"ერთა ლიგა" - ტურნირი, რომელმაც საქართველოს დიდი წარმატება და ბედნიერება მოუტანა, იწყება! შესაბამისად, ვიწყებთ ევროპის 2028 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლასაც. ეს ტურნირი "ჩვენია", D ლიგიდან დავიწყეთ და ახლა ელიტარულ ლიგაში დაწინაურებას ვლამობთ.

პირველ მატჩს შინ უმაყურებლოდ ჩავატარებთ (სომხეთთან პლეი-ოფში მომხდარის გამო) და ჩრდ. ირლანდიას დავუპირისპირდებით - პარასკევს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე".

ვილი სანიოლმა ოპტიმალური შემადგებლობა შეკრიბა(ნიკა გაგნიძე, გიორგი გოჩოლეიშვილი და იური ტაბატაძე - ტრავმირებულები), მაგრამ ყველა ფეხბურთელი იდეალურ კონდიციებში ნამდვილად არაა - ზოგი ტრავმიდან ახლადაბრუნებულია, ზოგსაც სათამაშო პრაქტიკა აკლია. ახლა უმნიშვნელოვანესია, ფრანგი მთავარი მწვრთნელისგან წარმატების მომტანი ტაქტიკური სქემა ვიხილოთ.

საქართველოს ნაკრებმა 2025 წლიდან მოყოლებული ბევრი დაპირისპირება წააგო, მაგრამ 2026 წელს ამხანაგურ მატჩებში არ დამარცხებულა, რამაც ოპტიმიზმი დააბრუნა. რაც შეეხება ჩრდ.ირლანდიას, ისინი მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში იტალიასთან დამარცხდნენ(მათ შემდეგ საგზური ბოსნიას დაუთმეს). შეგახსენებთ, ამავე ჯგუფში უკრაინისა და უნგრეთის ნაკრებებიც არიან.

"ჯვაროსნების" ლიდერი და კაპიტანი, "ოქროს ბურთის" პრეტენდენტი ხვიჩა კვარაცხელია მზადაა, ისევე როგორც მისი მეწყვილე შეტევაში, გიორგი მიქაუტაძე. სანიოლი ამხანაგურ მატჩებში 3-მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდა და დიდი ალბათობით, აღარ შეცვლის. ზოგიერთი ფედბურთელის ბოლოდროინდელი რეგრესი თუ პროგრესი იქნებ ცვლილებებს ავალდებულებდეს, დაველოდოთ.

ჩრდ.ირლანდია ბურთის ფლობაზე ნაკლებად ორიენტირებულია, სწრაფი შეტევები და საჯარიმოში ხშირი ჩაწოდებები კი ახასიათებს. "ლივერპულის" ფეხბურთელი, კაპიტანი კონორ ბრედლი ტრავმირებულია; გამოვარჩევთ "ვესტ ბრომვიჩელ" ისააკ პრაისს.

მთავარი არბიტრი ისრაელის წარმომადგენელი გრინფელდი იქნება. კაცი, ვინც თბილისში ორი წლის წინ ჩეხებთან (4:1 გავიმარჯვეთ) იმსაჯა. ახლაც ასეთივე დაწყებას ვისურვებდით!..

სავარაუდო შემადგენლობებს უცხოური გვერდების მიხედვით შემოგთავაზებთ. საქართველოს ნაკრებს ილუსტრირებულად(სატრანსფერო თანხებით), მეტოქისას კი საფეხბურთო კლუბებს მივუთითებთ.

საქართველო: მამარდაშვილი (4-3-3): მამარდაშვილი - კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, ხარებაშვილი - ქოჩორაშვილი, გ.მამაგეიშვილი, ჩაკვეტაძე - დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია(C);

ჩრდ. ირლანდია(3-4-2-1): ჩარლზი(ქპრ) - ჰუმე(სანდერლენდი), მაკკონვილი(ნორვიჩი), ბალარდი(სანდერლენდი) (C) - სპენსერი(ოქსფორდი), ჩარლზი(ფულემი), გალბრეითი(სტოკი), დევენი(სტოკი) - კელი(ბარნსლი), პრაისი(ვესტ ბრომვიჩი) - დონლი(ლუტონი).

გიორგი
ჩაწოდებებზე და გამოსვლებზე მამარდამ....
Irakli
გოგლიჩიძემ რა უნდა ძირითადში? კლუბში ერთი წუთიც არააქ ნათამაშები
ჯარისკაცი
სანიოლის იმედად ჩვენი მტერი იყოს. ავტორო, სიტყვა ელიტარული შეცდომაა. უნდა იყოს ელიტური.
თბილისელი
ჩაკვეს ნაცვლად (უთამაშებელია) წიტაიშვილი; გოგლიჩიძოს ნაცვლად (უთამაშებელია)დვალი, დავითაშვილის ნაცვლად ეგოიანი (უკეთეს ფორმაშია). საქართველო - ჩრ.ირლანდია 3:1 (გოლები კვარა - 2 (მ.შ. ერთი პენალტით), მიქაუტაძე-1. საქართველო - უკრაინა 2:1.
"შანსის გამოყენება აუცილებელია". საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია | 24 სექტემბრის განრიგი
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
25 სექტემბერი, 17:00, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
"შავი ლომი" | ორ დღეში "თბილისის თასი 2026" იწყება
U21 | შეკრების მეორე დღე და ცვლილება შემადგენლობაში
სრული შემადგენლობით - ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
ტრავმირებული ვალვედე ორი კვირა იუქმებს
"თითქოს ის "კვარა" საერთოდ არ არის" - როტენს სანაკრებო პაუზის შემდეგ ძველი ხვიჩას ნახვის იმედი აქვს
რექსაჩი: "ბარსელონასთვის" კონკურენციის გაწევა მხოლოდ პსჟ-ს შეუძლია
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ვის უნდა მისცენ “ოქროს ბურთი”? - ფერან ტორესმა თავისი აზრი დააფიქსირა
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
"ცნობილმა ფეხბურთელმა ერთი ღამის სანაცვლოდ 100 000 ფრანკი შემომთავაზა, ჩემი პასუხი კი ასეთი იყო..." - ალიშა ლემანი
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი" - ნიკო უილიამსი
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
უკრაინელი ექსპერტები: საქართველომ ცოტა მოუკლო - ჩვენ ბოლო 25-30 წელიწადში ყველაზე სუსტი ნაკრები გვყავს
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
"შანსის გამოყენება აუცილებელია". საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია | 24 სექტემბრის განრიგი
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
"თითქოს ის "კვარა" საერთოდ არ არის" - როტენს სანაკრებო პაუზის შემდეგ ძველი ხვიჩას ნახვის იმედი აქვს
სრული შემადგენლობით - ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
რას ველით ვილისგან? ევსტრესი თუ მედიკამენტი სიკვდილის შემდეგ...
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?