საქართველოს ნაკრები რეგრესის გზას აგრძელებს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ისევ B დივიზიონში დასარჩენად მოუწევს ბრძოლა. არადა, მოლოდინი დიდი გახლდათ, რაც პირველ რიგში ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელების სიმრავლით იყო განპირობებული, მაგრამ აქ არის ერთი „მაგრამ“...

კი არიან ისინი წამყვანი ლიგების კლუბებში, თუმცა საკითხავია, რამდენი სათამაშო დრო აქვთ და როგორ ასპარეზობენ. ფაქტია, სამწუხარო, რაოდენობა ხარისხში ვერ გადაიზარდა. საერთოდაც, ზოგიერთ ფეხბურთელზე გადაჭარბებული წარმოდგენა და მოლოდინი არსებობდა. და მაინც, ყველაფერი ყოველთვის მწვრთნელს ბრალდება, მის არჩეულ ტაქტიკას, სტრატეგიას, შემადგენლობას, შეცვლებს და ა.შ. ასეა ყველგან - მატჩებს იგებენ ფეხბურთელები და აგებენ მწვრთნელები. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ.

გაგვიმართლა, რომ შედარებით სუსტ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ რად გინდა, სამი ტური ისე გაილია, „ჯვაროსნებს“ გოლი არ გაუტანიათ, 1 ქულით აუტსაიდერები არიან და მათი თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. დიდად თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ უნგრეთთან ბოლო მატჩს შევეხები: მეტოქემ ყველა კომპონენტში დაგვჯაბნა, უპირველეს ყოვლისა გაცილებით უკეთესი ფიზიკური მომზადებით, სისწრაფით და ბრძოლის უნარით. თითქმის ყოველ ბურთზე მადიარები გვასწრებდნენ, თამაში სრულად მათი სცენარით მიმდინარეობდა და უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლოთ. გავიხსენოთ მომენტები, როდესაც ბურთი კარიდან დვალმა და კვარაცხელიამ გამოიტანეს. როცა მოწინააღმდეგე გამუდმებით გიტევს, ადრე თუ გვიან დაუშვებ შეცდომას და გაუშვებ გოლს. მთავარი პრობლემა აქ ნახევარდაცვაა, რომელიც ბურთს ვერ იჭერს, პარტნიორებს ამოსუნთქვის, მოედნის მეტოქის ნახევარში ასვლის და შეტევის ორგანიზების საშუალებას ვერ აძლევს, დაცვასაც სათანადოდ ვერ ეხმარება. ნათქვამია - მითხარი როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავს. შუა ხაზი ეს გუნდის ხერხემალია, მამოძრავებელი ძალა, მთავარი არტერია და თუ ის მოშლილია, მარცხისთვის ხარ განწირული. ბურთის მისაღებად თავდამსხმელებს მოედნის სიღრმეში უწევთ ჩასვლა და იერიშის იქედან დაწყება. ამასობაში იკარგება დრო და შეტევა სიმწვავეს კარგავს.

კიდევ ერთი და არანაკლები პრობლემა ისაა, რომ წამყვანი ფეხბურთელები ფორმაში არ არიან და იმ მცირე შანსებსაც ვერ იყენებენ, რომლებიც მიეცემათ. ისინი კლუბებიდან მომზადებულები უნდა ჩამოვიდნენ და მათი ფიზიკური მდგომარეობის რამდენიმე დღეში გამოსწორებას მსოფლიოში ვერცერთი სპეციალისტი ვერ მოახერხებს. გულშემატკივართა ნაწილი შემადგენლობის რადიკალურად შეცვლას მოითხოვს, რაც ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ რეზერვი რომ პრაქტიკულად არ არსებობს, ესეც ფაქტია. ამის დასტური ასაკობრივი ნაკრებების წარუმატებელი გამოსვლებია, რომლებშიც ეროვნულ გუნდზე გაცილებით უარესი ვითარებაა. ასე რომ, მოცემულ ეტაპზე ვართ, იმათ იმედზე, ვინც გვყავს და ამ კონტიგენტით მოგვიწევს ფონს გასვლა - თუ ამას გასვლა ჰქვია.

რა თქმა უნდა, ცოტაც არ გაგვიმართლა, პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან სამი ქულის აღება იყო შესაძლებელი, სადაც ხვიჩამ პენალტი, ხოლო მიქაუტაძემ ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენა, ზედ საფინალო სასტვენის წინ გოლი გავუშვით და წავაგეთ. უკრაინის „დუბლების“ ძლევაც ვერ შევძელით, უნგრეთთან კი უშანსოდ დავმარცხდით. მწვრთნელების და ფეხბურთელების შეცდომებზეც ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს დეტალებია, მთავარი სავალალო საერთო სიტუაცია და სატურნირო ცხრილია. ვიყოთ მდგომარეობის გამოსწორების და უკეთესის იმედით, იმედი ხომ ბოლოს კვდება და თანაც სვანაძე აცხადებს, რომ რთულ პერიოდს აუცილებლად დაასრულებენ. დავუჯეროთ?

P.S. მე მჯერა. ეგაა, სვანაძეს ცაიტნოტში უწევს მოქმედება და ამისათვის დრო სჭირდება, რომელიც ფაქტიურად არ აქვს. თუმცა, ბელფასტში მოგებას ყველაფრის რადიკალურად შეცვლა შეუძლია...

მიმომხილველი

ტრიბუნა A
პრობლემა ერთდროულად არის როგორც მწვრთნელში ასევე მოთამაშეებში. არ არსდბობს სრავითარი ტაქტიკური მონახაზები, გათამაშებები. ფეხბურთელებში კი აშკარად ჩანს შეუთამაშლობა, დიდი ტექნიკური წუნი და **** არ ჩანს თამაშის სურვილი😡
გიორგი
ფედერაციის დანაშაულია ყველაზე მეტად. სანიოლი თავიდანვე უნდა გაეშვათ, ყოველ შემთხვევაში ეს ცხადი იყო ბევრისთვის, და რატომ წაუყრუა ფედერაციამ. თუ დატოვეს უნდა გაეგრძელებინა ამ 4 თამაშის განმაბვლობაში მაინც სექტემბერ ოქტომბერში. თორემ, გამოვიდა სანიოულის, და საკუთარიც,გაფუჭებული სვანაძეს შეაჩეჩეს. ამან შეიძლება სვანაძის სანაკრებო კარიერაც კითხვის ქვეშ დააყენოს 21 წლამდელებშიც, ეროვნულს ვინ ჩივის. ასე რომ თვიტონ მშრალი უნდა გამოძვრენ და სვანაძეც ცაფარცხონ. მაგრად იყენებნ იმ მწირ რესურსებს რაც გაგვაჩია. მალადეც!
tor
საიდან ეს დიდი მოლოდინი არ მესმის ისრაელმა დაგვიქმბექა 2-0 დან.
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი