იტალიის თასის 1/16-ფინალში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე სერია B-ს „პალერმო“ გაანადგურა და დეკემბერში მერვედფინალში „ლაციოს“ შეხვდება. მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუშინდელ მატჩში სათადარიგო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და 24 წლის სირილ ნგონჟიმ ბოძებული შანსი შესანიშნავად გამოიყენა. მან დუბლი შეასრულა და იტალიური მედიისგან შექება დაიმსახურა.

„კორიერე დელო სპორტი“ წერს, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავად მოისურვა 2023 წელს ბელგიელის შეძენა, ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ფეხბურთელს საქმეები კარგად არ წაუვიდა, სასტარტოში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, ზაფხულში „რომაში“ გადასვლას აპირებდა, საბოლოოდ დარჩენა არჩია, სიცილიურ გუნდთან შეხვედრაში ისეთი საღამო ჰქონდა, როგორიც არც კი დაესიზმრებოდა და იმედი აქვს, ეს ერთჯერადი გაბრწყინება არ იქნება. გამოცემის ცნობით, „რომა“ მის გადაბირებას შეეცდება, რათა მან მომავალში პაულო დიბალა შეცვალოს.

„გაძეტა დელო სპორტი“ აღნიშნავს, რომ ასეთი ჩინებული თამაშის მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელიას „გვერდზე გაწევა“ ნგონჟისთვის ძალიან რთული იქნება, თუმცა მეტ ყურადღებას იმსახურებს, რამეთუ თავისი დრიბლინგებით და გარღვევებით ქართველის სტილში მოქმედებს.

Area Napoli-მ აღნიშნა, რომ „ნაპოლიმ“ „კვარას“ „მოადგილე“ იპოვა და ეს ქართველისთვის ურიგო არ არის: „გაჩნდა მკაფიო განცდა, რომ „პარტენოპეის“ თავკაცმა, იმის გათვალისწინებით, რომ მარჯვენა ფლანგზე ნერესი და პოლიტანო ჰყავს, სასტარტოში ის მიზნმიმართულად მოსინჯა ვიცე-კვარაცხელიას ამპლუაში. და პასუხიც საკმაოდ დადებითი მიიღო. ეს თვითონ ხვიჩასთვისაც კარგი ამბავია, ვინაიდან დამატებითი მოტივაცია იმის გათვალისწინებით ექნება, რომ ბოლოს და ბოლოს ზურგსუკან ვიღაც გამოუჩნდა, რომელსაც შეუძლია ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის კონკურენცია გაუწიოს. სირილით „ლაციო“ და „ბოლონია“ არიან დაინტერესებული, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია „ნაპოლი“ იანვარში დაემშვიდობოს“.

ნაპოლის შეკვეთილი სტატია
ნაპოლი უკვეთავს ასეთ პროვოკაციულ სტატიებს იტალიურ პრესაში, რომ ხელფასი არ მოუმატოს. კვარამ არ უნდა მოაწეროს კონტრაქტს ხელი და ისე გადავიდეს სხვა გუნდში, 50 მილიონ ევროს აიღებს, როცა უფასოდ გადავა.
ბეგი
ხვიჩა თავის სიტყვას მალე იტყვის, ვგულისხმობ, რომ ხვიჩას თავისი ნიჭი და შესაძლებლობა ბოლომდე ჯერ კიდევ არ გაუმჟღავნებია, დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა ძალიან დიდი ფეხბურთელი გახდება, თავისი უზადო თამაშით
!! - ს
ელიფ ელმასი გერმანიაში, ლაიფციგის "რედ ბულზში" სათადარიგოთა სკამზე მყარად ზის. ისე პოლიტანოს მართლა ჯობდა.
გიორგი
ჩვეულებრივი პროვოკაციაა იციან ხვიჩას სუსტი წერტილი და იქ ურტყამენ პალერმოსთან ორი ბურთით როგორ შეიძლება მაგის თქმა სისულელეა ხვიჩა არ უნდა იყვეს პროვოკაციას ფსიქოლოგიურად უნდა გაძლიერდეს და ყველამ იცის მაგის ფასი არავინაა მაგ გუნდში და ბევრ სხვაშიც
სოსო
საუკუნისა არ ვიცი,აქ !! სახელით,პოსტები იდება ხოლმე,თუმცა ამ პოსტს,სრულად ვეთანხმები და მეც სიამოვნებით დავწერდი.ერთი მოწონება(ლაიქი) ჩემია!
WTF
ხანდახან მგონია რომ იტალიურ პრესაში ლაურენტისის მიერ შეკვეთილი სტატიები ქვეყნდება. ნგონჟეს ეს შეფასებაც და მისი კვარას შესაძლო "ჩამნაცვლების" დასახელების თემაც ხელოვნურად აგორებულს გავს. აბა რა ნგონჟე რა ხვიაჩას კონკურენტი?. ხვიჩასთან კონტრაქტის ხელმოწერა ჭიანურდება და ალბათ ესეთი პატარა "ჩხვლეტებიც" გეგმის ნაწილია.
მირო
ეხლა ორი გოლი თუ გაიტანა გახადეთ ესეც პელე რა.თან ორივე შემთხვევითი ბურთები,ორივე მეკარის შეცდომის შედეგად.რა შედარებაა ეხლა კვარასა და ნგონჟეს შორის???კვარას დონემდე ის ვერც კი მივა ალბათ ვერასდროს.
დავით 67
უნდა გახდესო????????????? გახდა უკვე 2 წელზე მეტია. გახდა გახდაააა.ჭურში ზიხარ?
ვახტანგი
რა სისულელეა, მარჯვენა ვინგერია და ცენტრ ფორვარდად და სტრიკერადაც თამაში შეუძლია. აი მარცხენა ვინგერად კი არა, მაგ ადგილას ნაპოლის ძერბინი ჰყავს. ცოტა გაერკვიეთ და ისე დაწერეთ ხოლმე სტატიები
შოთა
ჩემი აზრით შენ ფეხბურთის არაფერი გაგეგება)))
ნეტა ბუდუ ზე რა ხდება გერმანიაში
გადარია მეორე ლიგა, ისეთ კომენტარებს აკეთებენ მწვრთნელები. რა თქმა უნდა ნაპოლი უპირველეს ყოვლოსა
ჩემი აზრით
ხვიჩას ყველა მონაცემი აქვს დიდი ფეხბურთელი რომ გახდეს მაგრამ ყველაზე მთავარი აკლია სტაბილურობა.4-5 თამაშში ერთს რომ ითამაშებ მაღალ დონეზე ტოპ კლუბი დიდ თანხას არ გადაიხდის.მხოლოდ ნახევარი სეზონი ითამაშა სტაბილურად მაგრა.მერე რატომ დაუკლო ვერ ვხსნი.
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
რაც უფრო მეტია კონკურენცია, მით უფრო სწრაფად ვითარდება ფეხბურთი!
კახელო
წყალწაღებულ „პალერმოსთან" დუბლი, როცა ორივე გოლი მეკარემ „ყლაპა", ვერ ჩაითვლება დიდი ფეხბურთის ზეიმად. კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ხვიჩასთან ვერ მივა.
nk
რეალურად კარგიცაა, ესე უფრო მარტივად გაყიდიან კვარას შემდეგ ზაფხულს

ამ საიტზე საუკუნეა აღარ შემოვსულვარ. ბოლოს რომ ვაკომენტარებდი, სერიოზული მსჯელობა მიდიოდა, ელმასი როგორ დასვამდა ხვიჩას სკამზე და ბოლოს სამპდორიაში რომ გაანათხოვრებდნენ. ახლა ახალი კონკურენტი მოუძებნეს და ცოტა ხნით იხალისებენ ალბათ თავებს:))) ელმასი შემახსენეთ სადაა, აღარ მახსოვს. აქ ბევრი იყავით მისი გულშემატკივარი, ალბათ თვალს ადევნებთ❤️
რობი
კარგი ბიჭია ნგონგე თანაც ხვიჩასთან მეგობრობს! მაგრამ ის უკვე 1 წელია იქ თამაშობს ჯერ ვერაფერი გააკეთა ისეთი რომ ხვიჩას კონკურენცია გაუწიოს! ისე შარშან ძერბინმაც ასეთნაირად და უფრო უკეთესადაც იყოჩაღა თასებზე მაგრამ მაინც გაუშვეს არენდით
ლაშა
ვიცე-პოლკოვნიკი ნგონჟი-:) და პოლკოვნიკი კვარა
ჯიმა
კვარას გასწევს არა ტოლმა:) კვარა მალე წადი მაგ ჭაობიდან. ტიპს საერტოდ დაფასება არააქ, უხდიან იმდენს რამდენაც მასაჟისტს:) და არცა ანაღვლებთ:)
იკა
ნგონჟი არა ტოროლა
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
[VIDEO] სანტანდერში საგიჟეთი დიდი გამარჯვებით დასრულდა - გულიაშვილმა ტრავმა მიიღო, მისი გუნდი კი ლა ლიგაში გადავიდა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
"ნაპოლიმ" ბელგიელი ნახევარმცველი შეიძინა
კიდევ ერთი კვარაცხელია სერია А-ში - "ნაპოლიში" თუ "ინტერში"?
გამოირიცხა - კონტე იტალიის ნაკრებში არ დაბრუნდება
ნუთუ დე ლაურენტისი ვაჭრობაზე უარს ამბობს? - "ნაპოლიმ" ლუკაკუს გასაყიდი ფასი დაასახელა
"ნაპოლი" სახლში "ბოლონიასთან" დამარცხდა
საქმე სერიოზულადაა - ოსიმენმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთად ითამაშონ
ვინ შეცვლის კონტეს "ნაპოლიში"?
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ურთიერთობა მაინც გაუფუჭდათ? - კონტესა და "ნაპოლის" გზები იყრება
გადაწყვეტილება მიღებულია - "ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჰოილუნს გამოისყიდის
"ნაპოლის" მალე ახალი მეკარე ეყოლება
ხვიჩამ თანაგუნდელს ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა და ძალიან გაახარა [PHOTO]
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" ორი შემტევის დამატებასთან ახლოსაა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლანსს" გაუტანა და პსჟ-სთან ერთად მეორედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლანსთან" მატჩში?
"კვარაცხელიას ლიგა 1 საერთოდ არ აინტერესებს - მაინც გაიტანა" - რიოლო თავისას არ იშლის
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?