშე ქართული კლუბების წარმატება რთული იქნება და ამ თემას ვერსად გავექცევით...

შეუძლებელია, თბილისის "დინამოს" აკადემია არ მოგწონდეს, როცა ხედავ, რომ საქართველოს ნაკრებში მისი აღზრდილი უამრავი მოთამაშეა; მაგრამ ყოველ წელს ვრწმუნდებით, რომ საევროტურნირო შეხვედრები უფრო ამ მოთამაშეების დონის აწევას და შემდეგ ტრანსფერს თუ მოხმარდება, რადგან კონფერენს თუ მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში წარმატება სხვა მოთხოვნილებებს, გამოცდილებასა და უნარებს უკავშირდება...

ვხედავთ, ბათუმის "დინამო" ძლიერდება, თუმცა გულშემატკივრების მხრიდან უფრო მეტის მოლოდინი არსებობს. უპირველესი მიზანი ის უნდა იყოს, ჩვენმა ჩემპიონმა უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ერთი ბარიერი მაინც წარმატებით გადალახოს, რაც მინიმუმ, კონფერენს ლიგაზე ხელსაყრელ გზას ნიშნავს. სამწუხაროდ, თბილისის "დინამომ" ესეც ვერ შეძლო, არადა, შანსი იყო...

ევროტურნირებზე "საბურთალო" და გორის "დილაც" გამოვლენ. მათ გამოცდილება არ აკლიათ. გარკვეული სატრანსფერო სიახლეებიც აქვთ, მაგრამ ეს ძალიან ცოტა და არასაკმარისია - თავის მოტყუებას აზრი არ აქვს...

ფიგურები ეროვნულ ლიგაში

თუკი მაღალი დონის ლეგიონერები ვერ ჩამოგვყავს, ახლა ეროვნულ ლიგაში რამდენიმე მაღალკვალიფიციური, საქართველოს ნაკრებში ნათამაშები და პოტენციური კანდიდატები არიან.

ვნახეთ გიორგი არაბიძის მატჩები მოსამზადებელ ეტაპზე და ეს ბიჭი მართლაც ძალიან ნიჭიერია. მხოლოდ სტანდარტულ მდგომარეობებზე რომ ვისაუბროთ, ამ კომპონენტში ასეთი მაღალი დონის შესრულება ცოტათი როდის ფასობს... ზედმეტი თქმა არ უნდა, გიორგისთან მუშაობას სპეციფიკური უნარები სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისი შესაძლებლობებით ახლა სხვა ასპარეზზე უნდა იყოს, მაგრამ 23 წლის ფეხბურთელზე ვთქვათ, რომ უკვე რაღაც დაგვიანებულია, სწორი ვერ იქნება. გიორგი ის მოთამაშეა, რომელსაც ნამდვილად დიდი რესურსი აქვს, მომავალში საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას...

არაბიძის გარდა, ქუთაისის "ტორპედოში" გიორგი პაპუნაშვილიც ჩაირიცხა. 26 წლის ნახევარმცველი გულშემატკივრებს იმ დროიდან ახსოვთ, როცა ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. გიორგის ეროვნულ ნაკრებშიც დასამახსოვრებელი მატჩები აქვს. ვლადიმირ ვაისი თავდაპირველად მას აქტიურად ეყრდნობოდა, თუმცა შემდეგ მის ირგვლივაც უამრავი ცუდი რამ მოხდა. არც გიორგია მხცოვანი, მანაც ფორმა უნდა დაიბრუნოს, საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე ირწმუნოს, ეროვნულ ლიგაში თავი გამოიჩინოს და შემდეგ იმ საფეხბურთო ჩემპიონატს მიაგნოს, სადაც ბოლომდე რეალიზდება. როგორც გამოჩნდა, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი ასეთი ნამდვილად არაა...

ქუთაისშია ლევან მჭედლიძეც - ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია, რომ ის ახლა სერია "ა"-ს ერთ-ერთ გრანდში არაა. იმ ფონზე, როცა ბევრი უცდებოდა, ლევანი საკმაოდ შედეგიანი იყო, "მილანის" კარიც აუღია და ჯანლუიჯი ბუფონისთვისაც გაუტანია. 31 წლის შემტევი, რომელმაც ეროვნულ ლიგაში დაბრუნება აქამდეც სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა, ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს...

და ჯანო ანანიძე... უკვე იმდენი წელია, რაც მისი გვარი გვესმის, შესაძლოა, რთულად დასაჯერებელი იყოს, რომ 29 წლისაა. ჯანო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოსკოვის "სპარტაკში" იყო - ბევრი დადებითიც ახსოვს და უარყოფითიც. შემდეგ მის უკეთეს ტრამპლინს სულ ველოდით, თუმცა ასე არ მოხდა... საქართველოს ნაკრებში ჯანოს ბევრჯერ გაუხარებია გულშემატკივრები, გაუტანია, კარგი პასები გაუკეთებია, თუმცა ის მაინც "ვერ აფეთქდა". ანანიძე ჯერ ოფიციალურად ბათუმის "დინამოს" არ ეკუთვნის, მაგრამ ხელშეკრულება მალე უნდა გაფორმდეს...

ქართულ კლუბებს, რომლებიც ევროტურნირებისთვის ემზადებიან, ამისთვის დაახლოებით 4 თვე აქვთ. გაძლიერების შესაძლებლობა ზაფხულშიც იქნება, მაგრამ ფაქტობრივად, თამაშის წინა დღეს დამატებული ფეხბურთელებით შორს წასვლა რომ გაგვიჭირდება, ეს ბევრჯერ ვნახეთ...

• beqa

გეთანხმები საქართველოს ჩემპიონატში ხშირია მიწაზე კოტრიალი და უაზრო ჯარიმები მსაჯთა კვალიფიკაცია გადასახედია და გასაშლელია ეს თემა 45 და მეტი ჯარიმებია ხშირად დაუმატეთ კუთხური აუტი ამ ყველაფერს დარჩენილი დრო თქვენ გამოთვალეთ! თუ თურქი არბიტრების თამაშებს გადახედავთ რაც იმსაჯეს საქართველოში 22-25 ჯარიმასაც ვერ აცდა. მსაჯებს დიდი გავლენაააქვთ თამაში რითმზე, ვფიქრობ ეს თემა ხშირი დასაწერია და განსახილველი!!!

• H

ნახე ლევან კომპეტენტური და არგუმენტირებული კრიტიკაც შესაძლებელი ყოფილა. ისა და დისლაიქებს ვინც უწერთ ფიქრობთ, რომ 4 სტადიონი საკმარისია და ჩვენ ფეხბურთელები ტრავმებს ხშირად არ იღებენ ?

• H

აბა ფინალამდე ჩვენ ვინ გაგვაჩერებს :))))))

• H

ვაააა ლევან უკვე ლიგის ფინალზე ფიქრობ ? ისე ხუმრობის გარეშე, რომ ვთქვათ საქართველოს ჩემპიონატი ნოემბრის ბოლოს მთავრდება და თებერვლის ბოლოს იწყება, ხოლო ევროტურნირები დეკემბრის შუა რიცხვებიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე ისვენებს ასე, რომ ფინალს მომზადებული შევხვდებით :)))))))

• Levani

ჯგუფში უპრობლემოდ გასვლას რო მივაღწიოთ,მერე უფრო წინ გასახედად პლეიოფებს დასრულებული სეზონით შევხვდებით.ამის გამო ბომბა შახტარი ვერ გადიოდა პლეიოფებს და გაყინულ უკრაინაში და რუსეთშიც კი შემოდგომა გაზაფხულზე გადავიდნენ-ჩვენ კიდე ჩუქჩებივით მოვიქეცით.

• ზურა

ჩემი აზრით, სანამ ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგდება იქამდე დონის აწევაზე ლაპარაკი ზედმეტია. 10 გუნდიდან, მხოლოდ 4სტადიონზე შეიძლება ფეხბურთის თამაში, დანარჩენი საერთოდ კატასტროფაა, ეგეთ მინდორზე ფეხბურთელი ვერ განვირთარდება, სწრაფად არ გორავს ბურთი, მიწაზე ისე ვერ გაასრიალებ რომ არ აგიხტეს. სავარჯიშო მოედნები კიდე 90%ით ხელოვნური, დაბალი ხარისხის მინდვრებია, რომელიც ფეხებს აფუჭებს და ტრამვების ალბათობას ზრდის. ამიტომ რაც არ უნდა ვქნათ, ვინც არ უნდა ჩამოვიყვანოთ, ასეთი ინფრასტრუქტურის პირობებში დონის აწევაზე საუბარი ზედმეტია.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

"ტორპედო" აღარ ხუმრობს - მალე პაპუნაშვილს დაიმატებს?

გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს

ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა

არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]

ლევან მჭედლიძე კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს

Geo Team: გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს

არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა

ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია