რუსული გამოცემა euro-football.ru "ოქროს ბურთის" 2026 წლის პრედედენტების შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც აშკარა მხარდაჭერას პსჟ-ისა და საქართველოს ნაკრების შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას უცხადებს და ეს სტატიის სათაურში შემდეგი ფრაზითაც იკვეთება: "მიეცით მას ოქროს ბურთი! ხვიჩა ამას ფავორიტებზე მეტად იმსახურებს".

სტატიაში მიმოხულილია იმ ფეხბურთელთა სტატისტიკა, რომლებმაც მუნდიალზეც ითამაშეს და ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტები არიან. Goal ახლა ქართველს მე-9 ადგილზე აყენებს, თუმცა გამოცემა წერს, რომ არ არის აუცილებელი "ოქროს ბურთი" იმ ფეხბურთელს მისცენ, რომელმაც მუნდიალი მოიგო და ასეთი პრეცედენტები ყოფილა.

"ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდა. ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ქართველმა 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა, რითაც ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილი დაიკავა.

კვარაცხელიას შემთხვევაში მნიშვნელოვანი არა ციფრები, არამედ მისი ქმედებებია. ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში ან გოლი გაიტანა, ან ასისტი მიითვალა.

რაც უფრო ახლოვდებოდა ფინალი და რაც უფრო ძვირი ჯდებოდა თითოეული შეცდომა, მით უფრო შესამჩნევი ხდებოდა მისი გავლენა. "არსენალის" წინააღმდეგ ფინალში სწორედ მან გამოიმუშავა პენალტი, რითაც პსჟ-მა ანგარიში გაათანაბრა და რომ არა ეს მომენტი, შესაძლოა, პარიზელებს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ სულაც ვერ მოეგოთ.

გასულ სეზონში პსჟ-მა არაერთი ტიტული მოიგო და ხვიჩა მხოლოდ წარმატების ნიშანი არ იყო. კვარაცხელია ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი იყო, ვინც ეს წარმატება შესაძლებელი გახადა.

საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა და GOAL-მა, ნაწილობრივ ამ მიზეზით, ტურნირის შემდეგ კვარაცხელია ფავორიტებში მე-9 ადგილზე დაასახელა. გამოცემამ დაწერა ისიც, რომ რთული სეზონის მიუხედავად, ხვიჩა მაღალ დონეს ყოველთვის ინარჩუნებდა, რაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშიც აჩვენა.

"ოქროს ბურთის" ოფიციალური კრიტერიუმები არ მოიცავს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მოთხოვნას.1995 წლიდან ეს ჯილდო 7 შემთხვევიდან მუნდიალის გამარჯვებულს მხოლოდ 4-ჯერ გადასცეს.

კვარაცხელია არც "ბუკმეიკერებისა" და არც გამოცემების ფავორიტებში არ არის, თუმცა, ის რჩება კანდიდატად, რომლის უდიდესი მიღწევაც არ შეიძლება მივაწეროთ თანაგუნდელების სიძლიერეს ან წარმატების მოკლე პერიოდს.

პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო UEFA-მ ხვიჩა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. რბოლაში ეს საკმარისია იმისთვის, რომ მისი გამარჯვება ნაკლებად სენსაციურად გამოიყურებოდეს", - წერს გამოცემა.

კონტეს მამა ანდუყაფარი
დაიწყეს რუსებმა პადხალიმობა. მერე იტყვიან ჩვენ ვაქციეთ დიდ ფეხბურთელადო. კუდების გაბობმა კი იციან, იცოცხლე. მოდი რა მიხედეთ თქვენს მირანჩუკებს, ძიუბებს და ჯიქიებს. პადეჟკა რაშიც გვჭირდება, კარგად იცით. ჰოდა აი ის დააბრუნეთ!!!
ირაოლამ დაადასტურა - “ლივერპულის” ახალმა მწვრთნელმა გუნდში მეკარეებზე ისაუბრა
მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი
მოლაპარაკებები ბერძნულ გრანდთან - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" ისევ არ დარჩება
ოფიციალურად - კაზემირო "ინტერ მაიამიში" მესისთან ერთად ითამაშებს
რომერო მალე "ტოტენჰემს" დატოვებს
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა, გალარდო გახდეს
მექსიკის ნაკრების მეკარემ 41 წლის ასაკში დაასრულა კარიერა
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
ირაოლამ დაადასტურა - “ლივერპულის” ახალმა მწვრთნელმა გუნდში მეკარეებზე ისაუბრა
მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი
გადაწყდა - ბელგიის ნაკრებს ვან ბომელი ჩაიბარებს
მარტინესმა არგენტინის ნაკრებიდან წასვლისაკენ მიანიშნა
კიტეიშვილის საგოლე გადაცემა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგისკენ მიიწევს
[VIDEO] ორი გაუქმებული გოლი, არდანიშნული პენალტი - "სლოვანმა" "იბერია 1999"-ს უფრო გამოცდილების ხარჯზე მოუგო
[VIDEO] ParisTeam: "კვარა" ბრუნდება, რათა ყველა გაანადგუროს
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ეპოქა დასრულდა - ნეტავ, რას ფიქრობს ბებია სელია ცაში?
"ბარსამ" ვუნდერკინდი თორნიკე არავის არ უნდა დაუთმოს და ხვიჩას შემთხვევაში დაშვებული შეცდომა არ გაიმეოროს" - უცხოური მედია
"ოქროს ბურთი 2026" - კეინი პირველზე დატოვეს, მესი მეორეზე გადაიყვანეს, კვარაცხელია მცირედით დააწინაურეს
ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი? - პსჟ შესაძლოა, ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვოს
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
[VIDEO] ParisTeam: "კვარა" ბრუნდება, რათა ყველა გაანადგუროს
ენრიკეს ყოფილი სასიძო თავისთან მიჰყავს - პსჟ-ის მწვრთნელს შეტევაში ახალი გეგმები აქვს
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი