თბილისის მთავრობის წარმომადგენელთა განმარტებით, სტადიონთან ხეების მოჭრა უეფას მოთხოვნით მოხდა
"დინამო არენაზე" სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. სტადიონზე ელექტრონული ბილეთის 117 ტურნიკეტი უნდა დამონტაჟდეს. მაგრამ ამას ხელს არენის შესასვლელთან მდებარე ლამის სტადიონის სიმაღლის მარადმწვანე ხეები უშლიდა. მშენებლები იძულებულნი გახდნენ, ტურნიკეტების დასამონტაჟებლად, თბილისის მერიის ნებართვით, 35 ხე მოეჭრათ.

თბილისის მთავრობის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ეს უეფას მოთხოვნით მოხდა:

"თბილისის მთავრობის 2014 წლის 15 ოქტომბრის განკარგულებით, "დინამო არენის" ინფრასტრუქტურა უეფას ეგიდით 2015 წლის 11 აგვისტოს გასამართი სუპერთასისთვის უნდა მოემზადოს და განვითარდეს. ეს განკარგულება მერიის საქალაქო სამსახურებს აკისრებს სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარებისთვის აუცილებელი ქმედითი დახმარების გაწევის ვალდებულებას.

ამდენად, "დინამოს" ტერიტორიაზე ნარგავების მოჭრაზე ნებართვა უეფას რეკომენდაციებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, სამშენებლო სამუშაოების სრულფასოვნად განხორციელების მიზნით გაიცა", - ვკითხულობთ თბილისის მერიის წერილში.

"ტურნიკეტების განლაგება უეფას კატეგორიული მოთხოვნა იყო და მათ დასაწყისში უფრო მეტი ხის მოჭრა მოითხოვეს. ადამიანები სტადიონზე რომ შემოდიან, მათ არ შეიძლება რაიმე სახის ბარიერი ხვდებოდეს, მათ შორის - არც ხეები.

სტადიონის უსაფრთხოების სტანდარტები სწორედ ასეთ ქმედებას გვავალდებულებდა - ამის თაობაზე უეფას დელეგაციის ხელმძღვანელის ოფიციალური წერილიც არსებობს. მაგრამ ტურნიკეტების დაპროექტება ისე შევძელით, რომ ხეები მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა", - ამბობს ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (ტგფ) ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე.

ეს ფაქტი "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ უეფას წერილში ხეების გადარგვის რეკომენდაცია იყო და რომ იქ მოჭრაზე სიტყვა არ იყო ნათქვამი, თბილისის მერიამ კი საკითხის მარტივი გზით გადაწყვეტა ამჯობინა.

"სტადიონის ხელმძღვანელობისა და მერიის ყველა სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, გასასვლელის სხვაგვარად გადაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩვენდა სამწუხაროდ, ხეების მოჭრის გარეშე, სტადიონის ევაკუაციაზე უეფას მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნებოდა. ეს კი გულისხმობს იმას, რომ მატჩის შემდეგ ტრიბუნები მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაიცალოს", - ეს უკვე სტადიონის პრესცენტრის უფროსის, უეფას მედიაოფიცრის მამუკა კვარაცხელიას სიტყვებია.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ტგფ-მ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, რომლის ნაწყვეტსაც აქვე გთავაზობთ.

"სტადიონზე ტურნიკეტების დაყენება გულისხმობს კონტროლის თანამედროვე სისტემაზე გადასვლას. მათი დამონტაჟების შემდეგ ამოქმედდება ე.წ. ელექტრონული ბილეთები, რომლებიც მატჩებზე დასწრებას ბევრად კომფორტულს გახდის და სტადიონის შესასვლელებთან ხალხმრავლობასაც რადიკალურად შეამცირებს.

ფონდმა 2015 წლის 23 თებერვალს უეფადან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც ორგანიზაცია ტურნიკეტების შეუფერხებლად დასამონტაჟებლად ხეების დაუყოვნებლივ მოჭრას ითხოვდა. ფონდის თანამშრომლებისა და მერიის გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებისა და უეფას კოორდინატორ დენის კოსტენიოვის საბოლოო შეთანხმების შემდეგ, მოსაჭრელი ხეების რაოდენობა 35-მდე შემცირდა.

ამავდროულად, ფონდი განიხილავდა ხეების გადარგვის ვარიანტსაც. სწორედ ამ საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით წერილები დაეგზავნა ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს. მოსაჭრელი ხეების მდგომარეობის ექსპერტული შეფასებით დადგინდა, რომ მათი გადარგვის შემთხვევაში ვერც ერთი ხე ვერ გაიხარებდა.

ფონდის მიერ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში გადარიცხული ხეების მოჭრის ნებართვის თანხა - 19,952 ლარი, მთლიანად ქალაქის მასშტაბით ახალი ნერგების დარგვას მოხმარდება, ხოლო სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ფონდი თავად აპირებს "დინამო არენაზე" იმავე რაოდენობის ახალი ხეების დარგვას, რაც მოიჭრა", - ვკითხულობთ განცხადებაში და იმედია, ეს აჟიოტაჟი ახალი ხეების დარგვით ჩაცხრება.

მერაბ მამულაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
"ოჯახში 7 წლის განმავლობაში ჩემი ხელფასიდან 1 პენი არ დაგვიხარჯავს, ბონუსებით ვცხოვრობდით" - ოსკარმა ჩინეთში გამომუშავებულ მილიონებზე ისაუბრა
ჩვენება "დინამო არენაზე" ბიუსჰალტერების გარეშე და ამერიკული ფეხბურთი [VIDEO]
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
სუპერთასი 2015: დიდი სამზადისი
გორის "დილა" "დინამო არენაზე" მასპინძელი გახდება...
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
"ბარსელონას" თბილისში ჟორდი ალბა დააკლდება
რუსეთის ნაცვლად საქართველო! - შევთავაზოთ უეფას ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
[PHOTO] სრულიად გადახურვა, გაზრდილი ტევადობა, გაუქმებული სარბენი ბილიკი და სხვა - როგორი იქნება განახლებული "დინამო არენა"
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
სუპერთასი 2015: 22 ივნისიდან ბილეთების გაყიდვა იწყება. გაეცანით ინსტრუქციებს
"დინამო არენაზე" ტაბლო ახალია, მალე სკამებიც შეიცვლება
"დინამო არენა" ორ ფერში გადაიღებება - ჯვარზე დაჯდომა სათაკილოა!
იჩქარე! - საქართველო-შვეიცარიის 41 537 ბილეთი გაყიდულია
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
[ოთხშაბათის საკითხავი] მიშელ, იქნებ ჩვენ მაგივრადაც გაიტანო!
23 მარტს "დინამო არენის" სალაროები 22:00 საათამდე იმუშავებს
"დინამო არენაზე" სამუშაოების 90% შესრულებულია