ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვარაცხელია კონტეს ხელში მაინც ითამაშებს სხვა პოზიციაზე? - ტაქტიკის შეცვლას მაშინ ამაოდ ველოდით...

კვარაცხელია კონტეს ხელში მაინც ითამაშებს სხვა პოზიციაზე? - ტაქტიკის შეცვლას მაშინ ამაოდ ველოდით...

გასულ სეზონში "ნაპოლიში" ვალტერ მაცარის დანიშვნას იმედიანად შევხვდით - შედეგების გაუმჯობესების გარდა, ისიც გვეგონა, ტაქტიკური სქემა შეიცვლებოდა და ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ფლანგზე არ ვნახავდით. დასაწყისი ორივე მიმართულებით კარგი იყო, კრიზისში მყოფმა ნეაპოლელებმა მოიგეს, ხოლო "კვარამ" ფორვარდის პოზიციიდან თავით, გამარჯვების გოლი გაიტანა. ამას სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია (რამდენიმე გამონაკლისის გარდა). როგორც ამბობდნენ, პრეზიდენტ დე ლაურენტისის მოთხოვნით, გუნდი მხოლოდ 4 მცველითა და 3 შემტევით ასპარეზობდა. ეს საკითხი აქტუალური ისევ გახდა, რადგან "ნაპოლის" ახალი დამრიგებელი ანტონიო კონტე 3 უკანახაზელით თამაშობს.

Sportall.ge ზაფხულის შესვენების დროს კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც 2023 წლის 27 ნოემბერს გამოქვეყნდა...

"ნაპოლის" მორიგი მატჩი მრავალმხრივი ყურადღების ქვეშ იყო - მწვრთნელის შეცვლა, კრიზისში მყოფი გუნდი და მოახლოებული რთული შეხვედრები. "ატალანტასთან" სტუმრად (2:1) გამარჯვებამ სათქმელიც ბევრი დააგროვა...

ვალტერ მაცარიმ დასახული ამოცანა წარმატებით გადაჭრა და მისთვის ახლა ეს მთავარი იყო, თუმცა, თუკი მწვრთნელსა და გუნდს მეტი სურთ, ამისთვის ბევრი რამის გათვალისწინება უნდა მოხდეს, მათ შორის, როგორც წინამორბედის, ასევე სპალეტის დროიდან. ჯერჯერობით რაც გამოჩნდა, "ნაპოლის" დამრიგებელი იმის დამტკიცებას აპირებს, რომ გუნდში ბოლოს მთავარი პრობლემა მწვრთნელი იყო და არა ტაქტიკური სქემა. შესაბამისად, ის, ფაქტობრივად, იმავე სისტემით აპირებს, ახლო წარსულის დიდებას დაუბრუნდეს. რა თქმა უნდა, ერთი მატჩი ყველაფერს ვერ გვეტყვის, მაგრამ თუკი მაცარის თავისი საყვარელი სქემის შემოტანა სურდა, როგორც იტყვიან, ამისთვის ალჩუზე დაუჯდა. რას ვგულისხმობთ? - მატიას ოლივერას ტრავმის შემდეგ გუნდი ნომინალური მარცხენაფლანგელის გარეშე დარჩა და ამ პოზიციაზე ამპლუით ცენტრში მოთამაშე ჟესუსი ვნახეთ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი ფრთიდან შეტევაში დამხმარე, სივრცეების განმათავისუფლებელი არ ჰყავდა, ამავდროულად კი, ქართველს დაცვაშიც აქტიური მუშაობა უწევდა. არაოფიციალურად ისე გამოვიდა, ნეაპოლელები 3 ცენტრალური მცველით ასპარეზობდნენ, ხვიჩა კი მთელ ფლანგს აკონტროლებდა. უკვე ვიცით, რომ ყველაფერი ეს ქართველისთვის იდეალური არაა და შეტევაში გარკვეულ უნარებს ართმევს.

თუკი ამპლუის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ვილი სანიოლის მოწადინებით, კვარაცხელია, როგორც ფორვარდი ვნახეთ - ძალიან ცივსისხლიანიც და შედეგიანიც. უნდა ვაღიაროთ, თავიდან ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად ვუყურებდით. ხვიჩამ ფორვარდის უნარები ამ შეხვედრაშიც გამოაჩინა, საჯარიმოში კარგად შევიდა, პოზიცია სწორად შეარჩია და გაიტანა. სულ ცოტა ხნის წინ აღვნიშნავდით, რომ "კვარას" გადამწყვეტი დარტყმების შესრულება რამდენიმე შეხვედრაში გაუჭირდა, მაგრამ ობიექტურად რომ გავაანალიზოთ, მთელი მატჩის განმავლობაში არაფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე გარემარბს, რომელიც ბევრ ენერგიას ხარჯავს, "ენდშპილში" გადამწყვეტი დარტყმისთვის იქნებ ძალებიც არ ჰყოფნიდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირიც კი იყო, მოედანზე ოსიმენის გამოჩენამდე მაინც, ჩვენებურს რატომ არ მიეცა საშუალება, მეტოქის საჯარიმოში ყველაზე შორს ემოქმედა. იგრძნობოდა, ახალი მწვრთნელი 77-ე ნომრის მნიშვნელობას ზუსტად იაზრებს და ბევრს აკეთებს იმისთვის, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბუთელს ყველა პირობა შეუქმნას, რათა მან მეტი სივრცე იპოვოს, ნახევარდაცვა შესაბამისად აათამაშოს (რაც მატჩის ძირითად ნაწილში პრობლემური იყო), თუმცა, ამ მხრივ, კიდევ უფრო მეტის რესურსი არსებობს...

ბოლო მოვლენების შემდეგ, მსაჯებთან თავშეკავებული კვარაცხელია ვნახეთ. ხვიჩას ფეხებში მართლაც ბევრი მოხვდა და ამას არბიტრებისგან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. ქართველი გარემარბი ფიზიკურად კარგ ფორმაშია, თუმცა ყველა ასეთი უხეშობა საფრთხის შემცველია. ამავდროულად, "კვარა" მაქსიმალურად უნდა ერიდოს ზედმეტი ემოციურობის გამოვლენას.

ამ დროს, გაფრთხილების საშიშროებას რომ შევეშვათ, ის უბრალოდ არასასურველი ენერგიით იმუხტება. ხვიჩა კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს და მაქსიმალურად მაღალი მიზნების დაპყრობა სურს. ნეაპოლელთა გამარჯვების გოლში გამართლებამაც თავისი წვლილი შეიტანა, მათი ახალი მწვრთნელის საქმიანობის შესაფასებლად კი ბევრი დრო გვექნება - წინ ურთულესი მატჩებია!..

• გიო

მთავარია სწრაფი თამაში ისწავლოს ერთი საათი რომ თამაშობს გაორებული თავით და ვერ გაუგია პასი როდის მისცეს და კარში როდის დაარტყას...ისეთი პოზიცია უნდა სადაც გაორება არ დაემართება და არ დაიბნევა

• L.J .

Asaki rom moemata amas ar ityvi xo:))))sad 23 da 33 weli magari shedarebaa...

• ეეე-ს

მერე და სად წაიკითხე რომ კალაძე მალდინის ან ნესტას ადგილზე თამაშობდა? ))) აქ საუბარი ავტორიტეტობაზეა. კი ბატონო, შეიძლება ბოლოს მესამე კაპიტანიც იყო, მაგრამ ხომ ფაქტია რომ კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს? ეგ კი არა და გენუაშიც არ იყო სულ ძირითადში. სპორტალ, ფედერაციის და კალაძის ტროლ-ბოტზე კომენტარს რატომ არ მიქვეყნებთ?

• პატრიოტი-ს

1000% )))

• პატრიოტი

ვეთანხმები ლაშა-ს და არა ლაშას, განა შეიძლება შედარება? კახა ხშირად ვერ ხვდებოდა ძირითადში, ხან მალდინი ამოაგდებდა, ხან სერჟინიო, ხან სხვა ვინმე, გაიხსენეთ ლივერპულთან ფინალი, როცა ძირითადში დავინახავდი ძალიან მიხაროდა. ახლა სიხარული ხვიჩას გოლზე მაქვს ხოლმე, მაშინ ვნერვიულობდი, როცა კახას კაცი გასცდებოდა, ახლა- თუ ხვიჩა კაცს ვერ გაცდება, მე ყველა ქართველის წარმატება მიხარია, ფეხბურთის საყურებლად მოსკოვსა და ტაშკენტში ჩავდიოდი, პელეც მინახავს მესხიც და გიორგი სიჭინავაც, რომელიც არაფრით ჩამორჩებოდა მაშინელდელ ბრაზილიელებს, მესხი კი პირველი იყო თავის პოზიციაზე, ასე, რომ ფეხბურთია ჩვენი თამაში, ქუჩის ფეხბურთით იზრდებოდნენ ტალანტები, პირველ სკოლასთან მეც გამიგორებია ასფალტზე ბურთი, ახლა ეს შეუძლებელია, ხელშეყყობაა საჭირო, მინდვრის მოედნები, სექციები, უფასო სწავლება სოფლებში ...

• პატრიოტი

ვეთანხმები ლაშა-ს და არა ლაშას, განა შეიძლება შედარება? კახა ხშირად ვერ ხვდებოდა ძირითადში, ხან მალდინი ამოაგდებდა, ხან სერჟინიო, ხან სხვა ვინმე, გაიხსენეთ ლივერპულთან ფინალი, როცა ძირითადში დავინახავდი ძალიან მიხაროდა. ახლა სიხარული ხვიჩას გოლზე მაქვს ხოლმე, მაშინ ვნერვიულობდი, როცა კახას კაცი გასცდებოდა, ახლა- თუ ხვიჩა კაცს ვერ გაცდება, მე ყველა ქართველის წარმატება მიხარია, ფეხბურთის საყურებლად მოსკოვსა და ტაშკენტში ჩავდიოდი, პელეც მინახავს მესხიც და გიორგი სიჭინავაც, რომელიც არაფრით ჩამორჩებოდა მაშინელდელ ბრაზილიელებს, მესხი კი პირველი იყო თავის პოზიციაზე, ასე, რომ ფეხბურთია ჩვენი თამაში, ქუჩის ფეხბურთით იზრდებოდნენ ტალანტები, პირველ სკოლასთან მეც გამიგორებია ასფალტზე ბურთი, ახლა ეს შეუძლებელია, ხელშეყყობაა საჭირო, მინდვრის მოედნები, სექციები, უფასო სწავლება სოფლებში ...

• ეეე

ვაი შენს პატრონს კალაძემ მინიმუმ თამაშების 75% ძიღითადში იყო, თან ეგ ნესტას და მალდინის კონკურენტი არასოდეს ყოფილა ეგენი ცენტრში იდგა კალა მარცხენა ფლანგზე, თუ რომლიმეს ტრამვა ქონდა მაში კახა დაცვის ცენტრში იყო, თან კალაძე მილანის მესამე კაპიტანი იყო, რაც პატარა საქმე არაა.

• ლაშა-ს

კალაძეს ვინ გაუბედავდაო? ))) გვეღადავები? რაის კუთხურის ჩამომწოდებელი ან ჯარიმების შემსრულებელი იყო? ვინ მიუშვებდა ბურთთან? ))) რაც ითამაშა ნახევარზე მეტი სათადარაგო სკამი ხეხა. ნესტასთან და მალდინისთან ახლოსაც ვერ იყო. თუ ჯენოაში მაგათ დაასრულეს კარიერა და არა კალაძემ?))))) მაგათ გარდა კიდევ იყვნენ ავტორიტეტები მილანში, იგივე შევჩენკო მაგალითად, ოღონდ არავითარ შემთხვევაში კალაძე. დღეს ხვიჩა (რომელმაც სულ 2 სეზონი ითამაშა მხოლოდ) გაცილებით დიდი ავტორიტეტია, ვიდრე კალაძე მთელი თავისი კარიერის მანძილზე. ასევეა ნაკრებშიც. აი, რაც შეეხება ცნობადობას და მსოფლიო აღიარებას, აქ მგონი სადავოც არარერია. ჯერ მარტო ის რად ღირს შენს სახელს შვილებს რო დაარქმევენ მადლიერი გულშემატკივრები და თანაც პირველივე წელს.

• ლაშა

როცა გუნდში ავტორიტეტი არ გაქვს ვერც კონტე გიშველის და ვერც მოურინიო.აბა კალაძეს ვინმე გაუბედავდა ეგრე მოპყრობას?ამიტომ მწვრთნელებზე კი არ უნდა იყოს განაწყენებული საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და ლიდერის თვისებები უნდა გამოიმუშავოს.ნაკრებშიც ესე არაა?როცა გადამწყვეტი მომენტი იყო საბერძნეთან პენლების დროს,ტრამვა მოიმიზეზა და არც დაურტყამს.

• SLR

ნაპოლის მთავარი პრობლემა ის იყო გასულ სეზონში, რომ თავად ფეხბურთელებმა ვერა და ვერ აღიარეს ხვიჩა ლიდერად, შური და ბოღმა უფრო იგრძნობოდა მათი მხრიდან, ვიდრე აღტაცება და სახარული, რომ მათ გვერდით ასეთი ოსტატი თამაშობდა, თორემ რას მივაწეროთ, როცა კვარა კუთხურზე ბურთს დებს ჩასაწოდებლად და ძღინკიანი პოლიტანო მოდის და გვერდზე სწევს ხვიჩას და თვითონ აწვდის, იგივე ხდებოდა ჯარიმების შესრულების დროს, ეს ხდებოდა აბსოლუტურად ყველა თამაშში. ეს გაუგონარი საქციელია, მითუმეტეს შარშანდელი წლის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელის მიმართ. ამიტომაა პატარა გუნდი ნაპოლი და მისი ზოგიერთი მოთამაშე პლინტუსზე პატარა. მე რასაც ვაკვირდებოდი დი ლორენცო, ოსტიგორი და კიდევ 1-2 იყო ისეთი, ვისაც გულით უხაროდა კვარას ულამაზესი გოლები. კონტემ უნდა მისცეს სრული კარტბლანში კვარას, კუთხურებზე, ჯარიმებზე, ზოგადად ყველაფერზე მეტი თავისუფლება და სილაღე სჭირდება კვარას. ერთადერთი ესაა გამამართლებელი კვარას ნაპოლიში დარჩენაში, რათა კიდევ უფრო დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს კონტეს ხელში.

• დევი

კვარა მოხეტიალე ფორვარდია.არავითარი დავალება არ სჭირდება.უნდა ჰქონდეს აბსოლუტური თავისუფლება.

• სოსო

ბრწყინვალედ ხედავს მოედანს,პაუზის გრძნობა და აქვს შესანიშნავი პასი.რითი არაა,კლასიკური 10 ნომერი?ბოლო თამაშში,ჯერ მხოლოდ პირველ ტაიმში,5 ართმევა გააკეთა.მარჯვენა ფლანგიდანაც ძალიან სახიფათოდ უტევს...დიდი ტალანტია და თუ მოუხდება,ყველა,ან თითქმის ყველა პოზიციას გადაფარავს.

• ჟორა გაბრიჭიძეე

როგორც ყოველთვის, საუკეთესო კომენტარი. ზოგი რას წერს, თავად არ იცის

• ჟორა გაბრიჭიძე

მე დიდი ხანია ვწერ, რომ ხვიჩა ამპლუით ცენტრფორვარდი უნდა იყოს, რადგან ამისთვის ყველაფერი აქვს. ურტყავს ორივე ფეხით, კარგად აჩერებს ბურთს და აქვს მშვენიერი დრიბლინგი. სხვა რა უნდა ცენტრში თამაშს?

• ხვიჩას

თქვენ სულ ორი კვირაა, რაც ნაპოლის მწვრთნელს იცნობთ? ხალხი ათ წელზე მეტია. რამდენიმე კომენტარი მხვდება გვარის სწორად წერაზე და რომელი სიცილიელები მყავხართ? ექსპერტი არც მე ვარ, მხოლოდ მოცარელა და პიცა ვიცი და მაცარიც ეგრე იწერება, სხვა საქმე არ გაქვთ?

• არგუტი

უსახელო მოპასუხეს:რომელია ჩვენს შორის ინტრიგანი [მგონი ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ იცი] ,როცა მე ჩემს ნათქვამზე ღიად გამოვდივარ და შენ კი იმალები.არც სახელი გაქვს არც გვარი , არც ეროვნება და და არც სქესი? შვილო დებილი დაიბადე თუ მერე გადებილდი პროლიბერასტულ ეპოქაში? ერთი წინადადება მაინც დაგეწერა გამართული ქართულით.არ ღირს რა თქმა უნდა შენისთანასთან ლაპარაკი, მაინც ვერაფერს გაგაგებინებ,მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი,---ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭის ჩემნაირი დამფასებელი ბევრი არ იქნება და საიდან მოიტანე ის სისულელე ,რომ მისი ქება მწყინს? ნათქვამია,რაც დაბალია ინტელექტი ,მით მაღალია შეურაცხყოფაო.აწი რაც გინდოდეს და რაც გაგეხარდეს ის დაწერე,მე შენით თავს აღარ ავიტკივებ.

• ირაკლი ქუთაისელი

ხათუნას მინდა ვუპასუხო. ნაპოლი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი საქარტველოსთვის რომ მასზე ტურიდან ტურამდე ყველამ წეროს და ილაპარაკოს. ხვიჩას თამაში ვისაც არ სიამოვნებს ყველა სამკურნალო მგონია და არავისზე ნაკლებად არ მიხარია მისი წარმატება . იუთუბის ეპოქაში ყველა მისი გოლი ასჯერ მააქ ნანახი და ატალანტასთან გოლზე ხოო საერთოდ.... მარა უფრო ჩვენ შიდა სატკივარს მივხედოთ უკეთესია. უფროსებისკენ კენჭის სროლას ჯობია გამოსავალი მოვძებნოთ. არც იმ უფროსებს დახვედრიათ უკეთესი ქვეყანა, უფრო პირიქით. ახლანდელ ფეხბურთელებს რომ პირობები აქვთ იმის მეასედი ვის ქონდა? წინსვლაა საჭირო. რეგიონებში საფეხბურთო სკოლები უნდა იყოს, მხოლოდ იქიდან წამოვა მასიურად ტალანტები. ამაზე უდა იყოს ყურადღება გამახვილებული და არა რომელიმე გუნდზე

• ხვიჩა

რა უნდა წეროს, ორი კვირა გავიდა და მწვრთველის გვარი ვერ დაიმახსოვრა აქამდე

• არგუტის

ერთი ჩვეულებრივი ინტრიგანი ხარ, თან იმის დონეც არ გაქვს, ეგ ინტრიგნობა რამე ნორნალურად გამოხატო. აწინ შენ დაწერე ხოლმე და იმას გავიმეორებთ 20 ათასი კაცი აქ. შენ ერთ-ერთი ის იქნები, ხვიჩას რომ უსაფრთდება და გალანძღვის მიზეზს ეძებს, მაგიტო არ მოგწონს მისი ქება

• არგუტი

არგუტის მოპასუხეს:უაზრობაში აბა რა აზრი უნდა გამოიტანო? შენ ,მეგობარო ან ქართული არ იცი კარგად ან სხვა რაღაც გჭირს.რას მიედ- მოედები ,რას ბოდიალობ.რამოდენიმეჯერ გადავიკითხე და მაინც ვერაფერი გავიგე.შეეშვი რა, შეეშვი რაც არ იცი და თავს ვერ აბამ.

• ხათუნა

რატომ უნდა შეეშვან ნაპოლის თამაშების გარჩევებს, როცა იქ ხვიჩა თამაშობს, ხვიჩა ძალიან ბევრს უყვარს და ინტერესია იმ გუნდის მიმართ, სადაც ის თამაშობს. აქაურ პრობლემებზეც ისაუბრონ, მაგ კორუფცია რა მასშტაბისაა ფეხბურთში, სპორტი როგორ ცოცხლობს. სპორტი კი არა ისეთი სისტემა ქვეყანაში, თავზე გვენგრევა ყველაფერი, ყველა ნაძირალა ფულზე დახარბებული ადამიანი თავზე გვყავს მოსმული. შეექმნა უფროს თაობას ნორმალური ცხოვრების პირობები და სპორტსმენებს კი არა, არც მოსახლეობა გახდებოდა იძულებული დაეტოვებინა აქაურობა, მაგრამ აბა თავიანთი ქვეყანა და მოსახლეობა ვინ მოწველოს.

• giorgi

100% გეთანხმები აქ კითხვა სხვა რამეშია რატო არაკეთებენ ზემოთ რაც დაწერე?! მინიმუმ რატო არ სვამენ კითხვებს

• beqa

სამართლიანობისთვის აღსანიშნავია ცუდ დროს დანიშვნა მაგრად გაუჭირდება მაცარის ატალანტა.რეალი.ინტერი.იუვე.კალიარი.რომა.ბრაგა რთული კალენდარია ძაან

• გოჩა

ფეხბურთში ყოველთვის იყვნენ ისეთი ფეხბურთელები რომელთაც მწვრთნელები მხოლოდ ორ სიტყვას ეუბნებოდნენ:შედი და ითამაშე.ჩემი აზრით ხვიჩაც ამ კატეგორიას განეკუთვნება.მიცემენ თავისუფლებას მაშინ მოედანზე ის იქნება ნამდვილი ხვიჩა კვარაცხელია და თუ დაუწესებენ რამე შეზღუდვებს და დაუპირებენ რაღაც ჩარჩოში მოქცევას მიიღებენ სულ სხვა კვარაცხელიას.

• ირაკლი ქუთაისელი

შეეშვით ნაპოლის ამბების ღეჭვას. ქართულ ფეხბურთზე წერეთ. საბავშვო ფეხბურთის მდგომარეობა წამოწიეთ. გადით ოფისებიდან რეგიონებში და ნახეთ რა მდგომარეობაა. შეიაწავლეთ რამდენად ეფექტურად იხარჯება ფეხბურთზე გამოყოფილი ფული. ესაა უფრო აქტუალური ჩვენთვია

• ზვიადი

რისიც მეშინოდა, ის ცდება მგონი და ხვიჩას მთელ ფლანგს ჩააბარებს. ოლივერას არყოფნაში ბევრი ვარიანტი არ რჩება

• Master

მე ჩემი აზრი მაქვს სად უნდა გადავიდეს საფრანგეთში.ამ მომენტში ლავალია მეორე ლიგაში პირველზე და მომავალი წლისთვის კარგი პერსპექტივა აქვს.ლიონს აშკარად ლავალი სჯობს იკა

• იკა

ჩემის აზრით კვარა თუ გადავა საფრანგრთში, ლიონში უნდა გადავიდეს, მართალია გუნდი დღეის მდგომარეიბით ბოლო ადგილზეა, მაგრამ მომდევნო სეზონში გუნდში დიდი ცვლილებები იგეგმება და სანამ ჯერ კიდევ არის ლიონში ადგილები, კვარამ უნდა იჩქაროს. პსჟ-ს ისევ ლიონი ჯობია. წარმატებები კვარადონას

• sul2

მაძარიმ პირდაპირ თქვა, რომ ლავეცი კვარას დონის არ იყო და სისულელე იყო მათი შედარება, განსხვავებით კავანისა და ოსიმენისა, ანუ თქვა რომ ძველი ნაპოლის ლიდერი კავანი იყო, ახლანდელის კი კვარაცხელიაა

• არგუტის

თქვენ აზრი ვერ გამოგქონდეთ, სხვისი პრობლემაა, მითუმტეს ავტორის? ამ სქემას უკეთესად ავათამაშებო, ამას თუ გულისხმობს მწვრთნელის ნათქვამში, ეს იმას ნიშნავს გარსია კარგი იყო? 4-3-3 გარსიას პანაცეაა? აი, რა სიაულელეა, მართლა, ცოტა გაიაზრეთ. რა ვერ გაიგეთ, კიდე? 3-მცველიან ტაქტიკაში მთელი ფლანგის კონტროლი ხვიჩას საქმეა?

• არგუტი

ე,ბიჭო,ღვთისავარ ცოტა გასაგებად წერე თუ შეგიძლია.ახალ მწვრთნელს უნდა რომ დაამტკიცოს ,რომ პრობლემა ძველ მწვრთნელებში იყოო და იმავე სქემით აპირებს ასპარეზობასო-----სრულიად გაუგებარია აზრი.კოჭი ალჩუზე დაუჯდაო:ხვიჩას უწევდა მთელი ფრთის გაკონტროლება და ეს კი მას მაინცდამაინც არ უხდებაო.აქაც ვერ გავიგეთ ვერაფერი.ერთი სიტყვით ვისურვებდი უფრო ნათლად და გასაგებად გადმოგეცა სათქმელი.თხოვნა მაქვს შენთან,ფეხბურთის წესების ახალი გამოცემიდან როგორაა ხელით თამაშის წესი განმარტებული ,იქნებ მოიძიო და გვაჩვენო.ძველი გამოცემების მიხედვით ,განმარტებული წესების მიხედვით ახლანდელი მსაჯები არ ხელმძღვანელობენ და ამან ეჭვებში ჩამაგდო.მაინტერესებს ,შეიცვალა რამე თუ რაშია საქმე? წინასწარ გიხდი მადლობას.

• გიორგი

ზუსტი სტატიაა. ყოჩაღ, ღვთისავარ!

• გიორგი

ჯიგარი ხარ, გივი)))

• გივი

ეგ კაცი ჩამოყალიბებულია უკვე..ეგ კი არა ჩვენ ჩამოგვაყალიბა უკვე, ყველა ქომაგი. სულ რო მინდვრის ჰოკეიზე გადავიდეს იქაც ჯორდანი იქნება

• qutaisi

და კიდე გოლკიპერად. ნუ ბოდიალებთ რა.

• მაძარი

Video https://youtu.be/n9TiOBWIT_w?si=dpZJr9PXu4Z7eEn0 0:30 მაძარი 0:44 მაძარი 1:14 მაძარი 2:07 მაძარი https://youtu.be/n9TiOBWIT_w?si=56b6zNS2JTYIlPZU

კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული

კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა

ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა

"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს

"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება

შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა

კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს

"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა

ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს

ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა

სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს

კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა

მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება

[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები

სრული ნდობა ტუდორს - "იუვენტუსი" ხორვატ მწვრთნელს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს

ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა

"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი

საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?

[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები

შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება

ხვიჩა ფორვარდად ყალიბდება? - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი რისკის გარეშე და რა როგორ იქნება მომავალში...

ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება

"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა