უმცროსი ბორჯღალოსნები დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დასკვნით სასელექციო შეკრებაზე შევიდნენ. ვიტო კოლელიშვილის განკარგულებაში ამჟამად 37 მოთამაშეა, საიდანაც მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის 30 შეირჩევა.

შეკრებაზე მყოფი 37 მოთამაშიდან 23 მორკინალი, 14 კი ხაზის მოთამაშეა. 16 ივნისს ჩვენი გუნდი აშშ-ს 20-წლამდელებთან გასახურებელ თამაშს რუსთავში გამართავს, რის შემდეგაც სატურნირო შემადგენლობა დასახელდება. კიდევ ერთ გასახურებელ შეხვედრას უმცროსი ბორჯღალოსნები ასევე რუსთავში, 22 ივნისს ახალ ზელანდიასთან გამართავენ, 27-დან კი ჩემპიონატში ჩაერთვებიან.

სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის შემდეგ, გუნდის გაფართოებულ შემადგენლობას 11 მოთამაშე დაემატა. ესენი არიან: გიორგი ტურაშვილი, ნიკოლოზ ბალანჩივაძე, ანრი შველიძე, საბა ნოზაძე, ანდრია ბილანიშვილი, დავით ბარამია, ლუკა საღინაძე, მიხეილ შიოშვილი (ყველა მორკინალი); გიორგი ხონელიძე, გიგი სირბილაძე და დავით ბარბაქაძე (სამივე ხაზი).

გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფი მორაგბეებიდან 15, ლეგიონერია, დანარჩენები კი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ: 7 თბილისის ‘ლელოს’, 5 ქუთაისის ‘აიას’, 3 თბილისის ‘არმიას’, ორ-ორი რუსთავის ‘ხარებს’ და თბილისის ‘ხვამლს’, თითო-თითო სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’, თბილისის ‘ლოკომოტივს’ და ფოთის ‘კოლხ რაინდებს’.

აღსანიაშნავია, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფი მორაგბეებიდან ორი - გიორგი ხონელიძე და მათე მახარაძე, 2008 წელს არიან დაბადებული და შესაბამისად, 20-წლამდელთა ნაკრებში თამაში კიდევ ორი წელი ეკუთვნით.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასკვნით შეკრებაზე

შენიშვნა: პირველად წერია კლუბი რომელშიც მოთამაშე ამჟამად თამაშობს, მეორედ - აღმზრდელი კლუბი

შერკინება: გიორგი ტურაშვილი (კასტრი, ლელო), დაჩი ჭელიძე (ლელო, ლელო), ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ორიაკი, ოიონა), ლუკა იასეშვილი (ხარები, ხარები), დავით არჩვაძე (ლელო, ლელო), ანრი შველიძე (ბრივი, ბრივი), ნიკოლოზ ღარიბაშვილი (ყაზბეგი, ლელო), გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი, აკადემია), ლევან ეზიეშვილი (მონტობანი, ხვამლი), არჩილ ნოზაძე (აჟენი, წიქარა), საბა ნოზაძე (ნევერი, არმაზი), გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, ანტვერპენი), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, არმია), ანდრია ბილანიშვილი (ლელო, აკადემია), დავით ბარამია (ტულონი, ლელო), გიორგი მეფარიშვილი (აია, ღონე), თორნიკე ტორაძე (აია, აია), ლუკა ნარსია (აია, აია), ლუკა საღინაძე (ლიონი, ლელო), გიორგი ზაზაძე (ხარები, ხარები), გიორგი არძენაძე (კოლხი რაინდები, ჩაქვი), ირაკლი ყოლბაია (ლელო, კოლხი რაინდები), მიხეილ შიოშვილი (ტულონი, ლელო);

ხაზი: გიორგი ხონელიძე (ტულონი, ლელო), დაჩი წიკლაური (ხვამლი, ხვამლი), თემურ ძოძუაშვილი (აია, აია), მათე მახარაძე (ხვამლი, ბათუმი), გიგი სირბილაძე (ოიონა, ლელო), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი, ლოკომოტივი), დავით ბარბაქაძე (ლიონი, არმია), დემეტრე დევდარიანი (ლელო, აკადემია), დათა ახვლედიანი (ლელო, ლელო), ავთანდილ ზვიადაძე (აია, აია), ლუკა ტაბატაძე (არმია, არმია), საბა ნატროშვილი (არმია, ლელო), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო, ჩაქვი), დათა არობელიძე (არმია, არწივები).

მთავარი მწვრთნელი: ვიტო კოლელიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ ნარიაშვილი, გიორგი ბეგაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

მენეჯერი: ლაშა ლომიძე

ვიდეო ანალიზი: ნიკო გიგინეიშვილი

ექიმი: გოგა მირველაშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

Rugby.ge

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ურუგვაი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
[VIDEO] ლეაომ ჩილელი ფეხბურთელი ნოკაუტში გაუშვა და ორივე გააძევეს
7-ქალამ ალაფა ორი მოგებით გახსნა
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
20 წ. | მესამედ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან
U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფიჯი დაამარცხა
20 წ. | როტაციით ჩილესთან
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე