საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში პირველი წრის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში პირველი წრის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა.

გათამაშებას ისევ ქართველი მორაგბეების, ვიქტორ კოლელიშვილისა და გურამ კავთიძის "ლიონი" ლიდერობს. სამწუხაროდ, საპლეიოფო ზონაში სულ უფრო ცოტა "ქართული გუნდი" დარჩა.

მეორე დივიზიონის ლიდერმა "ლიონმა" ზედიზედ მეორედ წააგო. ჩვენებურთა გუნდი ამჯერად სტუმრად დაუპირისპირდა ერთ-ერთ კონკურენტს, ტარიელ რატიანიძის "აჟენს" და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით - 19:20 წააგო.

მასპინძლებს მთელი თამაშის განმავლობაში მიჰყავდათ ანგარიში და ლიონელებმა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მხოლოდ მატჩის ბოლო წუთზე შეძლეს.

ეს შეხვედრა სკანდალურიც გამოდგა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მესამეხაზელმა სებასტიან შაბალმა ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქეს, მარკ ჟირუს მუშტი უთავაზა და ნოკაუტში ჩააგდო.

არბიტრმა ეს ვერ შენიშნა და შაბალს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა. თუმცა, ცხადია, სებასტიანი სადისციპლინო კომიტეტმა დაიბარა და მას ორიდან ორმოცდათორმეტ კვირამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

"ლიონს" ახლა 52 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "ლა როშელს" ექვსი ქულით უსწრებს.

კოლელიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს, კავთიძეს და რატიანიძეს არ უთამაშიათ.

სამწუხაროდ, ამ ორი გუნდის გარდა, ამჟამად საპლეიოფო ზონაში სხვა "ქართული გუნდები" აღარ იმყოფებიან.

მათ შორის ყველაზე უკეთესი შედეგი ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკს" აქვს, რომელიც 33 ქულით მე-8 ადგილზეა.

ორიაკელებმა მე-14 ტურში სტუმრად ითამაშეს "კოლომიესთან" და მოულოდნელად დიდი ანგარიშით, 3:50 დამარცხდნენ. დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნაცარაშვილი 46-ე წუთზე შეცვალეს.

"ორიაკს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მე-10 ადგილზეა ირაკლი მირცხულავას, გიორგი ნემსაძისა და გიორგი ჩხაიძის "ტარბი", რომელმაც სტუმრად წააგო მეორეადგილოსან "ლა როშელთან" - 3:18.

ჩხაიძემ სრულად ითამაშა, ნემსაძე მატჩში 52-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავა განაცხადში არ იყო.

"ტარბს" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-11 ადგილზეა ბექა შეყლაშვილის "ბეზიე". ჩვენებურის გუნდმა ლანგედოკურ დერბიში მინიმალური სხვაობით მოუგო "ნარბონს" - 16:15. შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.

კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბიმ" სტუმრად დაამარცხა "ბურგუენი" - 12:9.

ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. "ალბი" ახლა 25 ქულით მე-13 ადგილზეა.

დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძისა და გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესი", რომელმაც სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა უშუალო კონკურენტ "კარკასონთან" - 17:19.

ჩვენებურთა გუნდი 60 წუთის განმავლობაში უდავო უპირატესობას ფლობდა, თუმცა მასპინძლებმა თამაშის დასრულებამდე ოცი წუთით ადრე მაინც შეძლეს ანგარიშში დაწინაურება - 17:13.

ბრესანელებმა დასკვნით ათ წუთში ძალების მობილიზება და კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა მაინც მოახერხეს, მეტოქე ორი საჯარიმოთი დასაჯეს და ჰაერივით საჭირო გამარჯვება მიითვალეს. მჭედლიძემ და შარიქაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს, სულუაშვილი განაცხადში არ იყო.

აუტსაიდერმა თორნიკე ლომიძის "ოშმა" შინ მიიღო "დაქსი" და ფრეს დასჯერდა - 16:16. ლომიძე განაცხადში არ იყო.

II დივიზიონი

XIV ტური

აჟენი-ლიონი 20:19, ოში-დაქსი 16:16, ბეზიე-ნარბონი 16:15, ბურგუენი-ალბი 9:12, კარკასონი-ბურგ ან ბრესი 17:19, კოლომიე-ორიაკი 50:3, მონ დე მარსანი-პო 12:12, ლა როშელი-ტარბი 18:3.

სატურნირო მდგომარეობა

1. ლიონი - 52 ქულა, 2. ლა როშელი - 46, 3. აჟენი - 45, 4. პო - 45, 5. ბურგუენი - 38, 6. კოლომიე - 37, 7. ნარბონი - 34, 8. ორიაკი - 33, 9. მონ დე მარსანი - 30, 10. ტარბი - 29, 11. ბეზიე - 28, 12. დაქსი - 27, 13. ალბი - 25, 14. ბურგ ან ბრესი - 21, 15. კარკასონი - 21, 16. ოში - 18.

XV ტური

პო-კოლომიე, ალბი-კარკასონი, ორიაკი-ბეზიე, ნარბონი-ბურგუენი, ბურგ ან ბრესი-აჟენი, დაქსი-მონ დე მარსანი, ლიონი-ლა როშელი, ტარბი-ოში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ლეგიონერები/ცინცაძის და გავაშელიშვილის გუნდებმა მოიგეს. კალანდაძის გოლებმა კი "ექს ან პროვანსი" წაგებისგან ვერ იხსნა
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გუნდის ლიდერებს კერიკის დარჩენა სურთ - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს ნაგელსმანთან აწარმოებს
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
[VIDEO] ისტორიულ შედეგს მიუახლოვდნენ - მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა/ბერულავას წყვილი ოლიმპიადაზე მეორე ადგილზეა
ქართველების გარეშე - "სპორტინგმა" "ფამალიკაოს" სძლია
სამივე ქართველმა ითამაშა - "მეცი" "ოსერმა" დაჯაბნა
გულიაშვილის "რასინგს" "ეიბართან" მარცხი შეიძლება ლიდერობის დაკარგვად დაუჯდეს
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
[VIDEO] კვერნაძე ჩინებულ ფორმაშია - ისევ გაიტანა
პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი სეგუნდა დივიზიონის გუნდში გადავიდა
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"რეალს" გაუმართლა, რომ ვინისიუსი ჰყავს" - ალვარო არბელოა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
[VIDEOS] შოუ მთავარი სანახაობის წინ - 2026 წლის All-Star-ის შედეგები
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე "ჩელენჯ კაპის" მფლობელები გახდნენ
რაგბი. ლეგიონი: შარიქაძის ლელო, ასეიშვილი - სიმბოლურში [VIDEO]
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
ქართული ლეგიონი: ერთის გარდა, ყველამ წააგო
[VIDEO] ენდრიკის ჰეთ-თრიკი - წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" "ლიონთან" დამარცხდა
რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძე "ეკიპის" რჩეულებში
რაგბი. ლეგიონი: ზირაქაშვილი დაშავდა, კოლელიშვილი ბრუნდება
ზირაქაშვილი, კოლელიშვილი და გიორგაძე საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
ლეგიონი: ლიდერი ისევ ქართველი მორაგბეების "ლიონია"
ლეგიონი: ორი ლელო, ამდენივე ყვითელი და ერთი წითელი
ლეგიონი: გურამ კავთიძისა და ალექსანდრე თოდუას თითო ლელო
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
რაგბი. ლეგიონი: მირცხულავასა და ვეფხვაძის "ოიონაქსი" ელიტაშია, კიდევ?
"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს" მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს
გურამ კავთიძე: გამოძახების შემთხვევაში ნაკრებში დიდი სიხარულით ჩამოვალ
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართველის დებიუტი "ვორსტერში"