პრობლემები, რომლებსაც თავად კლოპიც არ ელოდა
წამყვანი ფეხბურთელების ტრავმიანობა სერიოზული მიზეზია, მაგრამ ასეთ მიზეზებს საფეხბურთო საზოგადოება ძალიან მალე ივიწყებს ხოლმე და რჩება მხოლოდ შედეგი. შედეგი კი დორტმუნდის "ბორუსიას" ნამდვილად აღარ უვარგა.

პირველი წრის ბოლო ტურში ბერლინის "ჰერტასთან" განცდილი საშინაო მარცხი იურგენ კლოპის გუნდისთვის ზედიზედ მესამე წაგება იყო საკუთარ მოედანზე, ასეთი რამ კი ამ კლუბს 2000 წლის (!) მერე აღარ დამართნია.

ერთი სიტყვით, 2013 წლის მიჯნაზე კლოპი ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რომლებსაც არ ელოდა და იძულებულია, შექმნილი ვითარება ზამთრის არდადეგებზე სხვანაირად გააანალიზოს. ის, რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს: "ბორუსიას" არ აქვს გეგმა B და დორტმუნდელებს აკლიათ ისეთი შემართება, როგორიც ადრე ჰქონდათ.

"დორტმუნდის" სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი მხოლოდ ერთი ან ორი წაგების გამო განგაშის ზარებს ნაღდად არ შემოჰკრავდა. ეს იმიტომ გააკეთა, რომ "ჰერტასთან" მარცხის შემდეგ "ბორუსიას" გამოზამთრება მეოთხე ადგილზე უწევს და დორტმუნდელები იძულებულები არიან, სატურნირო ცხრილს ისევ შურის თვალით უყურონ, რადგან მიუნხენის "ბაიერნის" ჩემპიონობა, ფაქტობრივად, გარდაუვალია - მიუხედავად იმისა, რომ წინ მთელი მეორე წრეა.

"მეოთხე ადგილზე გამოზამთრება ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა. ეს იმის ნახევარიც არაა, რასაც ველოდით და ვითხოვდით," - ამბობს ცორკი.

"ლევერკუზენის" შემდეგ "დორტმუნდს" მიონხენგლადბახის "ბორუსიამაც" გადაასწრო. ეს იმის ბრალია, რომ კლოპის გუნდმა ბოლო ექვსიდან ოთხი თამაში წააგო და იმედებს ჯერჯერობით მხოლოდ ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის თასზე ამართლებს. ამიტომაც თქვა მეკარე რომან ვაიდენფელერმა გულახდილად, ფეხბურთელები შვებულებაში წამხდარი ხასიათით გავდივართო.

პირველ რიგში, ფეხბურთელებს მოეთხოვებათ

ცხადია, რომ კლუბის ხელმძღვანელთა ტრიო (გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე, სპორტული დირექტორი ცორკი და მწვრთნელი კლოპი) სეზონის პირველ ნახევარს დახურულ კარს მიღმა შეაჯამებს (ან უკვე შეაჯამეს) და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საუბრისას წინა პლანზე ისეთი თემები წამოიწევდა, რაც აქამდე არ თქმულა. არა გვგონია, რომ ამ საუბრისას წარუმატებლობის მთავარ მიზეზებად ტრავმები და საგოლე მომენტების გამოუყენებლობა დასახელდეს.

"ჰერტასთან" მატჩის შემდეგ კლოპმა თქვა, რომ ამ დღეებში ძალიან ბევრს იფიქრებს და ცხადია, რომ აუცილებლად დაფიქრდება იმაზეც, თუ რატომ იყვნენ მისი შეგირდები კლასით გაცილებით დაბლა მდგომ ბერლინელებთან უიდეონი და რატომ ითამაშეს ისეთი უსიცოცხლო ფეხბურთი, როგორიც "დორტმუნდს" დიდი ხანია, აღარ უთამაშია.

ცორკიც არ მალავს, რომ მოთამაშეებს მოდუნებას ატყობს, რადგან ერთია, როცა ახალგაზრდა და აბსოლუტურად გამოუცდელი მცველი ზარი უპატიებელ, თუმცა მისთვის მაინც საპატიო შეცდომას უშვებს და მეორეა, როცა ლიდერები - მარკო როისი, ნური შაჰინი, იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, რობერტ ლევანდოვსკი და ჰენრიხ მხითარიანი რაღაცნაირად დუნედ ირჯებიან.

ვაიდენფელერი: ცეცხლი აღარ ჩანს, ცეცხლი!

ყველაზე ცუდი პირველი წრის ბოლო მესამედში შემჩნეული ტენდენციაა: დორტმუნდის "ბორუსიას" შექმნილი ვითარებისთვის გეგმა B არ აქვს. ბოლო მატჩებში აშკარად გამოჩნდა, რომ როცა "დორტმუნდს" მეტოქე ზომიერად აგრესიული პრესინგით ეთამაშება და დაცვაშიც კომპაქტურად უდგას, კლოპის გუნდი შეტევაში მნიშვნელოვნად მოიკოჭლებს. ამ თემაზე "ჰერტასთან" წაგების შემდეგ კაპიტანმა სებასტიან კელმა ამომწურავად ისაუბრა:

"ჩვენი ტაქტიკისა და სტრატეგიის მთავარი ნაწილი მოედნის ცენტრი და ჩვენი კრეატიული ნახევარდაცვაა. "ჰერტასთან" კი სწორედ ნახევარდაცვის კრეატივი გვაკლდა!"

ასეა: შაჰინი უჩვეულოდ თავდაუჯერებელი იყო, მხითარიანმა "ჰერტას" მეომარ საყრდენ ჰოსოგაისთან ბრძოლაში კაპიტულაცია გამოაცხადა, გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკის კი დაცვის ცენტრში გამწესებულმა ლევან კობიაშვილმა არაფერი გააბედვინა.

"დორტმუნდისთვის" თამაში განსაკუთრებით პრობლემატური მაშინ ხდება, როცა მეტოქე აგრესიულად ეთამაშება, რაზეც ვაიდენფელერს ასეთი აზრი აქვს: "ვამჩნევ, რომ ზოგიერთები ორთაბრძოლებში ჩაბმას ერიდებიან და ასე ვთქვათ, თავს აღარ იკლავენ. შესაბამისად, ჩვენი თამაში ზედმეტად რბილი და მსუბუქი გახდა".

გერმანელი ექსპერტები კი კლოპის შეცდომებზე ან, მინიმუმ, უჩვეულო გადაწყვეტილებებზეც ალაპარაკდნენ. მაგალითად, ყველას უკვირს, რომ იურგენი "ჰერტასთანაც" ენდო ბლაშჩიკოვსკის, რომელიც აშკარად არაა ფორმაში და თანაც, პოლონელი ნახევარმცველი მატჩის ბოლომდე მოედანზე დატოვა, ეფექტურ პიერ-ემერიკ ობამეიანგს კი 90 წუთი სათადარიგოთა სკამი ახეხინა.

საინტერესოა, რატომ მიიჩნევს კლოპი იულიან შიბერს წინა ხაზისთვის ჯერ კიდევ რეალურ ალტერნატივად, როცა ამ უკანასკნელს "დორტმუნდში" ერთხელაც არ დაუმტკიცებია, რომ ლევანდოვსკის ღირსეული ალტერნატივაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტურის შეჯამება და სიმბოლური: "ბაიერნის" გარეშე უფრო საინტერესოა

ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
უკრაინის ნაკრების მცველი ბუნდესლიგის გუნდში გადადის
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
წავა ილქაი მადრიდში?
"მას დიდ მოთამაშეებთან გამკლავება არ შეუძლია" - ობამეიანგი არტეტას შესახებ საუბრობს
გერმანიის თასი. 1/8-ფინალი: დიდი აუ "აუფ შალკეზე"
რობერტ ლევანდოვსკი არ ცხრება!
ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ბაქოში ლონდონური ფინალი იქნება [VIDEO]
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ობამეიანგი: მხითარიანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, მაგრამ ეს სირცხვილია
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
იურგენ კლოპი "დორტმუნდში" 2018 წლამდე!
10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
მოსალოდნელი ტრანსფერები: რობერტ ლევანდოვსკის "რეალი" ეპატიჟება?
ასე იზეიმეს დორტმუნდელებმა - პირველი ლუდი ავტობუსის მძღოლმა გახსნა
დიდებული მოთამაშეები ცუდ სიტუაციაში...
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
მოსალოდნელი ტრანსფერი: ჰენრიხ მხითარიანი "დორტმუნდსაც" უნდა!
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
მწვრთნელსაც ირჩევენ? - "რეალის" ფეხბურთელებმა მათთვის სასურველი სპეციალისტი დაასახელეს
კალაძესთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო - რა იცით ობამეიანგის ძმის შესახებ?!
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
ᓓᓐᓕᓐ ᓘᕛᕝᕑᓘᓚᓔᓡ ᓒᓐᓛᕝ: "ᓢᓝᓠᓘᓜᓝᓛ" "ᓓᓝᓠᕢᓛᓣᓜᓓᓡ" ᓨᓔᓣᓢᓘᓐ!

მიდის თუ არა საუდის არაბეთში - კლოპის აგენტი გერმანელი მწვრთნელის მომავალზე
ობამეიანგმა "ბარსელონაში" გადასასვლელად საინტერესო არგუმენტს მიაგნო
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე