საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
"ეროსი მანჯგალაძემ" განახლებული ეროვნული ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ შეხვედრას უმასპინძლა. პირველობის ერთ-ერთი ფავორიტი მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერს, თბილისის "დინამოს" დაუხვდა. მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია - ვინც ტრიბუნაზე ვერ მოხვდა, თამაშს თვალს მიმდებარე ტერიტორიებიდან ადევნებდა.

ვერ ვიტყვით, რომ კახა გოგიჩაიშვილმა და კომპანიამ სასწაული მოახდინა, მაგრამ სეზონის განახლების შემდეგ გამართულ ორივე შეხვედრაში - თასზე "დილასთან" და ამჯერად სამტრედიაში, აჩვენა, რომ ზამთრის პაუზა "დინამომ" ნაყოფიერად გამოიყენა.

თბილისელებს ანგარიშის გახსნა მატჩის დასაწყისშივე შეეძლოთ - ვახტანგ ჭანტურიშვილმა მშვენიერი გადაცემით მანუელი მეკარესთან პირისპირ დატოვა - რევაზ თევდორაძე დინამოელ ფორვარდს ფეხებში ჩაუხტა და გუნდი გადაარჩინა.

მაგრამ მანუელმა მაინც გაიტანა: მე-19 წუთზე, სერბმა სტეფან ბუკორაცმა დავით ბოლქვაძეს აართვა ბურთი და ერთი შეხებით ესპანელი მეკარეს პირისპირ შეატოვა. ასე გაიხსნა ანგარიში - 0:1.

მასპინძლები გააქტიურდნენ, თუმცა თბილისელთა დაცვაში თავისუფალი ზონების მოძებნა და კართან მიახლოება უჭირდათ. ამიტომ მიზნის მიღწევას შორიდან დარტყმებით ცდილობდნენ. ყველაზე სახიფათო მომენტი მაშინ შეიქმნა, როცა გიგა ბეჭვაიას ჩაწოდებულ ბურთს გიორგი დათუნაიშვილმა თავი დაუხვედრა, თუმცა მეკარე ლიბორ ჰრლდიჩკამ პოზიცია სწორად შეარჩია და შეტევა იოლად შეაჩერა.

მეორე ტაიმში "სამტრედიამ" ტემპს უმატა და "დინამო" საკმაოდ ანერვიულა. 50-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ - შეტევის წამოწყებას ცდილობდა რენე ფერეირა, რომელსაც რევაზ გეწაძემ აართვა ბურთი და მარჯვენა ფლანგზე გრიგოლ დოლიძე მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი "დინამოს" საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ თორნიკე გორგიაშვილს გადააწოდა. დარტყმაც დროული გამოდგა, მაგრამ სტუმრები ჰრლდიჩკამ გადაარჩინა.

შეტევებს შედეგი რომ არ მოჰქონდა, "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ზამთარაძემ შეტევის გაძლიერება სცადა, თუმცა მასპინძლებმა მატჩის გადარჩენა მაინც ვერ მოახერხეს. "დინამომ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და გორის "დილასთან" ერთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

ცხადია, სამტრედიელებისთვის პრინციპული მატჩის წაგება მტკივნეული გადასატანია, თუნდაც იმის მიუხედავად, რომ სეზონი ეს-ესაა განახლდა. უშუალო კონკურენტთან ჩამორჩენაც გაიზარდა და გუნდმა მე-3 პოზიციაც დათმო (ბათუმის "დინამომაც" გადაუსწრო). მაგრამ იმერლებმა რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ - კლუბმა დიდი ნახტომი უკვე გააკეთა. ადვილი არაა, უმაღლეს ლიგაში დაბრუნდე და უმალ ლიდერებში მოხვდე.

ძლიერი კლუბი ერთ დღეში არ კეთდება - ამას დრო და მოთმინება სჭირდება.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური

22.02. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 4 000 მაყურებელი

სამტრედია-დინამო (თბ) 0:1

გოლი: 0:1 მანუელი (19. ბუკორაცის პასით)

სამტრედია (4-2-3-1): თევდორაძე - ბეჭვაია, კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია - ბოლქვაძე, დათუნაიშვილი (78. შარიქაძე) - დოლიძე (86. ქანთარია), გორგიაშვილი (70. ი. კერძევაძე), გეწაძე - კაპანაძე.

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, ბაკურაძე, თ. შალიკაშვილი, შ. კერძევაძე

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

დინამო (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, ჭანტურია, რენე ფერეირა, თოთაძე - ბუკორაცი, ცინცაძე - ტაბატაძე, პარუნაშვილი (56. ჯიღაური), ჭანტურიშვილი (82. შერგელაშვილი) - მანუელი (65. ჩირგაძე).

სათადარიგოები: დაუშვილი, გველესიანი, ჯანელიძე, კიტეიშვილი

მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

გაფრთხილება: თოთაძე (48), ცინცაძე (55), კაკაბაძე (84)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ბომბარდირები:

ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10

ი. მოდებაძე (დილა) 8

ო. კვერნაძე (ტორპედო) 7

გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7

დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6

შ. ლომია (ზუგდიდი) 5

თ. მუმლაძე (ჩიხურა) 5

ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ,) 5

კ. შალამბერიძე (გურია) 5

დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 5

შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო მატჩები

XVII ტური

28 თებერვალი, შაბათი

კოლხეთი-დინამო (ბთ)

შუქურა-გურია

1-ლი მარტი, კვირა

მეტალურგი-ზუგდიდი

სიონი-დინამო (თბ)

ვიტ ჯორჯია-სამტრედია

ზესტაფონი-ჩიხურა

დილა-ტორპედო

მერანი-ცხინვალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Giorgi
ჯანგოს ნაირი რამდენია და როგორ გინდა განვითარდეს ქართული ფეხბურთი )))
jengo
სამტრედია გავა უეფაზე და ნუ იცუხებტ ტავს აქ ბოგმა კომენტარებიტ დზვირფასო ყვალაპრისმცოდნეებო, ბოგმა უსაქმურებო, აქ ცერის მეტის ტავი რო არაგაქვტ
jengo
ჯანგო, შენ ისე კარგად გესმის პეხბურტი რო ტრენერად შენ უნდა დაინიშნო!!! ოგონდ მანამდე ბოგმამ არა დაგახრჩობს გენაცვალე
ჯანგო
Giorgi როცა ადამიანს პირადად არ იცნობს და ასეთ სისულელეებს უწერ, მის მერე 2 გზა გაქვს. 1ან გაჩუმდე და ბოდიში მოიხადო უტაქტო კომენტისათვის 2) სარკესთან ახლოს დადგე და შეხედო შენს თავს,რაიმე ხომ არ გეშლება. ჩემპიონობის ამბიცია და ევროთასები მინდაო რომ აცხადებ, იქ მინიმუმ 2-3 გამოკევთილი სუნთქვა-ყნოსვით და დაბდებით შტურმავიკი გოლეადორი უნდა გყავდეს. რა ქნას იმ გაბედავამ და მისთანებმა წელიწადში 5-6 ბურთის მეტი ვერ გააქვს, დააყენე ვინმე უფრო ფიცხი, ყნოსვიანი,ახლაგაზრდა და მეტი იქნება შედეგი.
paata xuchua
სრულიად ვეთანხმები ჯანგოს,ესენი ამ დონეს რაც ჩვენს,გუნდშია ვერ ქაჩავენ.ერთი ნორმალური თავდამხსმელი არ მოიყვანეს.
paata xuchua
რა ბოღმაა ვითომ რატო არაა ლიდერებში სამტრედიის ადგილი რა ვისზე ნაკლები გუნდი ვართ,დინამო წყვეტს ვარსკვლავებს ციდან,მაგრამ რას იზავ მსაჯი და იღბალი გუშინ დინამოს მხარეს იყო.
gia
გეგუჩაზე სამტრედიაში კაგი იქნება
დავითი
სამტრედია კარგი გუნდია მაგრამ ხიზანას რაგა უნდა, მაგან ცააგებინა. ცადი რა ატამასჰეტ ახალგაზრდები.
Giorgi
- ჯანგო - ცოტა მაინც რო გესმოდეს ფეხბურთი ცუდი არ იქნებოდა ))) ეტყობა შენიანი ვერ ხვდება გუნდში და კომენტარებით გულს იფხან )))
gori
დილააა ჩემპიოოოოოოოოოოონ
გივი
ესაა კაი სროლა ვიცითო..........დინამო ჩემპიონ!
ჯანგო
საქმე ძლიერ კლუბში არაა მხოლოდ ,საქმე სისტემაშია,რაც სამტერდიის კლუბის არც მენეჯმენტს და არც სამწვრთნელო შტაბს გააჩნია. ალბათ ეს ის მაქსიმუმია რისი ჩვენებაც ამ 2 რგოლს შეუძლია.ალბათ თვითორგანიზების ხარჯზე ეს ფეხბურთელები უეკეთეს თამაშს უჩვენებენ(რამდენიმე საკმაოდ უპასუხისმგებლო და ტუტუცი ფეხბურთელის გარდა) ვიდრე იმ პირობებში როცა სამწვრთნელო შტაბი მათ ხელს უშლის. ალაბთ კვრიკევლიას, ხიზანიშვილს და სხვებს მეტი ესმით სამწვრთნელო და სტრატეგიული საქმე ვიდრე ამ მწვრთნელებს ერთად აღებულებს. ახალი შტაბია მოსაყვანი და ახალი მენეჯმენტი, ესემი კი მეორე გუნდში არიან გადასაყვანი. სხვა მხრივ შინაარსობრივად კლუბს არ გაუჭირდება ფეხი სწრაფად აიდგას, მოაშორეთ მხოლოდ ეს სამწვრთნელო-სამენეჯმენტო გირები ფეხებზე და ესენი ჩემპიონობასაც მოახერხებენ.
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
დინამო (თბ)-ზესტაფონი 3:2 - სუსხიანი გამარჯვება [VIDEO]
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
დინამო (თბ)-სამტრედია 5:0 - ძლევაი საკვირველი [VIDEO+PHOTO]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
გიორგი პაპუნაშვილი: თბილისის "დინამოს" უტიტულოდ დარჩენა არ ეკადრებოდა...
ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი
ფიფას საფეხბურთო კონფერენციას ლონდონში ვლადიმირ ვაისი და ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ
"ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია" "ყარაბაღზე" უკეთესი იყო!"
ვინ რამდენ კილომეტრს დარბის? პოლარის სისტემის საინტერესო მონაცემები
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა
"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
უმაღლესი ლიგის XVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"
რა უშლის ამ ეტაპზე თორნიკე კვარაცხელიას "ბაიერნში" ტრანსფერს ხელს?
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
სიახლე: პოლარის სისტემა - ვინ რამდენს დარბის ეროვნულ ლიგაში
ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
თორნიკე გორგიაშვილი კარიერას "დილაში" გააგრძელებს
დინამო-კორონა 2:0 - დამაჯერებელი გამარჯვება პოლონელებთან [VIDEO]
tz.de: "მინი კვარადონამ" "ბაიერნის" U17 გუნდში ეფექტური გოლი გაიტანა - კლუბი კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემის გადალახვას ცდილობს
სამტრედია VS ყარაბაღი - დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ნული!
უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე
რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა
[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"
უმაღლესი ლიგის XVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
"ერთმანეთს ვეკითხებოდით - ბოლოს როდის ვითამაშეთ ასეთ მოედანზე?"
სამტრედია-დილა 3:2 - ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს [VIDEO]
აშშ, სამხრეთ ამერიკა, კორეა თუ აფრიკა - სად შეიძლება "ბაიერნმა" თორნიკე კვარაცხელია გაუშვას?
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
გია გეგუჩაძე: ნიჭიერ ბავშვებს თბილისში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ