27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა, დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის, მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა და შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ქომაგს 20-20 უმაღლესი დონის თამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნება. ერთმანეთს შეერკინებიან მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან იმ ამომავალი ვარსკვლავებით, რომლებიც მომავალში არაერთ დაუვიწყარ წუთს გვაჩუქებენ - უკვე კაცთა რაგბში!

2008 წელს დაარსებულმა 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, ელიტურ რაგბს უკვე გამოუწრთო 500-ზე მეტი უმაღლესი დონის მორაგბე. მათგან რამდენიმე ათეული მოთამაშე, საკუთარი ჯადოქრობით სამუდამოდ იპყრობს ქომაგთა გულებს და კვირიდან კვირამდე ამყოფებს მათ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რათა კიდევ ერთხელ იხილონ თავიანთი კუმირის მორიგი გაელვება.

მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა, 16 ქვეყნის ჯამში 500-მდე მორაგბე, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს! არ გაუშვა ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!

იტალია

იტალიის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეთოთხმეტედ თამაშობს. ის ბ ჯგუფში ახალ ზელანდიასთან, შოტლანდიასთან და იაპონიასთან მოხვდა.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს იტალია ქუთაისში, “აია არენაზე” გამართავს და 27 ივნისს, 13:00 საათზე შოტლანდიას; 2 ივლისს 20:30 საათზე იაპონიას; ხოლო 7 ივლისს 13:00 საათზე ახალ ზელანდიას ეთამაშება, რის შემდეგაც, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, შესაბამის ფლეი ოფში (ნახევარფინალი და ფინალი) გადაინაცვლებს.

იტალია მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში პირველივე ტურნირიდან, 2008 წლიდან ჩაერთო და საწყისი ოთხი გათამაშებიდან ორში (2009 წელს გუნდების რაოდენობის შემცირების, ხოლო 2012 წელს ბოლო ადგილზე გასვლის გამო), ალაფაზე დაქვეითდა, თუმცა ორივე ჯერზე, ალაფა პირველსავე წელს მოიგო (2010 და 2013) და ერთწლიანი შესვენების შემდეგ, უძლიერესთა შორის დაბრუნდა.

2014 წლიდან, იტალია 20-წლამდელთა ჩემპიონატის მუდმივი მონაწილეა და მიჯრით 9 ტურნირზე (2020-2022 წლებში ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა) ითამაშა, საუკეთესო შედეგი კი შარშან, 2025 წელს აჩვენა (მე-7 ადგილი).

იტალია 2008 წლიდან 20-წლამდელთა ექვს ერშიც თამაშობს და სადებიუტო შეხვედრა 1 თებერვალს ირლანდიასთან გამართა (0:6), 20-წლამდელთა ჩემპიონატზე კი პირველად ამავე წლის 6 ივნისს, უელსთან ითამაშა (10:29). ტურნირის ფარგლებში იტალიელებმა სარეკორდო გამარჯვება 2016 წელს იაპონიასთან (41:17) მოიპოვეს, თავად კი ყველაზე დიდი სხვაობით 2009 წელს სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ - 3:65.

ჯამში ტურნირზე ჩატარებული 65 მატჩიდან, იტალიამ მოიგო 20 თამაში (მათ შორის სამხრეთ აფრიკა და ავსტრალია), ერთი ფრედ დაასრულა, 44-ში კი მარცხი განიცადა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჯერ კიდევ რომის იმპერიაში, არსებობდა რაგბთან მიმსგავსებული თამაში ჰარპასტუმი, რომელსაც ადრე ფენინდა ეწოდებოდა და მას ხშირად იყენებდნენ ლეგიონების მომზადების პროცესში, რადგან ის აერთიანებდა ორთაბრძოლას და სირბილს, ასევე ამაღლებდა გუნდურ სულისკვეთებას.

უშუალოდ რაგბს რაც შეეხება, მე-19 საუკუნის მიწურულს, ბრიტანელმა მეზღვაურებმა გენუის პროვინციაში რამდენიმე თამაში გამართეს, თუმცა რაგბმა ფეხი უფრო ტრევიზოსა და როვიგოს პროვინციებში მოიკიდა, სადაც ის ფრანგმა სტუდენტებმა დანერგეს. ამავე პერიოდში თამაში მილანის უნივერსიტეტშიც დაინერგა და 1911 წელს, ადგილობრივების მონაწილეობით, პირველი სარაგბო მატჩიც დაფიქსირდა.

ამავე პერიოდში შეიქმნა რაგბის პროპაგანდის კომიტეტი, რომელიც 1928 წელს იტალიის რაგბის ფედერაციად გარდაიქმნა. თავის მხრივ, იტალიის რაგბის კავშირი გახდა FIRA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი (1934 წელს), რომელიც ამჟამად რაგბი ევროპის სახელითაა ცნობილი.

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც “აძური” ეწოდება, პირველი საერთაშორისო თამაში 1929 წელს ესპანეთთან გამართა (0:9). გუნდმა ისტორიაში სარეკორდო გამარჯვება 1994 წელს ჩეხეთთან მოიპოვა - 104:8, თავად კი ყველაზე დიდი სხვაობით 1999 წელს სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა - 0:101.

1987 წლიდან დღემდე, იტალიამ ითამაშა ყველა მსოფლიო თასზე (10), თუმცა ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერცერთხელ მოახერხა. “აძურა” 2000 წლიდან ხუთი ერის გათამაშებას მეექვსედ დაემატა. ამ ტურნირში მისი საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილია. ექვს ერში თამაშობს ქვეყნის 20-წლამდელთა და ქალთა ნაკრებებიც, მისი ორი პროფესიული გუნდი - ‘ბენეტონი’ და ‘ძებრე’ კი, გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში (ირლანდიურ, შოტლანდიურ, უელსურ და სამხრეთ აფრიკულ გუნდებთან ერთად) თამაშობს. ეს გუნდები რეგულარულად მონაწილეობენ რაგბი ევროპის პროფესიულ საკლუბო ტურნირებში - ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე.

მოცემული მომენტისთვის იტალიაში 1024 სარაგბო კლუბია რეგისტრირებული, სადაც 153-ათასზე მეტი მამაკაცი და 8-ათასზე მეტი ქალი მორაგბე თამაშობს.

მსოფლიო რეიტინგში „აძურის“ საუკეთესო ადგილი 2007 და 2024 წლებში ეკავა (მე-8), ამჟამად კი 79.64 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

20-წლამდელთა ნაკრების გავლით, იტალიის ეროვნულ გუნდში არაერთი მორაგბე დაწინაურდა, განსაკუთრებით 2016 წლის შემდეგ. მათ შორის არიან ტომასო ალანი, სებასტიან ნეგრი, მიშელ ლამარო, კაპუცო, პაოლო და ალესანდრო გარბიზები, ლორენცო ქენონი, ალესანდრო იზეკო და სხვები.

Rugby.ge

სანამ ბენეტონი და ძებრე გაერთიანებულ სარაგბო ჩემპიონატში არ მიიღეს,იტალიას 6 ერიც ვერ შველოდა.ძლიერ ფრანჩაიზებთან მთელი სეზონი სისტემატური თამაში,ძალიან დაეხმარა იტალიელებს კლასის ამაღლებაში.დღვანდელ პირობებში,ქართული რაგბი სტაგნაციისათვის არის განწირული და უკვე რამდენიმე წელია,ეს სტაგნაცია აშკარად ჩანს.
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
20 წ. | იტალიასთან ქუთაისში
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
"შიში მესისთან დაკავშირებით სასაცილოა, არგენტინა როგორ აპირებს მუნდიალის ნამდვილი სუპერვარსკვლავი შეაჩეროს?" - პირს მორგანი
ხორვატიის ნაკრებს კვლავ ბილიჩი ჩაიბარებს
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
ურუგვაის ნაკრები დიეგო ფორლანმა ჩაიბარა
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
მარადონას და ფოლკლენდის კუნძულების გამო შურისძიების დრო დადგა. "ვინც არ ხტუნავს - ინგლისელია" - არგენტინამ გამარჯვება იზეიმა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. იტალია საქართველოსთან ისევ უშანსოდაა - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კვლავ ბონუს ქულით სძლიეს [VIDEO]
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
20 წ. | კიდევ ერთხელ იტალიასთან
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
U20. შესანიშნავია - საქართველოს ნაკრებმა იტალიას ბონუს ქულით სძლია! [VIDEO]