ქორქია-საკანდელიძის მემორიალი ქორქიასა და საკანდელიძის გუნდმა მოიგო

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამომ" საქართველოს პირველობა მოიპოვა. 2003 წელს ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი კაპიტანმა ირაკლი ხოშტარიამ ასწია.

მას მერე ზუსტად ათმა წელიწადმა ისე ჩაიარა, "დინამო" ტიტულებს აღარ გათამაშებია. ქვეყნის საამაყო სახელი გაქრობის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდა და გასაკვირი არ არის, რომ 2003 წლის შემდეგ ერთი ჯილდოც არ მოუპოვებია.

ბოლო წლებში "დინამო" ფლაგმანობის დაბრუნებისთვის მზადებას შეუდგა და ათწლიანი შესვენების შემდეგ პირველი ტიტულიც მოიპოვა - 24 დეკემბერს ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალი მოიგო.

თასი კაპიტანმა ლაშა გამყრელიძემ (13 შედეგიანი გადაცემა) ასწია, მწვრთნელის რანგში კი ირაკლი ხოშტარია მოგვევლინა, რომელიც მეორე სეზონია "დინამოს" თავკაცობს.

"სეზონის დასაწყისშივე ვამბობდი, რომ ჩვენი უმთავრესი კონკურენტი "სოხუმია", რომელშიც კარგი შემადგენლობაა შეკრებილი და სწრაფ თამაშს უჩვენებს. ასეთი სტილი ჩემთვისაც მისაღებია და, ვფიქრობ, ფინალის სანახაობრივი მხარით გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩებოდა. გვქონდა ჩავარდნები, მაგრამ როგორც იტყვიან, მატჩის 2-3-ჯერ მოგება შევძელით", - განაცხადა ირაკლი ხოშტარიამ ნამატჩევს.

შეხვედრის პირველ ტაიმზე ნათელ წარმოდგენას დინამოელი სტევან მილოშევიჩის სიტყვები გვაძლევს:

"თამაში კარგად დავიწყეთ, 13 ქულის სხვაობითაც დავწინაურდით, მაგრამ მეორე პერიოდში სერიოზული ჩავარდნა გვქონდა, მეტოქეს ვერაფერი დავუპირისპირეთ და დიდი შესვენების წინ გასწრების უფლებაც მივეცით".

მას შემდეგ, რაც 13 ქულის სხვაობით ჩამორჩა, "სოხუმმა" ძალა მოიკრიბა, დაცვაში ყურადღებით ათამაშდა და 14:0 გაქცევის წყალობით 43:37 დაწინაურდა. ასეთი ტიპის შეხვედრებში, როგორც წესი, მეოთხე პერიოდი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობს. გამონაკლისი არც ეს ფინალი იყო.

თუ სტევან მილოშევიჩი (33 ქულა, 11 მოხსნა) სოხუმელთა კალათს სამწამიანი ზონიდან "აწუხებდა", ვაჟა კვარაცხელიას შეგირდები მეტოქის ფარქვეშ შესვლას იშვიათად ახერხებდნენ. სამაგიეროდ, საშუალო დისტანციიდან და პერიმეტრიდან ცდილობდნენ ხეირის ნახვას - მეოთხე პერიოდში "სოხუმის" ორმა მეფარემ, საიმონსმა და ქადარიამ ერთმანეთის მიყოლებით ჩააგდეს სამქულიანები.

მათ მხარი ივანიჩმაც აუბა და საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე "სოხუმი" 73:70 დააწინაურა. თუმცა ამის შემდეგ კვლავ იფეთქეს დინამოელებმა, მილოშევიჩის ორქულიანს ჭოჭუამ სამიანი მიაყოლა, "დინამო" კვლავ წინ გაიჭრა (75:73) და ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო იყო "სოხუმის" მხრიდან საუკეთესო კალათბურთელი ჯოშუა ჯექსონი, რომელმაც პრესკონფერენციაზე სტატისტიკურ მონაცემზე გაამახვილა ყურადღება:

"მესამე პერიოდის მესამე წუთიდან საფინალო სირენამდე მსაჯებმა ჩემთან ორთაბრძოლისას მეტოქეები მხოლოდ ერთხელ დააჯარიმეს, რაც დაუჯერებელია.

როცა კალათბურთელის წინააღმდეგ წესები ირღვევა, ხოლო არბიტრი არ აფიქსირებს, ეს მისი მხრიდან მოთამაშისადმი უპატივცემულობაა. თავის მხრივ კი, მოითხოვენ, რომ ჩვენ ვცეთ პატივი.

სხვათა შორის, დავით ბერეკაშვილმა იგივე გააკეთა ჩვენ წინააღმდეგ ბათუმური შეხვედრისას. ასეთი შემთხვევები ფედერაციაში აუცილებლად უნდა გაირჩეს".

ეს თქვა ჯექსონმა, დინამოელებს მოუბოდიშა და გამარჯვება მიულოცა. "სოხუმის" თავკაცმა ვაჟა კვარაცხელიამ დასძინა:

"ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. "დინამო" კარგად აწყობილი მექანიზმია, სისტემა გამართულად მუშაობს და ეს შედეგსაც იძლევა".

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება
დინამო-შსს აკადემია 85:79 - დინამოელთა წაუგებელი სერია გრძელდება
ᕡᕐᓙᓐᕚᓐᓗᕑᕣᓠᕗᕝ ᓙᓚᕣᓑᓘ ᓗᓑᕘᓚᓘᕡᕘᓡ "ᓓᕘᓜᕐᕛᓝ" ᓡᓐᓥᓐᓠᕗᕕᓔᕚᕝᓡ ᓩᕔᕛᓞᓘᓝᓜᓘᕐ
შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო
ანატოლი ბოისა: მე პირადად თავდებში ვუდგებოდი ზაზა მაჩალაძეს, რომ არსად მიიმალებოდა
ბათუმი-დინამო 59:72 - მასპინძლები უბრძოლველად დამარცხდნენ
დუდუ დადიანის მემორიალი: "სოხუმი" პირველია
რუსთავი-დინამო 79:101 - სტუმრების იოლი გამარჯვება
რუსთავმა სუპერლიგის "ყველა ვარსკლავის" მატჩ-აქციას უმასპინძლა
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დღევანდელ პროცესზე, შესაძლოა, დანაშაული აღიარონ
"...ზაზა და თორნიკე რომ გვყოლოდნენ, ევრობასკეტზე კვარტეტში მოვხვდებოდით"
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს