ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

20 წ. | სამწვრთნელო შტაბმა სატურნირო რაზმი დაასახელა

20 წ. | სამწვრთნელო შტაბმა სატურნირო რაზმი დაასახელა

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის 30-კაციანი სატურნირო რაზმი დაასახელა.

ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელზეც საქართველო 2016 წლის შემდეგ ზედიზედ მერვედ თამაშობს (2020-2022 წლებში ის კოვიდ-პანდემიის გამო არ შედგა), ჩვენი გუნდი 17 მორკინალით და 13 ხაზის მოთამაშით წარსდგება და აქამდე ჩატარებულ ტურნირებს შორის საუკეთესო შედეგის ჩვენებას ეცდება.

განვლილი ჩემპიონატებიდან უმცროსი ბორჯღალოსნების საუკეთესო შედეგი მე-8 ადგილი (2023 წელს) იყო, სამ-სამჯერ კი მე-9 და მე-10 ადგილს დასჯერდა.

სატურნირო შემადგენლობაში მყოფი 30 მოთამაშიდან 12, ლეგიონერია და ისინი ფრანგული ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის კლუბებს წარმოადგენენ. 18 მორაგბე 7 ქართულ კლუბზე ნაწილდება - 6 თბილისის ‘ლელოდანაა’, სამ-სამი ქუთაისის ‘აიადან’ და თბილისის ‘არმიადან’, ორ-ორი რუსთავის ‘ხარებიდან’ და თბილისის ‘ხვამლიდან’, ხოლო თითო-თითო თბილისის ‘ლოკომოტივიდან’ და ფოთის ‘კოლხი რაინდებიდან’.

ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უმცროს ბორჯღალოსნებს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ეყოლება. 30 მოთამაშიდან 14 2007 წელსაა დაბადებული და 20-წლამდელებში გაისადაც მოუწევს თამაში, ორი სულაც ორი წლით უმცროსი, 2008-წლიანია - მათე მახარაძე და გიორგი ხონელიძე.

ვიტო კოლელიშვილი (უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი): “გადაწყვეტილების მიღება რთული იყო და ვეცადეთ მაქსიმალურად ადეკვატურები ვყოფილიყავით. ვრცელი და გამორჩეული ციკლი გამოგვივიდა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ტურნესაც მოიცავდა. ამან მოთამაშეებთან მეტი დროის გატარების და მათი უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მომცა”.

“სამწუხაროდ, ტრავმების გამო ბოლო მომენტში გამოგვაკლდა ლუკა საღინაძე და გიორგი მეფარიშვილი”.

“აშშ-სთან მატჩი ნაწილობრივ სელექციას, ნაწილობრივ კი ახალი მოთამაშეების გუნდთან ინტეგრირებას და მათთვის სათამაშო დროის მიცემას ემსახურებოდა. პირველ ტაიმში ჩვენს მოთხოვნებზე აქცენტი ვერ გავაკეთეთ, მრავლად გვქონდა წუნი, ბურთს ვერ ვაკონტროლებდით და თამაში ვერ ავაწყეთ. მეორე ტაიმში დავალებები შესრულდა და თამაშიც სხვაგვარი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ უხვქულიანი შეხვედრა იყო, ვფიქრობ, დამაგვირგვინებელ ნაწილში უკეთ თამაში შეიძლებოდა. ეს პროცესია და შეცდომების გამოსწორებას ახალ ზელანდიასთან ვეცდებით”.

“გუნდში მრავლად გვყავს უმცროსი ასაკის მოთამაშეები. მიუხედავად იმისა, რომ საპასუხისმგებლო ტურნირი გველის, გრძელვადიანი პროცესია და მათი გუნდში ინტეგრირება მოვახდინეთ. მინდა ვთქვა, რომ ეს მოთამაშეები აქ ყოფნას იმსახურებენ და საკუთარ პოტენციალსაც აუცილებლად გამოავლენენ”.

მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველოს ორი ქალაქი - თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს. პლანეტის 16 საუკეთესო გუნდი ჯამში 40 თამაშს გამართავს - 20-ს თბილისში და 20-ს ქუთაისში. შეგახსენებთ, საქართველო 20-წლამდელთა ჩემპიონატს მეორედ (პირველად 2017 წელს) მასპინძლობს.

საქართველო ა ჯგუფში მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან მოხვდა. ვიტო კოლელიშვილის შეგირდები პირველ მატჩს 27 ივნისს, 18:00 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავენ, 2 ივლისს, 20:30 საათზე სამხრეთ აფრიკას ერკინებიან, ხოლო 7 ივლისს 20:30 საათზე ურუგვაის ეთამაშებიან. ჩვენი გუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თბილისში, “ავჭალაზე” შედგება.

მანამდე უმცროსი ბორჯღალოსნები 22 ივნისს 14 საათზე, რუსთავში, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას გამართავს.

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

შენიშვნა: პირველად წერია კლუბი რომელშიც მოთამაშე ამჟამად თამაშობს, მეორედ - აღმზრდელი კლუბი

შერკინება: გიორგი ტურაშვილი (კასტრი, ლელო), ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ორიაკი, ოიონა), ლუკა იასეშვილი (ხარები, ხარები), დავით არჩვაძე (ლელო, ლელო), ანრი შველიძე (ბრივი, ბრივი), გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი, აკადემია), ლევან ეზიეშვილი (მონტობანი, ხვამლი), საბა ნოზაძე (ნევერი, არმაზი), გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, ანტვერპენი), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, არმია), ანდრია ბილანიშვილი (ლელო, აკადემია), დავით ბარამია (ტულონი, ლელო), ლუკა ნარსია (აია, აია), გიორგი ზაზაძე (ხარები, ხარები), გიორგი არძენაძე (კოლხი რაინდები, ჩაქვი), ირაკლი ყოლბაია (ლელო, კოლხი რაინდები), მიხეილ შიოშვილი (ტულონი, ლელო);

ხაზი: გიორგი ხონელიძე (ტულონი, ლელო), დაჩი წიკლაური (ხვამლი, ხვამლი), თემურ ძოძუაშვილი (აია, აია), მათე მახარაძე (ხვამლი, ბათუმი), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი, ლოკომოტივი), დავით ბარბაქაძე (ლიონი, არმია), დემეტრე დევდარიანი (ლელო, აკადემია), დათა ახვლედიანი (ლელო, ლელო), ავთანდილ ზვიადაძე (აია, აია), ლუკა ტაბატაძე (არმია, არმია), საბა ნატროშვილი (არმია, ლელო), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო, ჩაქვი), დათა არობელიძე (არმია, არწივები).

მთავარი მწვრთნელი: ვიტო კოლელიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ ნარიაშვილი, გიორგი ბეგაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

მენეჯერი: ლაშა ლომიძე

ვიდეო ანალიზი: ნიკო გიგინეიშვილი

ექიმი: გოგა მირველაშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

Rugby.ge

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - საფრანგეთი

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ირლანდია

U20. საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს მოუგო

ბათუმის "დინამომ" საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა

ფუტსალი | საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში

სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - საფრანგეთი

"მათ ფეხბურთის თამაში არ უყვართ" - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი ჩეხეთის ნაკრებზე

შენგელიას "ბარსელონამ" ესპანეთის ფინალური სერია ვალენსიაში გამარჯვებით დაიწყო

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 5-3 სამგურალი. ქეცბაია იწყებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის!

[VIDEO] სამხრეთ აფრიკამ ჩეხეთთან ფრეს მიაღწია

პერესი ოცნების ასახდენად უკან არაფერზე დაიხევს - ცნობილი გახდა, რამდენს შესთავაზებს "ბაიერნს" ოლისეს სანაცვლოდ

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-1 გაგრა. შეწყვეტილი სერიები

დიდი გზის დასაწყისი — თბილისში „მილანის“ ოფიციალური კემპი წელსაც გაიხსნა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ირლანდია

"იბერია 1999"-მა ბრაზილიელი მცველი დაიმატა

ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს

[PHOTO] ტელევიზიით არ აჩვენეს - აშშ-ში მოედანზე შიშველი ქალი შევარდა

კონატე "რეალის" ფეხბურთელი გახდა

"არსენალი" ბარკოლას თაობაზე პსჟ-სთვის წინადადებას ამზადებს

მუნდიალის 1-ლი ტური: მესის დიდება, რონალდოს ბრალეულობა და დემბელეს უკან დახევა

"ბრძოლის შემდეგ, პირველი ეს იკითხა" - ილია თოფურიას მენეჯერი

ზაზა ფაჩულიას აკადემიამ 16 წლამდელთა ჩემპიონატი დაუმარცხებლად მოიგო

20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს

20 წ. | მესამედ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან

20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში

20 წ. | როტაციით ჩილესთან

U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე