აფრიკის ერთა თასის ტრიუმფატორი იაია ტურე კლუბს დაუბრუნდა
* იაია ტურე და უილფრიდ ბონი "ჩელსის" აფრიკის ერთა თასიდან დაუბრუნდნენ.

* კუნ აგუერო უკვე მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება ბომბარდირთა დავაში გალიდერებულ დიეგო კოშტას.

გაღიმებული მანუელ პელეგრინი "სტოკთან" შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ ამბობდა, ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდით და ისევ სწორ გზაზე გადმოვუხვიეთო. ეს გამარჯვება ჩილელისთვის რამდენიმე ფაქტორის გამო გახლდათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი.

"ქალაქელებმა" ახალ წელს უკვე ძალიან ბევრი ქულა დაკარგეს. მანჩესტერელებს შურისძიებაც მართებდათ პირველ წრეში განცდილი მარცხის გამო და თან "ბრიტანიაზე" 1999 წლის მერე ვერ მოეგოთ. დაბოლოს, ხელახლა აგორდა ტალღა იმ თემაზე, რომ "სიტის" თამაში იაია ტურეზეა დამოკიდებული და კოტდივუარელი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის, ვიდრე სერხიო აგუერო ან ვინმე სხვა, რადგან კუნის გარეშე კლუბი პრემიერლიგაში თამაშებს იგებდა ხოლმე, ხოლო იაიას გარეშე ვერა.

"ჰალთან" კინაღამ წაგებული მატჩის მერე პელეგრინიმ აღიარა, რომ მის გუნდს შეტევაში ფანტაზია აკლდა და ბოლო დროს ეს პრობლემა სახეზე იყო. თუმცა ჯიუტად გაიძახოდა, ტურე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ველოდებით, როდის დაგვიბრუნდება, მაგრამ არანაირად არ ვართ მასზე ან რომელიმე სხვა კონკრეტულ ფეხბურთელზე დამოკიდებული, მის გარშეც გვმართებს და შეგვიძლია მოგებაო.

ასე რომ, "ბრიტანიაზე", სადაც თამაში რთულია კარგ ფორმაში მყოფ "სტოკთან", პელეგრინიმ ერთბაშად ორი კურდღელი დაიჭირა - მოიგო ტურეს გარეშე და გაიტანა ბევრი გოლი. "მესამე კურდღელი" კი, ალბათ, ის არის, რომ სერხიო აგუერომ მშვენივრად ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. ტრავმის მერე დაბრუნებულ არგენტინელს თავდაჯერებისთვის ეს ძალიან სჭირდებოდა, თანაც ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" პაექრობა ახლოვდება.

კუნს 3 დეკემბრის მერე არ ჰქონდა გატანილი. ახლა მას 16 გოლი დაუგროვდა და ოდენ ერთითღა ჩამორჩება ბომბარდირთა დავის ლიდერ დიეგო კოშტას. აქვე ვთქვათ, რომ გოლით და საგოლე პასით გაიბრწყინა ჯეიმს მილნერმაც, მან აგუეროს გაახსნევინა ანგარიში, მერე კი თავად ისევ წინ გაიყვანა "სიტი", რაც გარდამტეხი იყო.

"ეს ის თამაში იყო, რომელიც შეგვიძლია და გვმართებს. თანაც ყველამ ვიცით, რომ ჩახვიდე "ბრიტანიაზე" და მოიგო ისეთი კარგი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "სტოკია", ადვილი არ არის. ეს კლუბი ბოლო პერიოდში ჩვენთვის უხერხული მეტოქე იყო. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ამდენი გოლი და ის თამაში, რომელიც ვაჩვენეთ, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში" - აღნიშნა პელეგრინიმ.

"ქალაქელებმა" 4-ტურიან მოუგებელ პერიოდს დაუსვეს წერტილი და ამიერიდან მათი საქმე, წესით, უკეთესობისკენ უნდა წავიდეს, რადგან გატანა განაახლა აგუერომ, ხოლო მომავალი მატჩებიდან მოყოლებული, გუნდს დაუბრუნდება ტურე და შედგება იაიას თანამემამულის, უილფრიდ ბონის ნანატრი დებიუტიც.

აფრიკის ერთა თასის ტრიუმფატორი კოტდივუარელები სერიოზული დანამატი იქნება პელეგრინისთვის. ბონიზე ხომ საერთოდ დიდი იმედები მყარდება და "ოქროს ტრანსფერად" ფასდება, მაგრამ ჩილელმა ამ შემთხვევაშიც აქედანვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მისი გუნდის წინა ხაზის შედეგიანობა და კარგი თამაში მხოლოდ ბონიზე არ იქნება დამოკიდებული.

"უილფრიდ ბონი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ფეხბურთელი იქნება და გაგვაძლიერებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასზე ვიქნებით დამოკიდებულნი. გოლების დროებითი პრობლემის გამუქება არ ღირს, ჩვენს გვყავს ედინ ჯეკო, იოვეტიჩი, კუნ აგუერო, სილვა... ფეხბურთელები, რომლებიც უმაღლესი კლასისანი არიან და სტაბილურად გააქვთ გოლები" - განმარტა 61 წლის სპეციალისტმა.

ამასობაში, გრძელდება საუბრები იმაზე, რომ მწვრთნელსა და სტევან იოვეტიჩს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩილელმა გადაწყვიტა, რომ საჩემპიონთალიგო განაცხადიდან მონტენეგროელის გვარი ამოეღო და ბონი მის ნაცვლად ჩაესვა.

ლეგიონერთა ლიმიტთან დაკავშირებული წესი რომ არ დაერღვია, პელეგრინის მტკივნეული ნაბიჯი უნდა გადაედგა და ერთ-ერთი კარგი ფეხბურთელი გაეწირა. ამრიგად, ლიგაზე "ქალაქელებს" მხოლოდ სამი თავდამსხმელი: აგუერო, ჯეკო და ბონი ეყოლება. ხოლო იოვეტიჩის შესაძლო წასვლის შანსები ამის მერე გაიზარდა.

ბოლოს კი პელეგრინის ფრენკ ლამპარდზეც ჰკითხეს. ვეტერანი ნახევარმცველი შეცვლაზე შემოსვლის მერე ასე კარგად თამაშობს და ძალიან პროდუქტიულია, მაგრამ ძირითადში მაინც არ აყენებთ და მეტი სათამაშო დრო რატომ არ ეძლევაო...

"ფრენკი ჩვენთვის უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მე გავაგრძელებ მის გამოყენებას ისე, როგორც ჩავთვლი, რომ მაქსიმალურად სასარგებლო იქნება გუნდისთვის. არა მგონია, რომ მას 90 წუთის ერთ დონეზე ჩატარება შეეძლოს. ვფიქრობ, საუკეთესო დრო მის გამოსაყვანად მაშინ არის, როდესაც გუნდებს უკვე 50-60 წუთი აქვთ ნათამაშები " - დასძინა პელეგრინიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
"ჩელსის" დირექტორი: პსჟ ჩვენთვის საშიში არ არის
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
აგუეროს ფეხბურთში დაბრუნება შესაძლებელია - "კუნმა" ექიმისგან თანხმობა მიიღო
აფრიკის ერთა თასი 2015: ჩუკუ ჩუკუ აფრიკა!
ოფიციალურად: ედინ ჯეკო სერია A-ს დაუბრუნდა
"ვინისიუსი მეტოქეებს საშინელ რაღაცებს ეუბნება" - სერხიო აგუერო
"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა
"თუ ეს მოხდა, სასქესო ორგანოს მოვიჭრი" - აგუეროს დადებული პირობა სოციალურ ქსელში მთავარი სახალისო თემაა
"ცრუ ცხრიანით თამაშობდა, მაშინ როცა სხვებმა არც კი იცოდნენ ეს რა იყო" - "ლიდსის" მწვრთნელმა გვარდიოლასადმი კომპლიმენტები არ დაიშურა
"კვარა" VS პალმერი და კურტუას ახდენილი წინასწარმეტყველება - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
ტრანსფერ ONLINE. 22 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
"ზოგადად ბრაზილიელები ამპარტავნები არიან, მოედანზე ზედმეტად დიდ ყურადღებას იქცევს" - აგუერომ განმარტა მიზეზები, რის გამოც ვინისიუსმა "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
ზამთრის სამი საუკეთესო ტრანსფერი
"რეალს" "ბარსელონას" ამჯობინებს - როდრის კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს
ტურე: გვარდიოლას იმდენ ფულს აძლევენ და ლიგა ვერ უნდა მოიგოს?!
ოფიციალურად: ლამპარდმა ინგლისური კლუბი ჩაიბარა
ედინ ჯეკო სავარაუდოდ, კარიერას კვლავ სერია A-ში განაგრძობს
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
"თუ "ბარსელონასთან" გაიბრწყინებს..." - იაია ტურეს ყოფილმა აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
'ეს არასწორი იქნება' - ლამპარდმა რონალდო და მესი შეადარა
ედინ ჯეკოს მორიგი უარი - ბოსნიელს რუსეთში ჩასვლა არ სურს
Goal.com: გვარდიოლა ლიგიდან შამანების წყევლის გამო გავარდა [PHOTO]
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
გადაწყდა, უილფრიდ ბონი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
"ფანებისთვის კარგი ამბავი მაქვს" - სერხიო აგუერომ ლიონელ მესიზე ისაუბრა
იაია ტურე: საუკეთესო მოგონება "რეალის" სტუმრად 6:2 დამარცხებაა
საიუბილეო "სიტი": ბონის პირველი, პელეგრინის მეასე, "სიტის" მეათასე
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა
უკვე ანრიზე წინ - სალაჰი ბრწყინვალე სეზონს აგრძელებს
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
"რომ არა დებილები, თბილისის "ლოკომოტივთან" არ წავაგებდით" - ამბობს რუსი აგენტი
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია
სტევან იოვეტიჩი ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩა