მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე 11 დღით ადრე, უმცროსი ბორჯღალოსნები რუსთავის რაგბის სტადიონზე ბოლოსწინა გასახურებელ-სასელექციო თამაშს გამართავენ.

16 ივნისს, 18 საათზე, ვიტო კოლელიშვილის შეგირდები აშშ-ს შეერკინებიან, რის შემდეგაც სატურნირო, 30-კაციანი შემადგენლობა დასახელდება.

შეთანხმების თანახმად, რუსთავში გუნდები არასტანდარტული, 29-კაციანი შემადგენლობით წარსდგებიან. ეს მწვრთნელებს შესაძლებლობას მისცემს, რომ საქმეში კიდევ ერთხელ ნახონ კანდიდატები და ამის შემდეგ შეარჩიონ სატურნირო რაზმი.

შეკრებაზე ამჟამად მყოფი მორაგბეებიდან, აშშ-ს წინააღმდეგ ექვსი მორკინალი არ ითამაშებს: გიორგი ტურაშვილი, ანრი შველიძე, ლევან ეზიეშვილი, ნიკოლოზ კუმარიტოვი, გიორგი მეფარიშვილი და მიხეილ შიოშვილი.

სამხრეთ აფრიკის ტურნეს შემდეგ, გუნდს დაემატნენ და აშშ-ს წინააღმდეგ წარსდგებიან ნიკოლოზ ბალანჩივაძე, საბა ნოზაძე, ანდრია ბილანიშვილი, დავით ბარამია, გიორგი ხონელიძე, გიგი სირბილაძე და დავით ბარბაქაძე.

ამ თამაშის შემდეგ უმცროს ბორჯღალოსნებს კიდევ ერთი გასახურებელი შეხვედრა ელით. 22 ივნისს ასევე რუსთავის რაგბის სტადიონზე, 14 საათზე, ვიტო კოლელიშვილის შეგირდები ძალებს “ჯუნიორ ოლ ბლექსის” წინააღმდეგ მოსინჯავენ.

შეგახსენებთ, 2026 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატს თბილისი და ქუთაისი მასპინძლობს. ჯამში 40 თამაში ორივე ქალაქზე თანაბრადაა გადანაწილებული. მსოფლიოს საუკეთესო 20-წლამდელთა 16 გუნდი, ჩემპიონის ტიტულისთვის 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით იბრძოლებს.

20-წლამდელთა გასახურებელი საერთაშორისო შეხვედრა

რუსთავი. 16 ივნისი. 18:00 საათი

საქართველო - აშშ

საქართველო

ხაზი: 15. დათა არობელიძე, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დემეტრე დევდარიანი, 11. საბა ნატროშვილი, 10. გიგი სირბილაძე, 9. დაჩი წიკლაური;

შერკინება: 1. ლუკა იასეშვილი, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. ანდრია ბილანიშვილი, 5. თორნიკე ტორაძე, 6. გიორგი ზაზაძე, 7. გიორგი არძენაძე, 8. ირაკლი ყოლბაია.

მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. საბა ნოზაძე, 19. დავით ბარამია, 20. ლუკა ნარსია; 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. ლეონიდე სალდაძე, 23. ნიკოლოზ ხალვაში; 24. არჩილ ნოზაძე, 25. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 26. გიორგი ხონელიძე, 27. მათე მახარაძე, 28. დავით ბარბაქაძე, 29. ავთანდილ ზვიადაძე.

მთავარი მწვრთნელი: ვიტო კოლელიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ ნარიაშვილი, გიორგი ბეგაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

მენეჯერი: ლაშა ლომიძე

ვიდეო ანალიზი: ნიკო გიგინეიშვილი

ექიმი: გოგა მირველაშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

Rugby.ge

წესით აქამდეც უნდა დადებულიყო მატჩის ანგარიში,რადგან ანონსი დადეთ.კლასში ძალიან საგრძნობი იყო სხვაობა და 52-17 მოვიგეთ,მაგრამ პირველ ტაიმში,19-17 იყო.პირველ ტაიმში რამდენიც ჩვენ ნხევარზე გადმოვიდნენ,იმდენ ჯერ აიღეს ქულები და მაგ დროს ძალიან აშკარად ჩანდა სრული უყურადღებობა,ჩვენი ბიჭების მხრიდან.ვცდილობდით ხელდახელ გვეთამაშა და ზოგჯერ საკმაოდ კარგადაც გამოგვდიოდა ხელუკუღმა პასები და ამოგდებები,თუმცა შეცდომებიც ბევრი გვქონდა.მეორე ტაიმში სრული უპირატესობა მოვიპოვეთ და ამერიკელებიც გატყდნენ,მაგრამ შცდომები,მაინც საკმაოზე ბევრი გვქონდა და წამყვანი ნაკრებები,ძალიან მწარედ დაგვსჯიან.მეორე მხრივ,ჩვენ ყველას ეგ გვინდა,რომ სწრაფი,კომბინაციური და უმეტესად ხელის ტექნიკაზე გათვლილი რაგბის თამაში ვისწავლოთ.მცდელობები აშკარად არის,ამ დონის მეტოქესთან გამოგვდიოდა კიდეც,საკმაოდ ხშირად და თუ ელიტურ ნაკრებებთანაც წარმატებით შევძელით მისი გამოყენება,ძალიან კარგი იქნება.სიმკვიცხლეში ძალიან ვაგებთ და ამიტომ მეპარება ეჭვი,მაგრამ თუ არ ვცადეთ,ვერასოდეს ვისწავლით,ხოლო როცა ტექნიკა საიმედოდ გაუჯდებათ ბიჭებს,მერე შედეგებზეც აუცილებლად დადებითად აისახება.მომდევნო თამაში,ზელანდიელებთან გვაქვს და მაგაზე უკეთეს გამომცდელებს და მასწავლებლებს,ალბათ ვერც ვინატრებთ.ისინი მუდამ მასე თამაშობენ და დიდოსტატები არიან,ცხადია მაგრად გვაჯობებენ,მაგრამ თან მათ უნდა ვუყუროთ და თან ჩვენ თვითონაც იგივე ვაკეთოთ.ვისაც კარგად გამოუვა,ისინი ძალიან დიდ თავდაჯერებულობას მიიღებენ,დანარჩენები კი,შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავებენ და ცოდნა სწორედ ასე,ცდის და შეცდომების შემდეგ მოდის.ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში აფრიკას და ზელანდიას რომ ეთამაშები,ჩათვალე,რომ რაგბის სამოთხის პირობებში ემზადებოდი და ამან შედეგიც უნდა მოგვცეს.ვნახოთ,მაღალ სისწრაფეებზე რას მოვახერხებთ და საერთოდ მოვახერხებთ თუ ვერა,რაიმეს.წინა მსოფლიოებზე,აფრიკელებს მაგრად ვუდგებოდით და მხოლოდ თამაშის მიწურულში აღარ გვკმაროდა.ვნახოთ,ამ მსოფლიოზე რა გამოგვივა,თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე,აშკარად გამოჩნდა,რომ მათი ნაკრები ჩვენგან ძალიან წინ იყო.იმედია უშუალოდ ტურნირზე,ასეთი უპირატესობა არ ექმებათ.
20 წ. | იტალიასთან ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
[VIDEO] ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
"იქამდე იქნება საუკეთესო, სადამდეც თავად გადაწყვეტს" - სკალონიმ მესიზე ისაუბრა
"საფრანგეთის რატომ უნდა გვეშინოდეს? მათ ბოლო ორი მატჩი მოვუგეთ" - ლამინ იამალი
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
[VIDEO] გაჭირვების ტალკვესია - ესპანეთი მომდევნო ეტაპზე ისევ შეცვლაზე შესულმა მერინომ გაიყვანა
[VIDEO] ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები პოლიციის კორდონის გარღვევას და ქართველ მებრძოლებთან დაპირისპირებას შეეცადნენ - ინციდენტი RAF-ის პრესკონფერენციაზე
"დილას" მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ - ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის
[VIDEO] აზრის გიგანტი: კასპარიანმა განაცხადა, რომ აშშ ორ ქვეყანას ეთამაშა - ბოსნიას და ჰერცეგოვინას
"გაყარეთ მაროკოელები ევროპიდან უკან აფრიკის უდაბნოში" - ნიდერლანდელი დეპუტატი აღშფოთებულია
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
მბაპეს რეკორდები - საფრანგეთს და "რეალის" ფორვარდს ვერ აჩერებენ
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
U20. საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს მოუგო
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან