ევროპის ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღის ბოლოს მედლები გაითამაშეს 86 კილოგრამ წონითი კატეგორიის ქალმა წარმომადგენლებმა. სამწუხაროდ, მედალოსანთა შორის არ აღმოჩნდა ნათია გადელია.

გადელიამ ასპარეზობა ატაცში (106), აკვრაში (131) და ორჭიდის ჯამში დაგროვილი 237 კილოგრამით დაასრულა და სამივე შემთხვევაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

წარმატებული დღე ჰქონდა სომეხ ძალოსანს ემა პოღოსიანს, რომელმაც ატაცში (107) ბრინჯაოს, აკვრასა (141) და ორჭიდის ჯამში (248) კი ოქროს მედლები დაისაკუთრა. გარდა ამისა, აკვრასა და ორჭიდში ევროპის ახალგაზრდული რეკორდებიც დაამყარა. ჩემპიონს ორჭიდის შედეგად კილოგრამით ჩამორჩა ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტი ლანა სოტიევა, რომელსაც ატაცში (112) ოქროს, აკვრაში (135) ბრინჯაოს და ორჭიდში (247) ვერცხლის მედლები ერგო. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა ბრიტანელი მადიას ნზესო, რომელსაც სხვათა შორის, თავის დროზე, როდესაც კამერუნს წარმოადგენდა, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული, სამჯერ კი აფრიკის ჩემპიონი იყო. მედალოსანი გახდა სომხეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი. ლიანა გურჯიანმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა აკვრაში (135). იგივე წონა აქვს დაძლეული ლანა სოტიევას, მაგრამ ვინაიდან პირველმა 135 კილოგრამი გურჯიანმა აკრა, მედალიც მას დარჩა.

წყარო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

მსხალაძის ოქრო აკვრაში და გოგოხიას ბრინჯაო ატაცში
ბერდელიძემ და შამილიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე 13 ქართველი იასპარეზებს
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
ნათია გადელიამ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
სუპერლიგის პლეი ოფი დაიწყო: თსუ-მ კავკასია დაამარცხა, მარგვეთმა – ორბი
პსჟ-ში შეიძლება კიდევ ერთი პორტუგალიელი გადავიდეს
20 წ. | საერთაშორისო სერიაზე სამხრეთ აფრიკაში
როგორია მამარდაშვილის პერსპექტივა. "იუვენტუსს" ალისონის მუქთად წაყვანა სურს - "ლივერპული" გაღიზიანებულია
მსხალაძის ოქრო აკვრაში და გოგოხიას ბრინჯაო ატაცში
პსჟ-მ ნიგერიელი თავდამსხმელის დამატება მოისურვა
ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ნოიერი: პსჟ ევროპაში საუკეთესო გუნდი არ არის
"10 წლის წინ, სწორი გადაწყვეტილება მიმიღია" - გვარდიოლა აღშფოთებულია
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
23 მატჩი და 24-მილიონიანი კომპენსაცია - "ჩელსიმ" როსენიორი გაათავისუფლა
[VIDEO] ბითაძის 21 წუთი - "დეტროიტმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა
იამალმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს - "ბარსელონამ" "სელტას" მოუგო
ჟოზეს დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაიბაროს