ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა და "არმიასთან" ერთად სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
თბილისის "დინამომ" სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი "შსს-აკადემია" 36 ქულით გაანადგურა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა და "არმიასთან" ერთად სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს.

მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც დინამოელებმა 23:4 (!) მოიგეს. დიდ შესვენებამდე კი თამაშს ინტრიგა ჯერ ჰქონდა შერჩენილი, რადგან სხვაობა ისეთი დიდი არ იყო, როგორიც მესამე პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა.

დრაგან პეტრიჩევიჩის გაწვრთნილი შსს-ელები პირველ მეოთხედში მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ მეტოქეს. მეორე პერიოდი დინამოელთა 5-ქულიანი ლიდერობით დაიწყო, თუმცა ჩერნოგორიელი ცენტრის, სტევან მილოშევიჩის აქტიურობის შედეგად "დინამო" ფარქვეშ გაბატონდა და უპირატესობა ანგარიშშიც გამოხატა - 44:31.

მილოშევიჩმა საბოლოოდ მიმდინარე სეზონის რეკორდი გაიმეორა მოხსნებში. მის ანგარიშზე, 22 ქულასთან ერთად, 21 მოხსნა დაგროვდა. სტევანმა ვერ გააუმჯობესა ქუთაისელი აკაკი დვალიშვილის ანალოგიური შედეგი, რომელიც ამ უკანასკნელმა მე-3 ტურში, "მაკაბისთან" მოაგროვა.

დინამოელებმა "შსს-აკადემია" საბოლოოდ 85:49 დაამარცხეს და ჩემპიონატში ასპარეზობას უდანაკარგოდ აგრძელებენ.

სტივენ მილოშევიჩთან ერთად, "დინამოს" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო მილოშ პეშიჩმა, რომელმაც 17 ქულა დააგროვა, მიხეილ ჭოჭუასა და ბესო ლეჟავას ანგარიშზე კი 11-11 ქულა დაგროვდა.

დამარცხებულთაგან ათქულიანი ზღვარი მხოლოდ ილია ლონდარიძემ დაძლია, რომელმაც 12 ქულა დააგროვა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):

"მთელი ათი დღე ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, ყველა კომბინაცია გვქონდა გავლილი. ბიჭებმა ზუსტად შეასრულეს ის დავალებები, რომლებითაც ხელი შეუშალეს "შსს აკადემიას" მოგებაში.

მეტოქე გუნდს დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს ჩვენ ვიყავით ფავორიტები. მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს კარგი თამაშისთვის.

წარმატებას ვუსურვებ "აკადემიას" მომავალში. დარწმუნებული ვარ, მოუმატებენ და კარგ შედეგს აჩვენებენ".

დრაგან პეტრიჩევიჩი ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი):

"მივულოცავ "დინამოს" გამარჯვებას. ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, პირველი 15 წუთი კარგ კალათბურთს ვთამაშობდით და თანაბრად მიდიოდა თამაში, მაგრამ მეორე პერიოდის ბოლო ხუთ წუთში უმარტივესი შეცდომები დავუშვით, რამაც "დინამოს" საშუალება მისცა, კომფორტულად ეგრძნო თავი და დიდი უპირატესობა მოეპოვებინა.

დიდი არჩევანი არ მქონია არც შეცვლებზე. მრცხვენია იმის, რაც მესამე პერიოდში მოხდა, საშინლად ჩავატარეთ მესამე მეოთხედი, თუმცა არ მრცხვენია ამ მოთამაშეების, ისინი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეები არიან, მათთან ერთად ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც შეიძლება დღეს არ ჩანს, თუმცა ისინი ბოლოს აუცილებლად აჩვენებენ შედეგს და ჩვენს შრომას.

დღევანდელი მარცხი უნდა დავივიწყოთ და ხვალიდან "რუსთავის" წინააღმდეგ სათამაშოდ მოვემზადოთ".

მიხეილ ჭოჭუა ("დინამო"):

"მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. მწვრთნელის დავალებები ზუსტად შევასრულეთ, ნაკლები შეცდომა დავუშვით, კარგად ვითამაშეთ და ამან განაპირობა დღევანდელი შედეგი".

ვილი ისიანი ("შსს აკადემია"):

"პირველ რიგში, მივულოცავ "დინამოს" გამარჯვებას. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა და თამაშისთვისაც აშკარად კარგად იყვნენ მომზადებულები.

შორი სროლები არ წაგვივიდა და ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა შევეცდებით, მომავალ შეხვედრებში იგივე ხარვეზები არ გვქონდეს".

წყარო: superleague.ge

U22 | ვსა-მ ვინგსს გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში რუსთავს შეუწყვილდა
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"მილანმა" ნკუნკუ ტრანსფერზე დააყენა
U22 | ვსა-მ ვინგსს გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში რუსთავს შეუწყვილდა
შერმადინის 10 ქულა, 7 მოხსნა და "ტენერიფეს" მარცხი "რიტასთან" ნახევარფინალში
აზაროვის "შახტარი" კონფერენს ლიგის ნახევარფინალში დამარცხდა
ევროპა ლიგის ფინალში "ასტონ ვილა" და "ფრაიბურგი" გავიდნენ
18-წლამდე 7-კაცას ტურნირი "შევარდენზე"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 სპაერი. ქეცბაიას პირველი საშინაო გამარჯვება
უეფამ საუკეთესოდ რაისი აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანეს
სეზონის MVP-ის ტიტულის მოგების მორიგი შანსი | შერმადინი ესპანეთის ლიგის 20 საუკეთესოს შორის მოხვდა
წელს პირველი გამარჯვება ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში - ბასილაშვილმა მერიდას სძლია და მსოფლიოს მე-6 ნომერზე გავიდა
[VIDEO] ენრიკეს და კარაგერის კონფლიქტი ამოიწურა - რა თქვა პსჟ-ის მწვრთნელმა არტეტაზე, რაზეც ლეგენდებმა ბევრი იცინეს
მძიმე ვითარება "რეალში" "ბარსელონასთან" მატჩამდე - გუნდში შიდა დაპირისპირებაა
"ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია" - ჯერარდმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"მხოლოდ 15 შეხვედრა განსაჯა და ასეთი დონის მატჩზე დანიშნეს" - "ბაიერნში" მსაჯობით უკმაყოფილონი არიან
"შეუჩერებელი, მეტოქეებისთვის კოშმარი და იდეალურია, მაგრამ კვარაცხელიასგან განსაკუთრებულად შთამბეჭდავი სწორედ ეს ფაქტია" - Goal ხვიჩას შესახებ
"დაინახეთ, კვარაცხელია ბოლო წუთებზე რას აკეთებდა?!" - პსჟ-ის პრეზიდენტი ქართველი ფეხბურთელით აღფრთოვანებულია
"სასაცილო და აბსურდულია" - ბავარიელები წარუმატებლობას მსაჯს აბრალებენ
ფოდენი რჩება - ინგლისელი "სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს
გადაწყვეტილება მიღებულია - "ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჰოილუნს გამოისყიდის
ინტერესი MLS-იდან - სალაჰს კარიერის გაგრძელების ბევრი ვარიანტი აქვს
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
დინამო-სოხუმი 80:75 - პირველად!
ირაკლი ხოშტარია: ყველაზე რთული მეტოქე გვერგო - ესპანური გუნდი
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
სუპერლიგა 2016/17. XVII ტური: რუსთავური სამიანები და "დინამოს" გოლდენსტეიტური 33
ირაკლი ხოშტარია: ამ დონის გუნდებთან მოსაგებად მზად არ ვართ
ᕡᕐᓙᓐᕚᓐᓗᕑᕣᓠᕗᕝ ᓙᓚᕣᓑᓘ ᓗᓑᕘᓚᓘᕡᕘᓡ "ᓓᕘᓜᕐᕛᓝ" ᓡᓐᓥᓐᓠᕗᕕᓔᕚᕝᓡ ᓩᕔᕛᓞᓘᓝᓜᓘᕐ
ბათუმი-დინამო 59:72 - მასპინძლები უბრძოლველად დამარცხდნენ
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
"დინამომ" "ოლიმპს" სერიის მეორე მატჩიც მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"შსს-აკადემიას" მთავარი მწვრთნელი დრაგან პეტრიჩევიჩი იქნება
სუპერლიგა 2016-17. III ტური: დღეს სტუმარია ის ჩემი...
რუსთავი-დინამო 79:101 - სტუმრების იოლი გამარჯვება
რუსთავმა სუპერლიგის "ყველა ვარსკლავის" მატჩ-აქციას უმასპინძლა
ცვლილებები საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში
სუპერლიგა 2016/17. XXIII ტური: "კაკტუსი" "სოხუმს" დაეწია
რატომ გახდა "დინამო" ჩემპიონი? ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
იგორ კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრებიდან სამი კალათბურთელი გაუშვა
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]