25 იანვარს, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეების დაპირისპირებასთან ერთად მაყურებელმა საინტერესო კონკურსები იხილა - 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში
25 იანვარს, სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩ-აქციას რუსთავმა პირველად უმასპინძლა. აქციამ სავსე ტრიბუნების წინაშე ჩაიარა, მაყურებელმა საინტერესო შოუ იხილა.

ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეების დაპირისპირებასთან ერთად, მაყურებელმა საინტერესო კონკურსები იხილა - 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში.

"ოლ სტარი 2014" გაფორმებული იყო სხვადასხვა საინტერესო წარმოდგენით. მაყურებლის წინაშე წარსდგა ტანმოვარჯიშეთა გუნდი, ჯგუფი "ჰოფერსი", რომელმაც აკროდანქის შოუ შემოგვთავაზა და ასევე როკ-ჯგუფი "ჰენგოვერი".

ყველა ვარსკვლავთა მატჩს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული ბავშვები დაესწრნენ, რომლებსაც კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან საჩუქრად ბურთები გადაეცათ.

ყველა ვარსკვლავის მატჩი

მატჩი გამოვიდა ისეთი, რისთვისაც იგი იმართება. არ იყო დაცვა, იყო ბევრი ჩაგდებული და ეფექტურად ჩატენილი ბურთი. ჯამში ჩაგდებული 257 (139:118) ქულიდან უმეტესობა ეფექტურად, ან ეფექტური კომბინაციის შედეგად იყო ჩაგდებული.

"ირაკლი ხოშიტარიას გუნდმა" ჯერემი საიმონსისა და სტევან მილოშევიჩის მოწადინებით გაიმარჯვა. ორივე მათგანი ძალიან მობილიზებული იყო. მათ ჯამში 63 ქულა და 24 მოხსნა მიითვალეს.

დინამოელი გიორგი გამყრელიძე ქულების დაგროვებაზე არ იყო ორიენტირებული, ის თანაგუნდელებს შედეგიანი გადაცემებით ამარაგებდა და მატჩის ბოლოს 14 პასი დაუგროვდა. 17 ქულა მიითვალა ბესო ლეჟავამ, 15-15 კი სოხუმელი ვახტანგ ქადარიასა და მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე იყო.

"კოტე ტუღუშის" გუნდში ბომბარდირი არმიელი გიორგი ჯგერენაია გახდა, რომელმაც თავი 24 ქულას მოუყარა. ქუთაისელმა გიორგი ბარბაქაძემ 16 ქულა დააგროვა, ხოლო შსს-ელმა მერაბ ბოქოლიშვილმა მეტოქეს 15 ჩაუგდო.

პირველი ტაიმი თანაბარი იყო და ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. მესამე პერიოდში "ირაკლი ხოშტარიას" გუნდმა იძალა, პერიოდი 36:22 მოიგო და იმხელა მარაგი შეიქმნა, რომ ბოლო ათწუთულში ლიდერობა იოლად შეინარჩუნა.

გამარჯვებას პირობითი მნიშვნელობა ჰქონდა - მთავარი მოხდენილად ჩაგდებული ბურთებისგან მიღებული სიამოვნება იყო, რომელიც მისმა შემსრულებლებმა და მაყურებლებმა თითქმის ერთი დოზით განიცადეს. საბოლოოდ 139:118 "ხოშტარიას" გუნდის სასარგებლოდ, რომელიც "დინამოს", "სოხუმის" და "ოლიმპის" კალათბურთელებიგან იყო დაკომპლექტებული.

ირაკლი ხოშტარიას გუნდი VS კოტე ტუღუშის გუნდი

139-118

ჩატენვების კონკურსი

კონკურსში 3 კალათბურთელი მონაწილეობდა. გრიგოლ შვანგირაძე (სოხუმი), ჯერემი საიმონსი (სოხუმი) და აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი). მეოთხე მონაწილე - მერაბ ბოქოლიშვილმა პირველ ტაიმში ფეხის ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ გამოსულა.

ფინალში უმაღლესი შეფასების მიმღები საიმონსი და დვალიშვილი გავიდნენ. ჩატენვების კონკურსის ფინალი მატჩის ბოლოს გაიმართა და მატჩი-აქცია ამაღლებულ ნოტაზე დააგვირგვინა. პირველმა ეტაპმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა - ჟიურის წევრებმა - რამაზ გოგობერიშვილმა, მიხეილ ბერუაშვილმა და ირაკლი ჯაფარიძემ ორივე კონკურსანტს უმაღლესი - 10-10 ქულა მიანიჭეს.

მეორე ცდაზე ამერიკელმა ჯერემი საიმონსმა იმდენად მოხდენილად ჩატენა, რომ მის მერე გამოსული დვალიშვილის გდების ეფექტურობა გადაფარა. საიმონსი საპირისპირო ფარიდან გამოექანა და საჯარიმოს ხაზიდან ამხტარმა ჩატენა ბურთი. სწორედ ეს ეფექტურობა გახდა "სოხუმის" ამერიკელი ლეგიონერის გამარჯვების მიზეზი.

3-ქულიანების კონკურსი

პირველ ეტაპზე ერთმანეთს ფინალში გასასვლელად 6 კალათბურთელი შეეჯიბრა. მონაწილეებს შორის მცირე განსხვავება დაფიქსირდა, თუმცა მილოშ პეშიჩს, ირაკლი ჩლაიძეს, გიორგი გამყრელიძეს და მიხეილ ჭოჭუას გრიგოლ შვანგირაძემ და შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულმა გიორგი ბარბაქაძემ აჯობეს.

ფინალში მოქმედ ჩემპიონს არ გაუმართლა, 25 3-ქულიანი სროლიდან უმეტესობა ააცილა და გამარჯვება სტაბილურ გრიგოლ შვანგირაძეს დარჩა, რომელიც აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული პირველად გახდა.

დაჯილდოვება

ტრადიციულად, დაჯილდოვების ცერემონიალი ბოლოს, ერთიანად გაიმართა. ჩატენვებისა და სამქულიანების კონკურსების გამარჯვებულებთან ერთდ გამოვლინდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე. "ყველა ვარსკვლავის"მატჩის MVP გახდა სტევან მილოშევიჩი, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა - მიხეილ გაბრიჩიძემ დააჯილდოვა.

"ოლ სტარის" სნაიპერს გრიგოლ შვანგირაძეს სპეციალური პრიზი ვეტერანმა კალათბურთელმა, ფედერაციის გამგეობის წევრმა, გია სანაძემ გადასცა.

ჩატენვებში საუკეთესო ჯერემი საიმონსმა კი პრიზი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისგან - ვლადიმერ ბოისასგან ჩაიბარა.

გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ სუპერლიგის გენერალური სპონსორისგან - აზარტული თამაშების კომპანია "ევროპა-ბეთისგან".

წყარო: superleague.ge

თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო და ახალი შესაძლებლობები ახმეტელი მოზარდებისთვის
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
კიევის "დინამომ" გიორგი ჯგერენაიას მეორე შანსი მისცა
საქართველოს კალათბურთელთა B ნაკრებმა ჩინეთში გამგზავრებამდე ღია ვარჯიში გამართა
ირაკლი ხოშტარია: ყველაზე რთული მეტოქე გვერგო - ესპანური გუნდი
დინამო-სოხუმი 80:75 - პირველად!
სლოვაკეთი-საქართველო 63:94 - სისხლი, გატეხილი ცხვირი, ჩხუბი, პროვოკაცია...
"დინამოსთან" "მგზავრებს" ამერიკელმა ლეგიონერებმა ვერ უშველეს
ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ბექა ვაჩიბერაძის ეფექტური გოლი და გაცუდებული პენალტი უკრაინის ნაკრებში
სუპერლიგა 2016/17. XVII ტური: რუსთავური სამიანები და "დინამოს" გოლდენსტეიტური 33
დინამო-შსს აკადემია 85:79 - დინამოელთა წაუგებელი სერია გრძელდება
სუპერლიგა. VI ტური: "ბათუმმა" "ქუთაისი" დაამარცხა და გალიდერდა
ᕡᕐᓙᓐᕚᓐᓗᕑᕣᓠᕗᕝ ᓙᓚᕣᓑᓘ ᓗᓑᕘᓚᓘᕡᕘᓡ "ᓓᕘᓜᕐᕛᓝ" ᓡᓐᓥᓐᓠᕗᕕᓔᕚᕝᓡ ᓩᕔᕛᓞᓘᓝᓜᓘᕐ
"ბლიც-მიქსი" - ქართველი კალათბურთელები ლატვიასთან მატჩის წინ [VIDEO]
სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩის გამოკითხვა დაიწყო
ბათუმი-დინამო 59:72 - მასპინძლები უბრძოლველად დამარცხდნენ
მებრძოლი წითური, შინაური ვაკო და ყოჩაღი ანატოლი - უკრაინელებმა ქართული ლეგიონი მოიკითხეს
"ყველა ვარსკვლავის" მატჩის შემადგენლობები ცნობილია
სამტრედია-ზუგდიდი 1:0 - ჯარიმების ოსტატი "ზუგდიდს" გადაეკიდა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სლოვენიაში პირველად ივარჯიშა [VIDEO]
სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: "სოხუმი" წინ გაიჭრა, "ბათუმი" გაუთანაბრდა
სუპერლიგა 2016-17. III ტური: დღეს სტუმარია ის ჩემი...
რუსთავი-დინამო 79:101 - სტუმრების იოლი გამარჯვება
ანატოლი პისკოვეცი საქართველოში დაბრუნდა, "გაგრა" ისევ უკრაინელებს დაუმეგობრდა
სუპერლიგა 2016/17. XXIII ტური: "კაკტუსი" "სოხუმს" დაეწია
საქართველოს თასი. 1/4 ფინალი: "ბათუმმა" "სოხუმს" მოუგო და "დინამოს" შეუწყვილდა
რატომ გახდა "დინამო" ჩემპიონი? ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
იგორ კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრებიდან სამი კალათბურთელი გაუშვა
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ჯანო, წამო "რომაში"
ქუთაისი-სოხუმი 72:93 - შთამბეჭდავი რევანში
გია ცეცაძემ "სამტრედიაში" ოთხი ფეხბურთელი მიიწვია
გიორგი ჯგერენაია: ზამთრამდე "გაგრაში" ვითამაშებ, მერე ვნახოთ...