ესპანეთის ლიგა ენდესას რეგულარული ჩემპიონატი ფინიშის სწორზე გავიდა — 31-ე ტურის შეხვედრებმა კიდევ უფრო დაძაბა სატურნირო მდგომარეობა პლეი-ოფის წინ. ქართველი ლეგიონერებისთვის ეს სათამაშო კვირა სხვადასხვანაირი აღმოჩნდა: ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მორიგი გამარჯვება იზეიმა, ხოლო „ტენერიფეს“ ცენტრმა პირადი აქტივის მიუხედავად, გუნდურ წარმატებას ვერ მიაღწია.

თოკოს „ბარსას“ რთული გასეირნება გრანადაში

თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად აუტსაიდერთა რიგებში მყოფ „გრანადას“ ეწვია. მატჩი კატალონიელთა სრული უპირატესობით დაიწყო, თუმცა მასპინძლებმა ხასიათი გამოავლინეს და მესამე პერიოდის მიწურულს ანგარიშიც გაათანაბრეს. გადამწყვეტ ათწუთეულში ნამდვილი დრამა გათამაშდა, სადაც სტუმრებმა კლასის ხარჯზე მაინც შეძლეს გამარჯვების გამოგლეჯა — 101:98.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თოკო შენგელია, ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. სარბიელზე გატარებულ თითქმის 21 წუთში მან 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი დააგროვა. აღსანიშნავია, რომ თოკომ 10-დან 5 ორქულიანი გამოიყენა. მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი, კევინ პანტერი გახდა 19 ქულით.

ამ შეხვედრას კიდევ ერთი ქართული ელფერი უნდა ჰქონოდა, თუმცა მასპინძელთა რიგებში ტრავმის გამო ვერ ვიხილეთ ბექა ბურჯანაძე. სასიხარულოა, რომ ბექამ უკვე განაახლა საწვრთნელი პროცესი და მალე მოედანზეც ვიხილავთ. „ბარსელონა“ 22 მოგებით მესამე პოზიციას ინარჩუნებს, რეგულარულის დასრულებამდე კი მხოლოდ 3 ტურია დარჩენილი.

დერბი კანარის კუნძულებზე და შერმადინის 80%-იანი სიზუსტე

მძიმე პერიოდი უდგას გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“. ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში განცდილი იმედგაცრუების შემდეგ, გუნდმა შიდა ჩემპიონატშიც ვერ იპოვა საკუთარი თამაში და კანარის კუნძულების დერბიში „გრან კანარიასთან“ დიდი სხვაობით — 83:102 დათმო. ეს კუნძულელებისთვის ზედიზედ მეხუთე მარცხია ყველა მიმდინარე ტურნირზე.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი გოლიათი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ის სტუმართა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 21 წუთში შერმადინმა 15 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გიორგი ფარის ქვეშ თითქმის უშეცდომო იყო — 8-დან 6 ორქულიანი (80%) და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.

ამ მარცხის შემდეგ „ტენერიფე“ მე-7 ადგილამდე ჩამოქვეითდა. წინ კი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა — 17 მაისს ქართული დერბი შედგება, სადაც შენგელიას „ბარსელონა“ სწორედ შერმადინის გუნდს ესტუმრება.

GBF

მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
გულის არითმია - გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
შერმადინი მოედანს დაუბრუნდა | "ტენერიფეს" დასანანი მარცხი "სარაგოსასთან"
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა