ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ისევ სერენა უილიამსისა და მარია შარაპოვას ფინალი?

ისევ სერენა უილიამსისა და მარია შარაპოვას ფინალი?

ჩოგბურთი. უიმბლდონი 2013
უიმბლდონის ქალთა ტურნირს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, რუსი მარია შარაპოვა მესამე ნომრის რანგში შეხვდა. ამიტომაც, წილისყრის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობდა, ბადის რომელ ნახევარში მოხვდებოდა მარია. საბოლოოდ, ის ვიქტორია აზარენკას მხარეს აღმოჩნდა და ამით, აიცილა თავიდან ფინალამდე სერენა უილიამსთან შეხვედრა.

სერენას პირველ წრეში ერგო მენდი მინელა. ლამაზმან ლუქსემბურგელს სერიოზულ მეტოქეს ვერ ვუწოდებთ. სამაგიეროდ, მეორე წრეში უიმბლდონის მოქმედ ჩემპიონს, შესაძლოა, სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდეს ჟიე ჟენგისგან, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, ბრძოლა გაუმართა მარია შარაპოვას როლან გაროსზე. სხვათა შორის, 2008 წელს, ჩინელმა სენსაციურად მიაღწია უიმბლდონის ნახევარფინალამდე და იქ სწორედ სერენასთან წააგო. და კიდევ, შარშან, უმცროსი უილიამსი და ჟენგი უიმბლდონის მესამე წრეში შეხვდნენ ერთმანეთს და ამერიკელმა 9:7 მოიგო მესამე სეტი. იმ მატჩში, სერენამ 23 ეისი ჩააწოდა!

1/8 ფინალში უილიამსი შეიძლება შეხვდეს საბინ ლისიცკის. გერმანელმა შარშანწინ გაიმეორა ჟენგის მიღწევა და ნახევარფინალში გავიდა, შარშან კი შარაპოვას აუღო რევანში სწორედ შარშანწინდელ ნახევარფინალში დამარცხებისთვის, რის შემდეგაც, დაძაბულ ბრძოლაში დათმო მეოთხედფინალი თანამემამულე ანჟელიკ კერბერთან. თავად ლისიცკის ამ უიმბლდონზე წარმატებით გამოსვლაში, შესაძლო, ხელი შეუშალოს რუსმა ელენა ვესნინამ, რომელმაც გასულ კვირას, ძალიან დამაჯერებლად მოიგო ისტბურნის ტურნირი, როცა გზიდან ჩამოიცილა ივანოვიჩი, უოტსონი, ნა ლი, ვიკმაიერი და ჰემპტონი.

ბადის მეორე მეოთხედის ფავორიტია აგნიეშკა რადვანსკა, რომელსაც შარშანდელი ფინალისთვის ქულების დაცვა მოუწევს. პირველ წრეში ის ასაკოვან ავსტრიელ ივონ მოისბურგერს შეხვდება, ვინც კვალიფიკაციიდან შეაღწია ძირითად ბადეში. მესამე რაუნდში, პოლონელი თეორიულად შეიძლება შეხვდეს მონა ბარტელს. გერმანელმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო დროს ცუდად გამოიყურება, თან, ბალახი არასოდეს ყოფილა მისთვის მოსახერხებელი საფარი. აქედან გამომდინარე, მესამე წრეში რადვანსკას მეტოქედ, შესაძლოა, ჰიზერ უოტსონი ვიხილოთ. სიუპრიზებს უნდა ველოდოთ ბულგარელი ცვეტანა პირონკოვასგან, რომელმაც არაერთხელ "გაისროლა" უიმბლდონზე: ორჯერ დაამარცხა ვინუს უილიამსი და 2010 წელს ნახევარფინალში ითამაშა, 2011-ში კი მეოთხედფინალამდე მიაღწია.

რადვანსკას სავარაუდო მეტოქე მეოთხედფინალში უნდა იყოს ნა ლი, რომელმაც, როგორც უკვე გითხარით, ისტბურნში ვესნინასთან წააგო და ბოლო ორი უიმბლდონიც ცუდად ჩაატარა - მეორე წრეში გამოთიშა ბრძოლას. რადვანსკამდე ნა ლის ყველაზე სერიოზული მეტოქე უნდა გახდეს რუმინელი სიმონა ჰალეპი, ვინც ბრწყინვალე ფორმა აკრიფა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზედიზედ ორი ტურნირი მოიგო (ნიურნბერგში და ჰერტოგენბოშში).

მივადექით მესამე მეოთხედს, სადაც აშკარა ფავორიტი მარია შარაპოვაა. საწყის წრეებში მის გარშემო ვერც ერთ სერიოზულ მეტოქეს ვერ ვხედავთ. მეოთხე რაუნდში რუს ჩოგბურთელზე შეიძლება გავიდეს 2007 წლის ფინალისტი მარიონ ბარტოლი, თუმცა მისი სათამაშო ფორმა დიდ ეჭვს იწვევს. მოკლედ, თუ მარია თავად არ შეუქმნის პრობლემებს საკუთარ თავს, მეოთხედფინალში უნდა გავიდეს. აქ მისი მეტოქის წინასწარმეტყველება რთულია. იტალიელი სარა ერანისთვის ბალახი რთული საფარია. შარშან, მან მესამე წრეში წააგო იაროსლავა შვედოვასთან, თუმცა წლევანდელი წილისყრა სარასთვის იღბლიანი აღმოჩნდა. წესით, მერვედფინალამდე მას პრობლემა არ უნდა შეექმნას, მეოთხედფინალში გასასვლელად კი, სავარაუდოდ, კაროლინ ვოზნიაცკისთან მოუწევს შეხვედრა. თავად დანიელის პოტენციური მეტოქეები არიან ანდრეა პეტკოვიჩი და ისტბურნის ტურნირის ფინალისტი ჯეიმი ჰემპტონი.

მეოთხე მეოთხედში ვხედავთ მსოფლიოს მეორე ნომერს ვიქტორია აზარენკასა და 2011 წლის ჩემპიონ პეტრა კვიტოვას. ამ უკანასკნელის სათამაშო ფორმა ნამდვილად არ არის იდეალური. პირველ წრეში კოკო ვანდევეგეს ბარიერის გავლის შემთხვევაში, ჩეხს უსიამოვნო მეტოქე ელის შვედოვას სახით. ასევე, ჩეხს სერიოზული პოტენციური მეტოქე შეიძლება ჰყავდეს - რუსი ეკატერინა მაკაროვა. მერვედფინალში კი სავარაუდო მოწინააღმდეგე უნდა იყოს ანა ივანოვიჩი.

რაც შეეხება ვიქტორია აზარენკას, თავიდან მას სერიოზული პრობლემები არ ელოდება. მისი პირველი განთესილი მეტოქე კი შეიძლება გახდეს ალიზ კორნე, კრისტენ ფლიპკენსი ან ელენა იანკოვიჩი. ეს უკანასკნელი ძალიან კარგი იყო როლან გაროსზე, მაგრამ ბალახზე მისი ფორმის შესახებ არაფერია ცნობილი. ნებისმიერ შემთხვევაში, აზარენკას არ უნდა გაუჭირდეს მეოთხედფინალამდე მიღწევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანა ტატიშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონზე გამოვლენ

ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა

უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს

ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა

"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე

არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა

პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს

პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა

"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება

"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა

[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა

[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა

მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?

პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს

მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია

[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია

როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]

როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო

კაროლინ ვოზნიაცკის თამაშის დროს თავს მფრინავი ჭიანჭველები დაესხნენ [VIDEO]

ელენა იანკოვიჩს ჩინეთი უყვარს

კაროლინ ვოზნიაცკიმ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო

ინდიან უელსი: სერენამ წაუგებლად წააგო

დიდი სლემის ფინალის შემდეგ ჰალეპი საავადმყოფოში მოხვდა

ელენა იანკოვიჩის 600 მოგება

ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ

უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]

სეზონის ლოგიკური დასასრული

ვიქტორია აზარენკა აშშ-ს ღია პირველობას გამოტოვებს

ვოზნიაცკიმ ნავსი გატეხა

კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა

ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს

"სპაიდერმენი", "თორი"... - ავსტრალიის ღია პირველობაზე ბავშვთა დღე გაიმართა [VIDEO+PHOTO]

მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...

გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია

ᓩᓝᓒᓑᓣᓠᓗᓘ.

ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!

უიმბლდონი. III დღე: აზარენკა უკვე დამაჯერებელია

ავსტრალიის ღია პირველობა: ნადალის დასვენება და როჯერის ახალი რეკორდი