აჭარის მთავარ ქალაქში თბილისის "დინამომ" ადგილობრივი გუნდი ზედმეტი გართულებების გარეშე დაამარცხა
საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტური 14 თებერვალს ბათუმში დაიწყო. აჭარის მთავარ ქალაქში თბილისის "დინამო" ჩავიდა და ადგილობრივი გუნდი ზედმეტი გართულებების გარეშე - 72:59 დაამარცხა.

ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა თბილისში დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. მაშინ ბათუმელებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს და მოგებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა ბოლო წუთზე დაშვებული შეცდომების გამო 93:95 დამარცხდნენ. ამჯერად კი, მიუხედავად იმისა, რომ "ბათუმი" შინაურ დარბაზში თამაშობდა, "დინამოს" სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და შეიძლება ითქვას, უბრძოლველად დამარცხდა.

დინამოელებმა თამაში შედეგიანად დაიწყეს და პირველივე მეოთხედში ცხადი გახდა რომ სტუმრები გამარჯვებას ხელიდან არ გაუშვებდნენ. სტევან მილოშევიჩი, ქიენ კარტერის და მის თანაგუნდელთა სიზუსტის წყალობით "დინამომ" საწყისი პერიოდი 25:9 მოიგო.

14-ქულიანი ლიდერობა თბილისელებმა ტაიმის ბოლოსთვის 1-ით გაზარდეს და დიდ შესვენებაზე დაარხეინებულნი გავიდნენ.

მასპინძლებმა მესამე პერიოდში თამაში გამოაკეთეს. ლეგიონერების წყალობით ჩამორჩნის შემცირებას შეუდგნენ და მეოთხედის შუაწელში მეტოქეს 5 ქულამდე მიუახლოვდნენ - 37:42. ეს იყო მაქსიმუმი, რასაც ბათუმელებმა მიაღწიეს. დინამოელებმა ათწუთეულის ბოლომდე ლიდერობა 9 ქულამდე გაზარდეს და დარჩენილ პერიოდში მასპინძლები ახლოს აღარ გაიკარეს.

დინამოელებს მეფარეთა ტანდემმა ულიდერა - ქიენ კარტერმა 15 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, ხოლო სტევამ მილოშევიჩმა ანგარიშზე 14-14 ქულა-მოხსნა ჩაიწერა. 13 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიაშველა გამარჯვებულებს გიორგი გამყრელიძემ.

ბათუმელებში კანადელი ლეგიონერი ჯუნიორ ქედუგინი 19 ქულით გამოირჩა, ჯეიმი ჯექსონმა თავი 14 ქულასა და 8 მოხსნას მოუყარა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ივანე მაისურაძე ("ბათუმის'' მოთამაშე-მწვრთნელი): "დღეს სრული შემადგენლობით ვიასპარეზეთ, დიდი შემართებით გავედით მოედანზე, მაგრამ "დინამო'', როგორც ყოველთვის, დღესაც მოწოდების სიმაღლეზე იყო. ხოშტარიას გუნდს ეტყობოდა, რომ კარგად იყო მომზადებული და კონკრეტულად დღევანდელი თამაშისთვისაც სათანადო ფორმაში იყვნენ, ეს შედეგზეც აისახა. მცირე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყეთ და იმედი გვაქვს, "ქუთაისთან'' მოვიპოვებთ გამარჯვებას".

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს'' მთავარი მწვრთნელი): "კარგად დავიწყეთ თამაში, თავიდანვე მოვიპოვეთ უპირატესობა, ბიჭებმა დავალება ზუსტად შეასრულეს. გვქონდა ჩავარდნა მესამე მეოთხედში, თუმცა მალევე გამოვასწორეთ თამაში და მოვახერხეთ უპირატესობის შენარჩუნება".

წყარო: superleague.ge

სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
დინამო-სოხუმი 80:75 - პირველად!
ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ირაკლი ხოშტარია: ამ დონის გუნდებთან მოსაგებად მზად არ ვართ
დინამო-შსს აკადემია 85:79 - დინამოელთა წაუგებელი სერია გრძელდება
ᕡᕐᓙᓐᕚᓐᓗᕑᕣᓠᕗᕝ ᓙᓚᕣᓑᓘ ᓗᓑᕘᓚᓘᕡᕘᓡ "ᓓᕘᓜᕐᕛᓝ" ᓡᓐᓥᓐᓠᕗᕕᓔᕚᕝᓡ ᓩᕔᕛᓞᓘᓝᓜᓘᕐ
"ბლიც-მიქსი" - ქართველი კალათბურთელები ლატვიასთან მატჩის წინ [VIDEO]
მებრძოლი წითური, შინაური ვაკო და ყოჩაღი ანატოლი - უკრაინელებმა ქართული ლეგიონი მოიკითხეს
სამტრედია-ზუგდიდი 1:0 - ჯარიმების ოსტატი "ზუგდიდს" გადაეკიდა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სლოვენიაში პირველად ივარჯიშა [VIDEO]
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
"დინამომ" "ოლიმპს" სერიის მეორე მატჩიც მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ქუთაისი-ბათუმი 90:73 - უშეღავათო ბრძოლა
რუსთავი-დინამო 79:101 - სტუმრების იოლი გამარჯვება
რუსთავმა სუპერლიგის "ყველა ვარსკლავის" მატჩ-აქციას უმასპინძლა
ცვლილებები საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში
ბათუმი რსუ-მაქაბი 110:79 - ზღვისპირელებმა დაგეგმილი მოიგეს და გალიდერდნენ
გია ცეცაძემ "სამტრედიაში" ოთხი ფეხბურთელი მიიწვია
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]