კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, 29-ე ტური გაიმართა. ვნახეთ შვიდგოლიანი, რვაგოლიანი და ცხრაგოლიანი მატჩიც. ასევე - სადებიუტო გოლები, ჰეთ-თრიქი, დუბლები, ორბურთიანი ჩამორჩენის მერე მოგებაც...

თელავი 3:0 საბურთალო

კახეთის გუნდმა 3:0 მოუგო "საბურთალოს", რომელსაც საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალი ელის "დინამო ბათუმთან".

ანგარიში ჯეფერსონ ჯერალდომ გახსნა აკრობატული დარტყმით. პირველივე ტაიმში მიხეილ ბაშელეიშვილმა საშუალო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და 2:0.

მეორე ნახევარში კი იმედა აშორტიამ საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალ კუთხეში ძლიერი დარტყმით გაიტანა. იმ მომენტში ჯერალდოს კარგი ქუსლური პასიც გამოსარჩევია.

"თელავი" მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ ბოლო ტურში დილასთან სტუმრად მაინც გამარჯვება დასჭირდება, რათა მერვეზე არ ჩაინაცვლოს და პლეი-ოფს ასცდეს. "თელავის" კონკურენტი "გაგრაა", რომელიც "შუქურას" ხვდება.

"თელავმა" და "გაგრამ" თანაბარი ქულები თუ დააგროვეს, მეშვიდეზე "გაგრა" გავა, რადგან ურთიერთშეხვედრებში სჯობს კახეთის გუნდს.

სამგურალი 1:0 დილა

წყალტუბოელებმა ნოდარ ლომინაძის გატანილი პენალტით სძლიეს გორის "დილას". "სამგურალი" მეხუთე ადგილზეა და ჯერ კიდევ აქვს ევროტურნირებზე გასვლის შანსი, თუმცა თავის თავზე არაა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში გავა, თუ ბოლო ტურში თავად მოიგებს, პარალელურად "დილა" "თელავთან" წააგებს და პლუს, თუ თასის ფინალს "დინამო ბათუმი" მოიგებს.

"სამგურალის" ამ გამარჯვებამ კი ქუთაისის "ტორპედოც" გაახარა, რომელმაც "დილას" გადაუსწრო და მესამე ადგილზე გადავიდა.

გაგრა 4:3 სამტრედია

"გაგრა" მატჩის უმეტეს დროში აგებდა "სამტრედიასთან" და საბოლოოდ 4:3 აჯობა. უშუალო კონკურენტების დაპირისპირება იყო, "გაგრა" მერვეზე გადავიდა, ხოლო "სამტრედია" მეცხრეზეა და პლეი-ოფი ნამდვილად მოუწევს. ჯერ უცნობია, რომელ გუნდთან.

მე-15 წუთზე ჩრდილომაკედონიელმა ალეკსანდარ მიშოვმა პენალტით დააწინაურა "სამტრედია". მიშოვი ზაფხულში გადავიდა "სამტრედიაში" და 8 გოლი უკვე მოუგროვდა.

აქედან ერთ წუთში "გაგრას" ფლანგელმა საბა მამაცაშვილმა ძელს მოარტყა ბურთი, ხოლო საპასუხოდ მიშოვმა კონტრშეტევაზე მაგარი პასი გაუკეთა თორნიკე ახვლედიანს, მანაც მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი - 0:2.

გავიდა სამიოდე წუთი და მამაცაშვილმა ამჯერად მაინც გაიტანა, შორიდან დარტყმით... 33-ე წუთზე კი ვასილ ხოსიტაშვილის ჩაწოდებულს მოჰყვა ჯუსტინ შონგას თავური და "გაგრამ" გაათანაბრა - 2:2.

ტაიმი მაინც "სამტრედიამ" მოიგო: აბდულა ხაიბულაევმა ჩახვეული დარტყმით შორეულ ცხრიანში გაიტანა.

მეორე ნახევარში კი "გაგრამ" თამაში მოატრიალა. ჯერ შალვა ბურჯანაძემ გაიტანა თავით და 3:3.

70-ე წუთზე კი ზურაბ მუსელიანმა პენალტი გამოიყენა და ეს ბოლო გოლი აღმოჩნდა შეხვედრაში. მუსელიანს 10 გოლი აქვს მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში...

ტორპედო 9:0 შუქურა

ქუთაისელები მესამე ადგილზე დაბრუნდნენ. ბოლო ტურში ტორპედო ბათუმში "დინამოს" ხვდება და მესამეზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნით.

საინტერესოა, რომ "შუქურასთან" ქუთაისელები თავიდან გოლს გადაურჩნენ. საბა გოგლიჩიძემ საკუთარ საჯარიმოში წაააქცია მიკელ აბანდო და პენალტი თავად აბანდომ დაარტყა, თუმცა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა აუღო.

29-ე წუთიდან კი დაიწყო "ტორპედომ" და ჯამში 9 უპასუხო გოლი გაუტანა აუტსაიდერ "შუქურას". ჰეთ-თრიქი შეასრულა ნიკოლა ნინკოვიჩმა, დუბლი მიითვალეს გიორგი ფანცულაიამ და დავით იმედაძემ, რომელსაც დებიუტი ჰქონდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. იმედაძეს 11 წუთი ეყო ორი ბურთის გასატანად.

ასევე ირაკლი ბუღრიძემ და გიორგი არაბიძემაც მიითვალეს გოლები. არაბიძე გუნდის ბომბარდირია 13 გოლით.

როგორც იცით, ქობუელეთელებმა წინა ტურშიც 0:9 წააგეს, "სამტრედიასთან"...

დინამო თბ 6:2 დინამო ბთ

მოქმედი ჩემპიონისა და შარშანდელი ჩემპიონის დაპირისპირებაში 8 გოლი გავიდა. "დინამო თბილისმა" 6:2 მოუგო "დინამო ბათუმს".

არადა, თავიდან ბათუმელებმა გაიტანეს სწრაფი გოლი: კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ჯოვინო ფლამარიონმა ირაკლი ბიძინაშვილის ლამაზი პასი გამოიყენა. ეს ჯოვინოს მე-17 გოლია.

თუმცა ამას მოჰყვა თბილისელთა ზედიზედ 5 გოლი 26-წუთიან მონაკვეთში. ჯერ საბა ხვადაგიანმა გაათანაბრა, მერე ბათუმელთა მეკარე გიორგი ბეგაშვილი შეცდა და ავტოგოლი გამოუვიდა; შემდეგ ზორან მარუშიჩმა, გიორგი ხარაიშვილმა და დავით სხირტლაძემაც შეძლეს გატანა... საინტერესოა, რომ ლაშა ოდიშარიამ სამი საგოლე პასი გააკეთა.

ტაიმი მაინც ბათუმელთა გოლით დამთავრდა, კერძოდ, ალექსანდერ იაკობსენმა შორიდან გაიტანა.

მეორე ნახევარში კი მხოლოდ ერთი ბურთი გავიდა: უსმანე კამარას მე-14 გოლი სეზონში. 16 გოლი აქვს მარუშიჩს და ერთით ჩამორჩება ჯოვინოს...

erovnuliliga.ge

Capitani Esgeso
მოკლედ დილას ქობულეთი და ბათუმი შტორმა ჯერ ზღვიდან წაიღო და საღამოს მოედანზე დაუტრიალეს ტაიფუნი ტორპედომ და დინამომ.
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] უხვგოლიანი და დრამატული კახური დერბი ჩხუბით დასრულდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
"ყველაზე დიდი გამოწვევა იმ გუნდებთან მქონდა, რომელთაც ქართველი მწვრთნელები ჰყავდათ..." - "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი ტიაგო გომისი
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ზეიმი! სფფ-მ "დინამო ბათუმი" დააჯილდოვა
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "ტორპედო" - "შუქურა" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "დინამო" (თბ) - "შუქურა" [LIVE]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] სტატუსის შესაფერისი ვერ გამოვიდა - "იბერიამ" გამარჯვებით დაიწყო
თავურები... "დინამო თბილისმა", "დილამ" და "ტორპედომ" მოიგეს
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "შუქურა" - "სამტრედია" [LIVE]
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] მსუყე ფრე ქართულ "კლასიკოში"! ბრინჯაო "ტორპედოს" დარჩა
[VIDEO] საქართველოს ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო - დებიუტანტის გამარჯვება ქუთაისში სუპერგოლით!
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"დილას" ამბები - გორელებმა 21 წლის მცველი 100 000 დოლარად გამოისყიდეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა