Football Insider წერს, რომ საქართველოს ნაკრებში კარგი ასპარეზობის შემდეგ, "ლივერპულის" მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ შესაძლოა, გუნდის ქართველ კიპერ გიორგი მამარდაშვილს სათამაშო დრო გაუზარდოს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, თუ უახლოეს თვეებში, საჭიროების შემთხვევაში, ის კვლავ შთამბეჭდავად ითამაშებს, ირაოლას სხვა გზა არ დარჩება, გარდა იმისა, რომ ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში დააყენოს.

"გიორგი მამარდაშვილმა, საქართველოს ნაკრებში ნაჩვენები შთამბეჭდავი ასპარეზობით ანდონი ირაოლასგან სათამაშო დროის გაზრდის შანსი მიიღო. ის მოთმინებით ელის მომენტს, როდესაც "ლივერპულის" ძირითად შემადგენლობაში ალისონის ადგილს დაიკავებს.

მერსისაიდში გადასვლის შემდეგ, 26 წლის მეკარემ ბრაზილიელი კოლეგის შეცვლისას გულშემატკივრები და ექსპერტები საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე ვერ დაარწმუნა.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირაოლამ მას პრემიერლიგაში სათამაშო დრო დაუთმოს, თუ ალისონი ტრავმას არ მიიღებს (როგორც ეს გასულ სეზონში მოხდა). მამარდაშვილის ბოლოდროინდელი თამაში ნაკრებში ადასტურებს, რომ კარიერის ამ ეტაპზე მას რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, მით უმეტეს, რომ მომავალ ზაფხულს "ენფილდზე" პირველი მეკარის პოზიცია შესაძლოა ვაკანტური გახდეს.

თუ უახლოეს თვეებში, საჭიროების შემთხვევაში, ის კვლავ შთამბეჭდავად ითამაშებს, ირაოლას სხვა გზა არ დარჩება, გარდა იმისა, რომ ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში დააყენოს. მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ თასზე "ტოტენჰემთან" 3:1 მოგებულ შეხვედრაში იასპარეზა.

აღსანიშნავია, რომ ის უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ნაკრების პირველი მეკარეა. 26 წლის კიპერმა თავისი კლასი ორშაბათს საღამოს, ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩშიც დაამტკიცა.

მან 5 "სეივი" განახორციელა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი 84-ე წუთზე მოხდა, როდესაც პენალტი აიღო და აიზეკ პრაისს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.

სწორედ მისმა ქმედებებმა (კერძოდ, სტატისტიკური მაჩვენებლით - 1.52 თავიდან აცილებული გოლით) მოუტანა საქართველოს ნაკრებს ქულა "უინძორ პარკზე". ამასთანავე, მისი შესანიშნავი ინდივიდუალური თამაში დაგვირგვინდა პასების 78-პროცენტიანი სიზუსტით, ბურთის 10-ჯერ დაბრუნებითა და ჰაერში ჩაწოდებული ბურთების სამჯერ წარმატებით მოგერიებით.

ეს იყო მისი ოსტატობის დროული შეხსენება, მით უმეტეს, რომ ერთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშების პირველ ოთხ მატჩში საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ორი გოლი აქვს გაშვებული.

Football Insider-ის ინფორმაციით, მამარდაშვილს პრემიერლიგაში მეტი სათამაშო დრო სურს და თუ ის "წითლების" შემადგენლობაში თასის მატჩებში კვლავ წარმატებით იასპარეზებს, ალისონის ადგილის დაკავების რეალური კანდიდატი გახდება.

მამარდაშვილი ნამდვილად იმსახურებს რეალურ შანსს, დაამტკიცოს, რომ "ლივერპულის" მომავალი პირველი ნომერია, თუმცა მიეცემა თუ არა მას ასეთი შესაძლებლობა, ამას დრო გვიჩვენებს", - წერს გამოცემა.

ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს
"სწორედ ამიტომ, ალისონი ვიცე-კაპიტანი იქნება" - ირაოლა
ირაოლამ მომავალი სეზონისთვის "ლივერპულის" ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი დაასახელა
"ლივერპულის" მწვრთნელმა ბოლო ორ შეხვედრაში მარცხის მიზეზი დაასახელა
"მატჩის შემდეგ მამარდაშვილს ეს ვუთხარი" - დომინიკ სობოსლაი
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"