ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

გიორგი ნიჟარაძე: ეს გამარჯვება ყველამ ერთად მოვიპოვეთ

გიორგი ნიჟარაძე: ეს გამარჯვება ყველამ ერთად მოვიპოვეთ

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს "ბორჯღალოსნების" წარმატებისა და მომავლის გეგმების შესახებ ვესაუბრეთ
2013 წლის ნოემბრის ტესტები ქართული რაგბის ქომაგებს არასდროს დაავიწყდებათ. რაღაცნაირად გამორჩეული სამი თამაში გამართეს "ბორჯღალოსნებმა".

ჯერ იყო და მძიმე ბრძოლაში კანადის ნაკრები დაამარცხეს, მერე დრამატულად დასანანი მარცხი იწვნიეს აშშ-ის ეროვნულ გუნდთან, მაშინ, როცა თამაში ყველას უკვე მოგებული ეგონა; ბოლოს კი ელიტარული, იგივე ბობოლა სარაგბო ქვეყნის, სამოას ნაკრები დაამარცხეს, რაც მსოფლიოს რაგბის თემში მოულოდნელობად და დიდ მიღწევად მიიჩნიეს.

ცხადია, ეს გამარჯვება ასე ერთი ხელის დაკვრით არ მოსულა. უკვე მიღწეული წარმატებისა და მომავლის გეგმების შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გიორგი ნიჟარაძეს ვესაუბრეთ.

- სამოას ნაკრებთან მატჩის წინ, როგორც მოთამაშეები, ისე მწვრთნელებიც ამბობდნენ, რომ სწორედ ამ მატჩში გამოჩნდება, რა დონისაა ჩვენი ნაკრები და სად ვიმყოფებით. შეხვედრა ჩვენმა გუნდმა მოიგო. რა დონეს მიაღწია ჩვენმა ნაკრებმა?

- ამ შეკითხვაზე ერთი წინადადებით ვერ გიპასუხებთ. მოდით, ცოტა შორიდან დავიწყოთ. გადავხედოთ იმ განვლილ გზას, რომელიც ნაკრებმა მის სათავეში მილტონ ჰეიგის მოსვლის შემდეგ გაიარა. ბოლო ორი წლის განმავლობაში უდიდესი შრომა იყო გაწეული. ყველამ - მწვრთნელებმა, მორაგბეებმა და რაგბის კავშირმა ბეჯითად იმუშავა. ჩატარდა უამრავი ექსპერიმენტი.

სამწვრთნელო შტაბის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს მოთამაშეთა დიდი ჯგუფის საქმეში ნახვა - იმათი, ვინც ნაკრების კარიბჭესთან ახლოს არიან და მომავალში მის წევრებად მოიაზრებიან.

მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენს ნაკრებში ინერგებოდა თამაშის ახალი სტილი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში არ ამართლებდა, ვინაიდან ძნელია ზრდასრულ მოთამაშეს უმალ შეათვისებინო ის, რასაც მიჩვეული არ არის. იყო ძალიან ბევრი კრიტიკა, კამათი, მათ შორის, ქომაგების მხრიდანაც. ზოგიერთ თამაშში ეპიზოდურად ჩანდა ის, რისკენაც ვისწრაფვოდით. ეს ყველას მოსწონდა, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ახლებურად თამაში ჩვენს მორაგბეებს მხოლოდ ეპიზოდურად გამოსდიოდათ.

ასევე, თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ შერკინებასა და უკანა ხაზში ბალანსი არ იყო. ვერ ვახერხებდით გუნდურად თამაშს. ამასთან ერთად, თითქოს ჩანდა, რომ კნინდებოდა ჩვენი ძლიერი მხარე, შერკინების თამაში. მაგრამ ეროვნული ნაკრების განვითარება - ეს არის პროცესი. ყველანი ვსწავლობდით, მწვრთნელებიც, მოთამაშეებიც, რაგბის კავშირიც.

ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო, მაიკ ბრედლი რომ მოვიწვიეთ. შეუძლებელია, ერთმა კაცმა გაართვას თავი ყველაფერ იმას, რასაც დიდი სარაგბო ქვეყნების ნაკრებებში მწვრთნელთა მთელი არმია ემსახურება.

ძალიან დადებითი როლი ითამაშა ფრანგი შერკინების მწვრთნელის, დიდიე ბესის მოწვევამაც. მას რეკომენდაცია მამუკა გორგოძემ, დავით ზირაქაშვილმა და აქვსენტი გიორგაძემ გაუწიეს. ამ მწვრთნელებმა ერთად მუშაობა ნოემბრის ტესტების წინ დაიწყეს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

კანადასთან გამარჯვებას აშშ-სთან დასანანი მარცხი მოჰყვა. ამ თამაშს წაგებულად არ ვთვლი, რადგან მატჩის ბოლო წუთებზე მსაჯმა საჯარიმო არასწორად დანიშნა, რისთვისაც მერე ბოდიში ოფიციალურად მოიხადა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებთან დაპირისპირება არ იყო ჩვენი გუნდის საუკეთესო მატჩი, მაინც გამოჩნდა, რომ გუნდში თვისობრივად რაღაც იცვლებოდა. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ კარგად გამოჩნდა სამოასთან შეხვედრაში.

ჩვენმა ნაკრებმა განსაკუთრებით კარგად იასპარეზა მეორე ტაიმში. ასეთი დონის თამაში ჩვენს ნაკრებს არასდროს უჩვენებია. მე ასეთი არ მახსოვს. ბრწყინვალე იყო შერკინება, ასევე რაკსა და დერეფანში თამაში. შესანიშნავად ითამაშა უკანა ხაზმა. დაცვა იყო ფანტასტიკური.

შემართება, ჟინი, ვაჟკაცობა და თავდადება ჩვენს მორაგბეებს არასდროს აკლდათ და ყოველივე ამის ერთობლიობამ მოგვაგებინა სამოას უძლიერეს ნაკრებთან. ჩვენ ვაჯობეთ სამოას.

ამასთან ერთად, ბევრი შეცდომაც გამოჩნდა. თუმცა გამოიკვეთა ორი დადებითი ტენდენცია: ჩვენ მატჩის მეორე ტაიმებს სულ ვაგებდით. ამჯერად ყველა მეორე ნახევარი მოვიგეთ;

მეორე ტენდენცია კი, ისაა, რომ შეცვლაზე შესულმა ყველა მოთამაშემ ძალიან კარგად ითამაშა, რასაც აქამდე ვერაფრით ვიტყოდი.

მინდა ეს გამარჯვება მივულოცო ყველას. ამისკენ ქართული რაგბის ყველა თაობა მიდიოდა. ყველას - მორაგბეებს, მწვრთნელებს, რომლებიც ამ მოთამაშეებს ზრდიან, რაგბის კავშირის თანამშრომლებს, როგორც ამჟამინდელს, ისე ყოფილებს, ამ წარმატებაში თითო აგური აქვთ დადებული. ეს გამარჯვება ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ.

- მილტონ ჰეიგს კონტრაქტი წლეულს უმთავრდება. გაუხანგრძლივებთ თუ არა მას ხელშეკრულებას და რა ბედი ეწევა დიდიე ბესის?

- ჰეიგთან კონტრაქტი ორი პლუს ორის პრინციპით გვქონდა გაფორმებული და ის ავტომატურად გახანგრძლივდება. რომელი ჭკუათმყოფელი გაუშვებს ნაკრებიდან მწვრთნელს სამოასთან მოგებული მატჩის შემდეგ? გუნდში დარჩება მაიკ ბრედლიც. დიდიე ბესის კი 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ბოლომდე გავუფორმებთ ხელშეკრულებას.

- სამოას ნაკრებთან გამარჯვებამ რა დივიდენდები მოუტანა ქართულ რაგბის საერთაშორისო არენაზე. შეიცვლება თუ არა კიდევ უფრო უკეთესობისკენ რაგბის საერთაშორისო საბჭოს დამოკიდებულება?

- რაგბის საერთაშორისო საბჭოს დამოკიდებულება ამ თამაშამდეც განსაზღვრული იყო. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე დუბლინში IRB-ის გენერალურ ასამბლეაზე გახლდით. ეს საკმაოდ კონსერვატული ორგანიზაციაა, მკაცრად განსაზღვრული პრინციპებით, მაღალი დონის მენეჯმენტით და არ აპირებს, ფული უაზროდ აბნიოს. ის ფინანსებს არ ჩადებს იქ, სადაც განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავს.

გადაწყვეტილება, რომ მეორე დონის გუნდებმა ხშირად უნდა ვითამაშოთ ერთმანეთთან, მიღებული იყო. ამასთან, აუცილებლად მოგვიწევს ყოველწლიურად პირველი დონის ერთ გუნდთან თამაში. წლეულს უკვე ორ გუნდთან ვითამაშეთ. ესენია: არგენტინა და სამოა. ძალიან კარგი მეტოქეები გვეყოლება მომავალი წლის ნოემბერშიც. ივნისში კი, თბილისის თასზე იტალიისა და არგენტინის A ნაკრებები გვესტუმრებიან. მათ ესპანეთი ან პორტუგალია დაემატება.

ერთი სიტყვით, თითქოს არაფერი იცვლება, მაგრამ სინამდვილეში შეიცვალა ერთი რამ: საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით უდიდესი პატივისცემა მოიპოვა მსოფლიოს სარაგბო საზოგადოებაში, რაც, ერთი მხრივ, მეტ სურვილს გაუჩენს პირველი დონის ქვეყნებს, რომ გვეთამაშონ და არ იწუწუნონ, როცა მათ ამას სთხოვენ. ამასთან ერთად, ჩვენს ყველა მხარდამჭერს IRB-ში გაუმაგრებს პოზიციას, რათა ქართულ რაგბის მეტი დახმარება გაუწიონ.

- ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ იგანმა თქვა, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ერთა თასისთვის გაიზარდა და ის უფრო მაღალი დონის ტურნირში უნდა ჩავრთოთო. არსებობს თუ არა ამ შეჯიბრების რაიმე მონახაზი?

- ამაზე საუბარი ორი წელიწადია მიმდინარეობს, ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ კულუარებში. ამ ზოგად მიდგომას, რომ პირველი 18 გუნდისთვის სრულიად სხვა ტიპის შეჯიბრებაა მოსაფიქრებელი, სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს. ამ იდეის ერთ-ერთი ავტორი და ქომაგი ჩვენც ვართ. თუმცა ჯერ ამაზე მეტის თქმის უფლება არ მაქვს. საინტერესო ფორმულასთან მივდივართ და ეს ყველაფერი, ალბათ, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ გადაწყდება. ეს, უბრალოდ, ჩემი აზრია და, შესაძლოა, ასე არც მოხდეს.

მანამდე კი, თუ გვინდა სტაბილურად დავიწყოთ თამაში მაღალი დონის გუნდებთან, ყველამ ერთად ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. სამოასთან გამარჯვებამ არ მინდა შექმნას ილუზია, რომ ახლა პირველი დონის ან თუნდაც მეორე დონის გუნდებს პანტაპუნტით დავამარცხებთ. არა, მათ ხშირად უნდა ვეთამაშოთ, ვისწავლოთ მათთან თამაში და მოგება. ხან წავაგებთ, ხან მოვიგებთ. ეს ნორმალური პროცესია. გულშემატკივარმა ამას პროფესიულად უნდა შეხედოს და არა ემოციებით.

თუ დაფინანსება და დახმარება გაგრძელდება, ჩემი გათვლით, ამ ახალი ეტაპის გავლას ოთხი-ხუთი წელიწადი მოვუნდებით, მერე კი ჩვენი მიზანიც ახლოს იქნება.

- დაფინანსება ახსენეთ და ამ გამარჯვების შემდეგ მაინც თუ გამოჩნდნენ ახალი სპონსორები? როგორ გეხმარებათ მთავრობა?

- არა, სამწუხაროდ, ახალი პარტნიორები არსად ჩანან. ახლახან ჩატარდა აქცია, რომელზეც ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდიან. მას ჩვენც შევუერთდით. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით იმ წვლილისთვის, რაც მან რაგბის განვითარებაში შეიტანა და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მხარდაჭერას განაგრძობს. მთავრობისგან გვაქვს სრული მხარდაჭერა. ახლა მომავალი წლის ბიუჯეტზე ვმუშაობთ და, ვფიქრობ, ის აღინიშნება მზარდი მრუდით.

ერთგულად გვიდგანან გვერდში ჩვენი სპონსორები: "ერ ემ ჯი გოლდი" და "ნატახტარი". თუმცა, დადგა დრო, როცა ქართულ რაგბის ბევრი ძლიერი სპონსორი უნდა ჰყავდეს. არ მგონია, მათ უკეთეს რამეში დააბანდონ ფული.

- დიდი ხანია მიდის ლაპარაკი ეროვნული ნაკრებისთვის სტადიონის მშენებლობაზე. ქომაგებმა პეტიციაც კი მოამზადეს...

- სამოასთან მატჩის მოგებამ კიდევ ერთხელ გვანახვა, რომ ეროვნულ ნაკრებს სტადიონი აუცილებლად სჭირდება. ვფიქრობ, ქართველმა მორაგბეებმა დაამტკიცეს, რომ ერთ 25-30-ათასიან სტადიონს იმსახურებენ, რომელიც ქართული რაგბის ტაძარი გახდება. ქართველ გულშემატკივრებს ექნებათ სახლი, სადაც შეიკრიბებიან, ისაუბრებენ, ინფორმაციას გაცვლიან, სადაც სუვენირები და სარაგბო ატრიბუტიკა გაიყიდება. ერთი სიტყვით, ისე მოეწყობა, როგორც ზოგადად, რაგბის სამყაროშია მიღებული.

- მოდით, ეროვნული ნაკრების მომავალ რეზერვზე, ახალგაზრდულ ნაკრებებზეც ვთქვათ, რომლებსაც გაისად უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებები ელით...

- დიახ, ასეა. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში იასპარეზებს. ჩვენ აქ თამასა საკმაოდ მაღლა ავწიეთ და ის არაფრით უნდა დავუშვათ.

მერე 19-წლამდელებს მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფას გათამაშება ელით, სადაც ძალიან კარგი და ნიჭიერი მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდი იასპარეზებს. აქ უამრავი სამუშაო გვაქვს, რათა პირველი ადგილი დავიკავოთ და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოვიპოვოთ. უკვე ველაპარაკე ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს და თითოეული მათგანი მზად არის, ახალგაზრდული ნაკრების თავკაცებს დაეხმაროს.

ამის გარდა, მაისში თბილისში ჩამოვა ინგლისის საგრაფოების ნაკრები, რომელიც "მზარდ საქართველოს" დაუპირისპირდება. ჩვენ A ნაკრები აღარ გვეყოლება და მის ნაცვლად "მზარდი საქართველო" იარსებებს, სადაც მოთამაშეთა ასაკი შეზღუდული იქნება.

ლევან მაისაშვილს საშუალება ექნება, 25 წლამდე ასაკის ნაკრების კანდიდატები საქმეში გამოსცადოს. ინგლისელებთან სამ მატჩს გავმართავთ და, ვფიქრობ, ამ შეხვედრებში რამდენიმე კარგ მოთამაშეს გამოვავლენთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"საქართველო ევროპის ერთა თასისთვის გადაზრდილია და უფრო დიდ ტურნირში უნდა ჩაგრთოთ!"

• GiorgiG83

ამ ყველაფრის დასაფასებლად სულ მცირე ტრიბუნებს ყოველთვის შეგივსებთ !

• აკო

მართალია დავიდი. რა გახდა რაგბის ნორმალური ტურნირების თამაშების ტრანსლირება. პორტუგალიის, ჰოლანდიის და არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატი ჯობია პოტ-14 ან ჰეინეკენის თასს ანდაც 6 ერის თამაშებს? განა რა ღირს ამდენი, რომ ვერ ვყიდულობთ და ხალხს არ ვაჩვენებთ

• david

ზლივს დაბეჭდეს რაღაც კომენტარი...საჭიროა ტელეეთერით მეტი დრო დაეთმოს რაგბის!თუნდაც 6 ერის გათამაშების რეპორტაჟები რომ აჩვენოთ მაყურებელ რა დაშავდება?ფეხბურთში თუ ჩემპიონთა ლიგას აჩვენებთ რაგბიმ რა დააშავა?!ასე გახდება პოპულარული ხალხშიც და სტადიონზეც უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა,თორემ ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ქართული რაგბი ყოველთვის სატაყვანებელი იქნება!!!

• giorgi2

მადლობა დიდი შრომისთვის! და ძალიან მინდა რომ იტალია და შოტლანდია დავამარცხოთ პირველ რიგში! ნერვებს მიშლის რომ აქამდე არ მოგვიგია მათთვის!

• murtalo

ამას ჰქვია პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება...ქედს ვიხრი თქვენს წინაშე...გმადლობთ!

• glaxuna

ყოჩაღ და მადლობელი ვართ თქვენი ,სარაგბო თემის პროფესიონალიზმისათვის!!! იმდენს უნდა მიაღწიოთ,რომ რაგბი ეროვნულ სახეობათ განმტკიცდეს,ძალიან ძლიერი დაფინანსებით..და ახალგაზრდობობის დასაქმების ერთ-ერთ ძლიერ საშუალებად!!...როგორც წამყვან სარაგბო ერებში!!!....მით თაობები სეინარცუნებს...ქართულ შემართებას!!!

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

როდის გაჩემპიონდება ქუთაისის "აია"?

მილტონ ჰეიგი "ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელად რჩება

რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე

"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!

ლეგიონერები - საფრანგეთში პლეი-ოფები დაწყვილდა

თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

აქვსენტი გიორგაძე საფრანგეთის ლიგის საუკეთესო მწვრთნელთა შორის დაასახელეს

რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]

ქართველი ლეგენდა "მშობლიურ" კლუბს დაუბრუნდა

მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება

"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ

კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან

როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით

უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს

საუკეთესო კვაჭები მსოფლიო რაგბის ისტორიაში

შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს

საქართველო VS კანადა - პროგრამა მინიმუმი კარგი თამაშია!

საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!

საქართველო-იტალია ბათუმში შედგება

რუსებთან დიდ სტუმრიანობას ველით - "ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში [PHOTO]

გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში

კიდევ ერთი ქართველი ბურჯი საფრანგეთში - გაგი ბაზაძე ყურადღების ცენტრშია

რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა

მაიკ ბრედლი: მჯერა, გლოსტერელები მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნებს" უქომაგებენ

ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე

მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში

აქვსენტი გიორგაძე საფრანგეთის ტოპ-14-ის კლუბის მწვრთნელი გახდა

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

რაგბის ლეგიონი: ტური რაგბი ევროპის პარალელურად

საქართველო-კანადა 19:15 - ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ, მაგრამ... [VIDEO]

"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია

IRB-ᓘᓡ ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ ᓗᓐᓡᓘ 2014: ᓐᓠᓒᓔᓜᓢᓘᓜᓔᓚᓘ "ᓘᓐᓒᓣᓐᓠᓔᓑᓘᓡ" ᓑᓐᓡᓠᓘ ᓑᓠᓭᓧᓐᓚᓔᓑᓘ [VIDEO]

მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში

რაგბი. ლეგიონი: გაგი ბაზაძის ლელო და "ლა როშელის" ტრიუმფი

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

დავით ზირაქაშვილი: თითო ასეთ შეცდომას ყველა მატჩში ვუშვებ

"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ

რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

მილტონ ჰეიგი: ქართველ მორაგბეებზე შრომისმოყვარე არსად მინახავს