ქალაქ ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზაზე, წყალსათხილამურო სპორტის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. ჩემპიონატში 20 ქვეყნის 120-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის არიან საქართველოს წარმომადგენლებიც.

საქართველოს სახელით სამი ფოთელი ათლეტი იასპარეზებს. სამი დღის განმავლობაში სპორტსმენები ძალებს სამ ძირითად დისციპლინაში მოსინჯავენ, ესენია: სლალომი, ფიგურული სრიალი და ტრამპლინიდან ხტომა. პროგრამა მამაკაცთა სლალომის საკვალიფიკაციო ეტაპით გაიხსნა.

დღის განმავლობაში შეჯიბრებები ქალთა სლალომის სერიით გაგრძელდა, რის შემდეგაც მამაკაცთა ტრამპლინიდან ხტომის საკვალიფიკაციო ეტაპები და ქალთა ფიგურების საკვალიფიკაციო გამოსვლები გაიმართა.

“ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი ისტორიული დღე დაიწერა - „ოქროს ტბაზე“ ოფიციალურად გავხსენით ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი წყალსათხილამურო სპორტში. ჩემპიონატის გახსნის ცერემონია მართლაც შთამბეჭდავი იყო. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის კუთვნილმა UH-1H „იროკეზის“ ტიპის ორმა შვეულმფრენმა. ერთმა საქართველოს სახელმწიფო დროშით გადაიფრინა, ხოლო მეორემ მცურავ საშუალებებთან ერთად სანახაობრივი მანევრი შეასრულა. ფოთისთვის ეს მხოლოდ მასშტაბური საერთაშორისო სპორტული ღონისძიება არ არის - ეს არის ჩვენი ქალაქის მრავალწლიანი ტრადიციის, ისტორიისა და სპორტული მემკვიდრეობის ღირსეული გაგრძელება და ახალი წარმატებების დასაწყისი. მიხარია, რომ დღეს ფოთი კვლავ მსოფლიო წყალსათხილამურო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და ღირსეულად მასპინძლობს ევროპისა და აფრიკის საუკეთესო სპორტსმენებს,”- განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

საზეიმო ღონისძიებაზე სპორტსმენებსა და ჩემპიონატის მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, ტურნირების ორგანიზატორები კი - საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და ფოთის ტბის კლუბი. ღონისძიება საერთაშორისო ფედერაციის (IWWF) პატრონაჟით მიმდინარეობს. საერთაშორისო ტურნირი 26 ივლისს ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.

ფოთს წყალსათხილამურო სპორტთან განსაკუთრებული ისტორიული კავშირი აქვს: 1991 წელს სწორედ აქ გაიმართა საქართველოში პირველი ევროპის ჩემპიონატი ამ სპორტის სახეობაში და წელს ამ ისტორიული მოვლენის საიუბილეო - 35-ე წელი აღინიშნება.

მაიკო ძაგანია სპეციალურად საიტისთვის

[VIDEO] ნიკო - პირველი ქართველი CrossFit Games-ის ფინალში
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
უარი პსჟ-ს, "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ჩელსის" - სამერვილი კარიერას "ალ-ჰილალში" გააგრძელებს
გამარჯვებით დაწყებული ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს U18 ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
7-კაცა | სამი წლის შემდეგ - პორტუგალია და საფრანგეთი დამარცხებულია!
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
საქართველოს 18-წლამდელ ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
ქეცბაიას ლიეტუველებმა დიდი გამარჯვების სტრატეგი უწოდეს - მან თორნიკე კვარაცხელია შეაქო
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ხორვატიაში გაემგზავრა
7-კაცა | ხვალ მეორე ეტაპს ვიწყებთ
[VIDEO] ძლივს ვნახეთ ქართული კლუბის კარგი თამაში - ქეცბაიას "დინამომ" "ჟალგირისს" დამაჯერებლად მოუგო
0:4 - "დილა" სახლში "აპოლონს" ვერ გაუმკლავდა
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
პსჟ ზაბარნის შეძენას ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებს სთავაზობს