"დილას" ახალმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა და გუნდის მიზნებზე ისაუბრა:

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიყო ისეთი წარმატებული გუნდის მთავარი მწვრთნელი, როგორიც გორის "დილაა". მინდა მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელობას ნდობისთვის, ჩვენი ამბიციები ერთმანეთს დაემთხვა და აქ ძალიან დიდი მოტივაციით მოვედი. მე გათავისებული მაქვს რამხელა პასუხისმგებლობაა, იყო გორის "დილას" მწვრთნელი.

გორის "დილას" თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი და ძალიან მომწონდა ის შემტევი სტილი, რაც ამ გუნდს ჰქონდა.

რა თქმა უნდა, ხარვეზები ყველა გუნდს აქვს, რაც არ უნდა კარგი გუნდი იყოს, ასეა "დილაშიც". ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ხარვეზები რაც შეიძლება მალე აღმოვფხვრათ.

ზოგადად არ ვარ მომხრე, რომ გუნდში რაიმე რადიკალურად შევცვალოთ, "დილა" ისედაც არის ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული გუნდი. მე ვეცდები, რომ ამ წარმატებას პატარ პატარა დეტალები შევმატო, რაც უფრო მეტად წარმატებულს გახდის ამ კლუბს. ეს გათავისებული მაქვს.

ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო, ერთ ან ორ კვირაში რაიმეს შეცვლა რთული იქნება, ეტაპობრივად დაინახავთ გაუმჯობესებას.

რაც შეეხება ევროტურნირებს, მე არასდროს მრცხვენია იმის აღიარება, რომ ჩემი გამოცდილება არ იყო პოზიტიური, მაგრამ წარმატება წარუმატებლობის გარეშე არ მოდის. მე ვფიქრობ, რომ არამარტო ჩვენ, არამედ შარშანდელი ევროტურნირების მონაწილე ყველა გუნდი გავაკეთებთ სწორ დასკვნებს, რომ წელს მეტად წარმატებული იყვნენ ქართული კლუბები და კონკრეტულად ამ შემთხვევაში გორის "დილა". რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს მეტოქე ვინ იქნება, თუმცა ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ.

რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, შევეცდებით მაქსიმალურად მეტი თამაში მოვიგოთ. "იბერიაში" 30-მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა, შევეცდები ეს შედეგი აქაც განმეორდეს".

"ტორპედომ" შულაია დაიმატა
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
მარადონას და ფოლკლენდის კუნძულების გამო შურისძიების დრო დადგა. "ვინც არ ხტუნავს - ინგლისელია" - არგენტინამ გამარჯვება იზეიმა
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"
"უნივერსიტატეამ" მექვაბიშვილის MLS-ში ტრანსფერი დაბლოკა
"ტრამპს ტელეფონზე ყოველდღე ვესაუბრები. მინდა გითხრათ, რომ..." - ჯანი ინფანტინო
"ბოდო გლიმტის" კაპიტნით ხუთი ინგლისური კლუბი დაინტერესდა
Junior NBA-ს საიუბილეო, მე-10 სეზონის გამარჯვებული რუსთავის „გოლდენ სტეიტი“ გახდა
აზრთა სხვადასხვაობა მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - ტუხელის სიტყვებმა ბელინგემი გააბრაზა
"დღეს ფეხბურთს არ გაუმარჯვია" - შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] მაკგრეგორის დაბრუნება ვერ შედგა - ირლანდიელმა ბრძოლა ტრავმის გამო შეწყვიტა
[VIDEO] არაშთამბეჭდავმა არგენტინამ ისევ ბეწვის ხიდზე გაიარა - კაცნაკლული შვეიცარია დამატებით დროში დაამარცხა
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ნახევარფინალში, დრამატულ მატჩში ქულით დამარცხდა
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 დილა. ლიუბენოვიჩს 3 ქულა, კორღალიძეს - საფიქრალი
"დილას" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს
[VIDEO] "დილამ" "ვირტუსს" 3:1 მოუგო და მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-0 რუსთავი. ლიდერის ტვირთი მძიმე აღმოჩნდა
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
"დილაში" გერმანელი მცველი ითამაშებს
"დილამ" ნორვეგიელი თავდამსხმელი დაიმატა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
"დილას" მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ - ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის