გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ჩემი ძმები არიან
Goal.com-ის ჰოლანდიურმა გამოცემამ შემოგვთავაზა საინტერესო სტატია ქართველი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას კლუბის, "ვიტესის" ორ ფეხბურთელზე 20 წლის ქართველ გიორგი ჭანტურიასა და 23 წლის ნორვეგიელ მაგნუს პედერსენზე. გარდა იმისა, რომ ორივე შემტევია, მათ სხვაც აკავშირებთ - ორივე ტალანტი "ვიტესში" 2011 წლის აგვისტოში მივიდა, როცა ქართველ ბიზნესმენმა არნემის გუნდი შეიძინა. ორივე დიდი იმედებით მიიღეს ჰოლანდიაში, თუმცა შემდეგ "ვიტესს" მათთან დაშორება მოუწია. ახლა ჭანტურია და პედერსენი ისევ ერთად არიან, ისევ "ვიტესში"...

"ჩვენ არ გვჭირდება ლეო მესი, ჩვენ გვყავს გიო ნომერი 11". გიო ანუ გიორგი ჭანტურია "ვიტესის" ფანებმა ასეთი ბანერით მიიღეს. მაშინ ახალგაზრდა ფორვარდებს "ვიტესისთვის" ახლებური სული უნდა ჩაებერათ. არნემში სულ სხვა გუნდის შენება დაიწყო.

ვერ გამართლებული იმედები

იმ სეზონში ჭანტურიამ 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა, პედერსენი 25 მატჩითა და 5 გოლით გამოირჩა. მართალია, ორივემ გამოიჩინა თავი ნეკ-ის წინააღმდეგ დერბიში, რასაც არნემში განსაკუთრებულად აფასებენ, მაგრამ დრო გადიოდა და ბიჭები იმ დონეზე ვერ თამაშობდნენ, რომ ისინი გუნდში შეენარჩუნებინათ.

აი, ასე ჭანტურია და პედერსენი ნელნელა გაქრნენ "ვიტესის" "რადარიდან", პედერსენმა ნორვეგია (ვოლერენგა) და დანია (ოდენსე) მოიარა იჯარით, ხოლო ჭანტურია რუსეთში (ალანია) წავიდა.

რუსული მემკვიდრეობა

პედერსენის დაბრუნებაში მთავარი როლი ბრაზილიელი ჟონათან რეისის ტრავმამ ითამაშა, პედერსენი გაკვირვებულია, რომ უკან დააბრუნეს. ჭანტურიასთვისაც სიურპრიზი იყო "ვიტესში" დაბრუნება. საქმე იმაშია, რომ რუსეთში თამაშისას გიორგის სერიოზული დისკვალიფიკაცია მისცეს. ჭანტურია მოსკოვის "დინამოსთან" თამაშში სერიოზულ ჩხუბში მონაწილეობდა. ფიფას უნდა განეხილა, რუსთა მიერ დადებული დისკვალიფიკაციის (8 თამაში) საკითხი.

"ერთი ათჯერ მაინც მაქვს ის კადრები ნანახი. არ იყო ჩემი ბრალი! მე არ მოვახდინე კონფლიქტის პროვოცირება. რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი არ იყო კარგი საქციელი. ეს კარგად გავითავისე, დავწყნარდი და მომავალში აღარ გამეორდება", - აცხადებს "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილი ჭანტურია.

ჭანტურია და როისტონ დრენტე

"მას მერე დავქორწინდი, გაცილებით მშვიდი და გაწონასწორებული ვარ. ის, რაც რუსეთში მოხდა, "ვიტესში" არ განმეორდება. უკვე დიდი ბიჭი ვარ. საბედნიეროდ, ახლა აღარ მომიწევს ჩემთვის სადილის მომზადება. ახლა უკვე ოჯახი ერთად დავდივართ როტერდამში, დრენტეს ოჯახის მოსანახულებლად. როისტონს ძალიან კარგად ვიცნობ, ჩვენ ერთად ვცხოვრობდით ვლადიკავკაზში. მას ირგვლივ ძალიან კარგი ხალხი ახვევია, ბიძები, დეიდები, მე მათთან ურთიერთობა მომწონს. მათ ჩემზე იზრუნეს, როცა ვლადიკავკაზში ჩავედი. როისტონი საოცრად კარგი ადამიანია, მოედანზე ის ნამდვილი "მკვლელია", ისე კი გულღია და სამეგობრო ბიჭი".

სკანდინავიური გოლები

ჭანტურია "ალანიაში" გადავიდა და იქ რაც შეემთხვა, უკვე მოგახსენეთ. მან 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია. აი, პედერსენმა კი ორ გუნდში მოასწრო თამაში. სამშობლოში მან 8 გოლი გაიტანა, დანიაში - 7.

"კარგი გადაწყვეტილება იყო ამ ორ კლუბში იჯარით თამაში. სულ სასტარტოში ვიყავი და ტრავმები არ მაწუხებდა. დრო მომეცა, რომ პროფესიულად წინ წავსულიყავი. ახლა ჩემი მიზანი თავის აქ გამოჩენაა", - ამბობს პედერსენი.

შეძლებენ კი ჯონათან რეისი, მაიკ ჰავენაარი და მაგნუს პედერსენი ინგლისში წასული ვილფრიდ ბონის შეცვლას?

"მე ის ადამიანი არ ვარ, რომელსაც შეუძლია დაგპირდეთ, რომ 31 გოლს გაიტანს ამ სეზონში. მე მსურს, ჩემი პოტენციალი გამოვავლინო, ვანახო ყველას რომ გავიზარდე როგორც ფეხბურთელი. გოლი "ჰერაკლესთან" პირველივე ტურში აშკარად დამეხმარება", - აცხადებს ნორვეგიელი შემტევი.

ჩვენი ბოსი მერაბი და ბოსი

მართალია, "ჰერაკლესთან" მატჩში ჭანტურიამ ვერ გაიტანა, მაგრამ მას რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა. მას მხოლოდ თამაშის წინ უთხრეს, რომ ითამაშებდა. გიორგის ეგონა, რომ რუსული დისკვალიფიკაცია ჰოლანდიაში გადმოყვებოდა.

"მე არ ვიცოდი, რომ თამაში მომიწევდა, პირველ 7 ტურში თავი დისკვალიფიცირებული მეგონა. პრეზიდენტმა თამაშის წინ მითხრა, რომ მოედანზე გასვლა შემეძლო. მას ძალიან უნდა ჩემი დახმარება და გადაურეკა მეგობრებს, საქმეც მოაგვარა. ვის დაურეკა? წარმოდგენა არა მაქვს. ის ჩვენი ნამდვილი ბოსია".

- პეიტარ ბოსი? ("ვიტესის" მთავარი მწვრთნელი) - "არა, მერაბი. ეს მერაბმა მომიგვარა საქმე. მოხარული ვარ, რომ "ვიტესში" დავბრუნდი. განსაკუთრებით მახარებს, რომ ისევ შემიძლია გურამ კაშიასთან და ვაკო ყაზაიშვილთან ერთად თამაში. მე მათ მეგობრებსაც კი ვერ ვუწოდებ - ვაკოს 11 წლის ასაკიდან ვიცნობ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ. გურამი კი ყოველთვის მაგალითი იყო ჩემთვის, ის ნამდვილი პროფესიონალი. ისინი ჩემი ძმები არიან", - ყვება ჭანტურია.

ორივეს კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე აქვს "ვიტესთან", "ვფიქრობ, რომ ამ სეზონს "ვიტესში" ვითამაშებ" - აცხადებს ქართველი ფეხბურთელი, ნორვეგიელი კი დასძენს: "100%-ით დარწმუნებული არა ვარ, სატრანსფერო ფანჯარა ჯერ ღიაა, მაგრამ, ვფიქრობ ბოსს ჩემი იმედი აქვს". - ვის, მერაბს? "არა, ბოსს, პეიტარ ბოსს, მწვრთნელს"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭანტურიას რუსეთში მიღებული დისკვალიფიკაცია ჰოლანდიაში არ გადაყვა

პირველად ჰოლანდიის ჩემპიონატის ისტორიაში: სამი ქართველი ძირითადში [VIDEO]

გიორგი
ეს რა სათაურია? ან იმას რამ ათქმევინა , ან თქვენ რამ დაგაწერინათ, თანაც სათაურად!
zviad
მორჩით რა ჭკუის სწავლებას და პროფესორობას, რაც არ იცით იმას ნუ ლაპარაკობთ. აბა რაზე შეატვყეთ ამ ბიჭს რომ თავში "აქვს ავარდნილი"? ცდებით, იმიტომ რომ ეგ ბიჭი ნატურალად არის ეგეთი როგორიც არის, ყოველთვის ეგეთი იყო. "თავში ავარდნის" ბრალი არ არის ეგ. უბრალოდ, სუფთა მამლაყინწაა და მორჩა! შეიგნეთ! თავდამსხმელი ზუსტად მაგეთი უნდა იყოს. გამოთქმა მაინც არ გაგიგიათ, ერთი კაი "მამალი თავდამსხმელი" მოგვცა ეხლაო.. ? ეს არის სუფთა 9 ნომერი. ფეთქებადი მოთამაშე-პიროვნება, საჯარიმოშია მაგის ადგილი. ამის "გადაკეთება" და "გამოსწორება" გინდათ? ერთმა სწორედ თქვა, ქეცბაია ალბათ იმას ელოდება როდის ჩამოუყალიბდება ამ ბიჭს ყიფიანის ინტელექტიო.. ეგ არასოდეს არ მოხდება, ყიფიანი 10იანი იყო პიროვნებით და ინტელექტით, სსრკ-ს ნაკრებში რუსები სპეციალურად აცმევდნენ ხოლმე 9 ნომერს რომ დაემცირებინათ.
gaga
გიგა, მართალი ხარ. ეგაა განსხვავება უცხოელ სპორტსმენებსა და ქართველ "ვარსკვლავებს" შორის, როგორ უდგებიან საქმეს. მგონი goal.com-საც ზუსტად ეგ უნდოდა ეჩვენებინა, რამდენად შორს ვართ პროფესიონალებისგან.
giga
ერთს თნელის იმედი აქვს, რომ მის სიძლიერეს დაინახავს. მეორეს კი.... მეპატრონის (რახან ქართველია). მე რმ ვიყო ჟორდანიას ადგილზე, გიოს გავუმწარებდი სიტუაიას, რადგან უნდა ჩამიყალიბდეს. მისთვისაც ეგ ჯობია. ამ ბიჭს ცოტა თავში აქვს ავარდილი და თუ დროზე არ უშველე, მორჩა მისი ტალანტობა.
zviad
სუფთა პირწავარდილი ვარსკვლავია ამ სურათზე )) ოღონდ შრომის და ნებისყოფის გარეშე არაფერი გამოვა გიო :) აბა შენ იცი უნდა გაგვახარო!
Giorgi 5
რა ტექნიკურად чაუшვა жორდანია
თემრაზ გუგუ
ცოფიანო სპილო, წავიკითხე შენი კომენტარი და მინდა რუდუნებით, კლავიატურის ხუნდრუცითა და ხრაშუნით, ყოველგვარი აღელვების გარეშე გითხრა: რომ ამ ჟურნალისების დ....ი! ისეთ რამეებს დაწერენ რისი აზრზეც არ არიან რომ მოიზიდონ მკითხველი
ცოფიანი სპილო
აბა რო წერდით, პარმაო, რომაო, კიდე რიგში დგანან სხვებივო ჭანტურიაზე, ბლეფი იყო??? ან თქვენ ვერა ხართ, ან თქვენი "წყაროები"
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
რეპერი როისტონ დრენტე წელიწად-ნახევრის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
ჟორჟინიო ვეინალდუმი არასდროს მოხვდებოდა "ლივერპულში", რომ არა ბებია
კაშიამ "ატლეტიკოსთან" შეუცვლელად ითამაშა - "სლოვანმა" მორიგი მარცხი განიცადა [VIDEO]
ᓙᓝᓢ ᓓ’ᓘᓕᓣᓐᓠᓘ-ᓘᓐᓞᓝᓜᓘᓐ 2:1 - 99 ᓬᓐᓛᓘ! [VIDEO]
"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა" - სლოვაკურმა გამოცემამ "ატლეტიკოსთან" "სლოვანიდან" ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან...
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
მადრიდის "რეალის" 5 ყველაზე ცუდი ტრანსფერი
ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
გიორგი ჭანტურიამ აბუ დაბიში "ვოლფსბურგს" გაუტანა [VIDEO]
Brabants Dagblad: ჰოლანდიის "დენ ბოსხს" მერაბ ჟორდანიას შვილი ყიდულობს
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
მერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: "დენ ბოშის" ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
"ᓚᓘᓕᓔᓠᓞᓣᓚᓘ" ᓯᓔᓠ ᓛᓮᓝᓚᓝᓓ ᓘᓬᓧᓔᓑᓡ ᓒᓣᓜᓓᓘᓡ ᓨᓔᓜᓔᓑᓐᓡ
ქართველთა "ვიტესი" პირველ ადგილზე გადავიდა
როისტონ დრენტემ ფეხბურთიდან მუსიკაში გადაინაცვლა [VIDEO]
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
"სუონსი" ვილფრიდ ბონის "მანჩესტერ სიტიში" უშვებს
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
ᓙᓝᓚᓣᓛᓑᓘᓐ VS ᓙᓝᓢ ᓓ'ᓘᓕᓣᓐᓠᓘ - ᓒᓐᓛᓐᓠᓯᓕᓔᓑᓣᓚᓡ ᓧᓕᓔᓚᓐᓤᓔᓠᓘ!
ლეგიონი: გიორგი ჭანტურიას გოლი ჰოლანდიის თასზე
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ვიქტორ სანიკიძე: როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
არნემის "ვიტესის" ქართველთა ვარჯიში აბუ დაბიში [PHOTO]
"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი გაკოტრებულად გამოაცხადეს
აქტუალურ თემაზე: SOS, სტადიონების გასხვისება გრძელდება!
"ვიტესის" უახლოეს თამაშზე ყველა ბილეთი გაყიდულია!
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა
გურამ კაშია: დღევანდელ "ვიტესს" ვილფრიდ ბონი აკლია
Capital One Cup: "ლივერპულმა" "საუთჰემპტონი" გაანადგურა [VIDEO]