ახალი ფეხბურთელები "ლევერკუზენსაც" სჭირდება
როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში სატრანსფერო ბაზარზე ლევერკუზენის "ბაიერის" მნიშვნელოვნად გააქტიურებას უნდა ველოდოთ. "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელის, სამი ჰიიპიას კრიტიკის შემდეგ, რომელმაც ხელმძღვანელები სიძუნწეში დაადანაშაულა, "ლევერკუზენის" სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა ახალი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ დიდი თანხის გამოყოფა გადაწყვიტა.

ფიოლერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს დაუდასტურა, რომ გერმანიის ჩემპიონატის დაწყებამდე "ლევერკუზენი" ტრანსფერების კუთხით აუცილებლად გააქტიურდება. მისი თქმით, "ბაიერს" ერთი ახალი მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელიც სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ჰიიპიამ ფიოლერს, პირველ რიგში, სწორედ თავდასხმაში გაძლიერება მოსთხოვა:

"სათადარიგოთა სკამი, ფაქტობრივად, არ გვაქვს! ამის წარმოდგენაც კი მზარავს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ შტეფან კისლინგმა ტრავმა მიიღო! როგორ უნდა მოვიქცე, ვინ უნდა ვათამაშო ცენტრფორვარდის პოზიციაზე?” - ბრაზობდა ფინელი სპეციალისტი ამასწინანდელ ინტერვიუში.

ამჟამად "ლევერკუზენს", კისლინგის გარდა, ერთადერთი ცენტრფორვარდი ჰყავს - 19 წლის არკადიუშ მილიკი, რომელიც ძალიან გამოუცდელია და ფაქტია, რომ ჰიიპია მას არ ენდობა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ლევერკუზენი" ისეთ თავდამსხმელს ეძებს, რომელსაც გამოცდილებაც ექნება და არც მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშს მოითხოვს. ასეთი გერმანულ ბაზარზე კლაუდიო პისარო გახლდათ, მაგრამ ვეტერანმა პერუელმა "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ლუსიოზეც კი იფიქრეს...

უკანა ხაზის გაძლიერების კუთხით, ლევერკუზენელები 35 წლის ბრაზილიელ ლუსიოზე დაფიქრდნენ, რომელიც საფეხბურთო სამყარომ თავის დროზე სწორედ "ლევერკუზენიდან" გაიცნო. ვეტერანი ბრაზილიელი "ბაიერში" 2001-დან 2004 წლამდე თამაშობდა და ახლა სწორედ ბუნდესლიგაში დაბრუნება უნდა.

ლუსიოს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის იმედი...

შეგახსენებთ, რომ "ლევერკუზენმა" ჯერ მხოლოდ 39 წლის მეკარე ანდრეს პალოპი, 17 წლის ლევინ იოზთუნალი, მცველები კონსტანტინოს სტაფილიდისი, ემირ სპაჰიჩი და ჯულიო დონატი, ასევე, შემტევი ნახევარმცველები - ჰეონ-მინ სონი და რობი კრუსი გადაიბირა. სამაგიეროდ, გუნდი დატოვეს ანდრე შიურლემ, დანიელ კარვახალმა, მიხალ კადლეცმა, დანიელ შვააბმა, ჰაიმე ჰოსოგაიმ, მანუელ ფრიდრიხმა და ნიკოლაი იორგენსენმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შტეფან კისლინგი: ჩემპიონობაც შეგვიძლია!

"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
U16 გოგონთა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
დანიელ კარვახალი კლასიკოზე: მინდა "კამპ ნოუზე" წავიდე და გავიმარჯვო - დანარჩენი არ მაღელვებს
ვოლფსბურგი VS რეალი - არც ისე დაუმარცხებლები
გერმანიის ნაკრები: ვიცით, რასაც უნდა ველოდოთ...
ვოლფსბურგი-გენტი 1:0 - "მგლების" პირველი მეოთხედფინალი [VIDEO]
"დორტმუნდი": მოდი, ვნახოთ ახალი "დორტმუნდი"...
ერიკ ტენ ჰაგი "ლევერკუზენს" ჩაიბარებს
რუდი ფიოლერი: "ლევერკუზენის" მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა
ბერნდ ლენო "ნაპოლიში" არ გაუშვეს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
პირველად, 2002 წლის და კლაუს ტოპმიოლერის შემდეგ
კარვახალი: მირჩევნია, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში არ გავიდეს
"ლევერკუზენის" ექსშემტევი საქართველოში უკანონოდ გადმოსვლის მცდელობისას დააკავეს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მკვლელობაში ეჭვმიტანილი "ბაიერის" ექსშემტევი საქართველოში გადმოსვლის მცდელობისას დააკავეს
დრამა ლევერკუზენში - "დორტმუნდმა" 4:3 მოიგო, ჰოლანმა დუბლი შეასრულა
"ბილდი": ლევან კობიაშვილი, "ჰერტას" და ბუნდესლიგის "ბებერი ლომი"
გერმანიის ნაკრების მწვრთნელად შეიძლება ნაგელსმანი ან ზამერი დანიშნონ
ლიგა 1. მონაკო-პსჟ. გამოხმაურება: "ლუი მეორეზე" გუნდები უგვირგვინოდ დარჩნენ
ჩავი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება? - ესპანელს შემოთავაზება ბუნდესლიგის კლუბიდან აქვს
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
კარვახალმა შეიძლება "ატლეტიკოსთან" ითამაშოს
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
რეალი VS ვოლფსბურგი - დიდი მატჩი და ცივი გონება
კარვახალი: საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე საკმაოდ ძლიერია
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლორან ბლანს დიდი თევზები არ უნდოდა
კარვახალმა ერნესტო ვალვერდეს ირონიულად უპასუხა: არ მოსწონს ახალი ფორმატი და...
მამარდას "ლივერპულის" სუპერტრანსფერი - "სქაუზერებმა" 150-მილიონიანი გარიგება შეათანხმეს
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ყველაზე, ყველაზე, ყველაზე...