"ვილიარეალის" 40 წლის მეკარემ ხოსე რეინამ "რეალის" თავდამსხმელ ვინისიუსთან დაკავშირებულ რასისტულ სკანდალზე "მარკასთან" ინტერვიუში ისაუბრა:

"ნებისმიერი რასისტული გამოვლინება აღკვეთილ უნდა იყოს. ასევე არ მჯერა, რომ რასიზმს ესპანეთის ყველა სტადიონზე აქვს ადგილი. არიან ტიპიური უსაქმურები და სულელები, რომელთა შეკავება ყიოველთვის რთულია. მათი იდენტიფიცირებაა საჭირო და არასოდეს არ უნდა შეუშვან სტადიონზე.

ხანდახან საქმე მხოლოდ რასიზმში როდია, ფანები ამას კონკრეტული ფეხბურთელის მიმართ აკეთებენ, რომელიც რაღაც მომენტში ზედმეტს ლაპარაკობს... ეს ჩემი ჩათვლით ყველას შეგვემთხვა. მთლიანობაში, რაც ნაკლებად ახდენ ტრიბუნების და მეტოქეთა პროვოცირებას და რაც ნაკლებად კამათობ მსაჯებთან, ყველასგან უფრო მეტ პატივისცემას იღებ.

ჩემი მოკრძალებული აზრით, როგორც ასაკით უფროსი, ვეტყოდი, რომ თავი უფრო მეტად თამაშს მიუძღვნას, რათა იყოს დიდი ფეხბურთელი, რადგან სწრაფია, ძნელად პროგნოზირებადი, უკვე გოლების გატანაც ეხერხება... მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხდება.

ასევე ვფიქრობ, ზრდასრული ადამიანივით უნდა მოიქცეს, მოწინააღმდეგეთა მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინოს, შეიგნოს ზოგიერთი დაუწერელი საფეხბურთო ფასეულობები და კოდექსები. ეს მის მაჩვენებლებს გააუმჯობესებდა. არ შეიძლება მისთვის ყოველი გასვლითი მატჩი ომი იყოს.

"რეალთან" თასზე შეხვედრისას ნაჩოსა და კარვახალს გამოველაპარაკე. ვინისიუსის ასეთი საქციელი მთელ გუნდზე ახდენს გავლენას. ჩემი პარტნიორი რომ იყოს, ამას ვეტყოდი.

ეს ყოველი მხრის ფასეულობათა და განათლების პრობლემაა. ასე მგონია, არ შეიძლება მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ იყოს განწყობილი, რადგან ყველანი რასისტები არიან. მე რასიზმის ნებისმიერ გამოვლინებასა და გამონათქვამს ვეწინააღმდეგები".

გიორგი
ყოჩაღ, კულტურულად გამოლანძღა ეს უწიგნური ვინი. ისეთ სულელურ დროში ვცხოვრობთ, რომ ამ ტლუ ვინისნაირი ვირებისთვის სიმართლის თქმა შარია.
გიორგი
ძლივს ერთმა ადამიანმა ამოიღო ხმა და თქვა სიმართლე. გაბლატავებული უტვინო ბავშვია ეგ ვინისიუსი და პანიკიორობს და პროვოკატორობს ყველგან სადაც არ გამოსდის თამაში.
ზურაბ
მბაპესაც თავში ჰქონდა ავარდნილი, უაზროდ ჭიჭყინებდა ხოლმე ყველაზე და ყველაფერზე მანამ სანამ პელემ არ აქო
გიო
რეალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ყველაფერში მართალია ეს კაცი.
ტტტ
კაცი ხარ პეპე.
გეგი
მშვეინერი ანალიზი და სწორი შეფასება,მაგრამ ვეჭვობ ვინისიუსი თავისი უაზრო ხასიათის გამო საუკეთესო გახდეს მსოფლიოში.
"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
ჟოზე დაბრუნდა - მოურინიომ “რეალთან” კონტრაქტი გააფორმა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
[VIDEO] "სად არის შენი "ოქროს ბურთი"?! - ვინისიუსი მორიგ სკანდალშია... ბრაზილიელს "ხეტაფეს" ფეხბურთელმა სამაგიერო გადაუხადა
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
ხოსე რეინა: რაფაელ ბენიტესი, შეიძლება ითქვას, ჩემი საფეხბურთო მამაა
საქმეში პირადად პერესი ჩაერთო - რას გადაწყვეტს ვინისიუსი და დასჭირდება თუ არა "რეალს" ახალი ვინგერი
რეინა - "ბეტისთან" წაგების შემდეგ: გვჯერა გატუზოსი როგორც არასდროს
ხოსე რეინამ დავიდ დე ხეას რეკორდი მოხსნა
"ბარსელონა" ვალდესის შემცვლელად 5 კანდიდატს განიხილავს
პრესტიანისა და ვინისიუსის საქმის შედეგი - FIFA 2026 წლის მუნდიალზე ორ ახალ წესს ამატებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
რჩება თუ მიდის - "რეალისა" და ვინისიუსის ამბავი საბოლოოდ გადაწყდა?
იურგენ კლოპი: "ნაპოლი" მაინც ძლიერი მეტოქეა
კეილორ ნავასი პსჟ-ში გადასვლასთან ახლოსაა