საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მესამეხაზელი მომავალი წლიდან საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონის "შამბერის" ღირსებას დაიცავს
2015 წლის სარაგბო სეზონი გამორჩეული იმითაა, რომ სექტემბერში, ინგლისში მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება. იქამდე 85 დღეა დარჩენილი. სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატებში კი გამალებული სატრანსფერო მიდი-მოდია. ცხადია, ამ ციებ-ცხელებაში ქართველი მორაგბეებიც მონაწილეობენ.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მესამეხაზელი ბექა ბიწაძე მომავალი წლიდან საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონის "შამბერის" ღირსებას დაიცავს.

გასულ სეზონში ბიწაძე თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა. შამბერელები ამ დივიზიონში ლიდერთა შორის იყვნენ და ელიტურ, მეორე დივიზიონში გადასვლამდე ცოტა დააკლდათ.

ამავე გუნდში იასპარეზებს მომავალი სეზონიდან ბექა გიგაშვილი, რომელიც აქამდე ესპანურ "ალვარადოში" ირჯებოდა.

შერკინების ბურჯმა გიორგი შარაშიძემ, რომელიც გასულ სეზონში "კლერმონის" ესპუარებში თამაშობდა, კონტრაქტი ელიტური, მეორე დივიზიონის "ორიაკთან" გააფორმა".

ამ გუნდში უკვე თამაშობენ ლევან დათუნაშვილი, მერაბ შარიქაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი.

კიდევ ერთი ქართველი პირველხაზელი ზაზა ნავროზაშვილი "ბორდოდან" "ლიონში" გადაბარგდა. ეს უკანასკნელი, რომელსაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ტიმ ლეინი წვრთნიდა, მეორე დივიზიონში დაქვეითდა.

ყოველივე ამასთან ერთად, არსებული კონტრაქტები გაახანგრძლივა რამდენიმე ქართველმა მორაგბემ. მაგალითად: მიხეილ ნარიაშვილი "მონპელიეში" 2018 წლამდე დარჩება; ასევე სამი წელიწადი ითამაშებს "ლა როშელში" ლექსო ყაულაშვილი; ერთი წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება "მეტრო რასინგთან" დავით ხინჩაგიშვილმა.

2019 წლამდე ითამაშებს კიდევ ერთ პარიზულ გუნდში, საფრანგეთის ჩემპიონის, "სტად ფრანსეს" შემადგენლობაში "ბორჯღალოსნების" პირველხაზელი ზურაბ ჟვანია.

2017 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება ჩვენი ნაკრების მესამეხაზელმა ლაშა ლომიძემ მეორედივიზიონელ "ბეზიესთან".

"კლერმონის" შემადგენლობაში ჩაირიცხა და მსოფლიოს თასის მიმდინარეობისას "ვულკანების" ღირსებას დაიცავს შერკინების კვაჭი იური ნატრიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
204-სანტიმეტრიანი უკრაინელი თავდამსხმელი "ჟირონაში" გადავიდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იტალია
10xSEO-მ ბაზარზე სპეციალიზებული SEO ქოფირაითინგის სერვისი ჩაუშვა: ტექსტები, რომელთა მეშვეობითაც Google-ში გპოულობენ
ამორიმი, გლასნერი ან იასლე - ვინ ჩაიბარებს "მილანს"?
ოფიციალურად - მოურინიო "რეალში" დაბრუნდა
მოურინიომ თანამემამულე ვარსკვლავი "ბარსელონას" აწაპნა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ხავი "ბარსელონას" ლეგენდების გუნდიდან ამოიღეს - მიზეზად ლაპორტას მოწინააღმდეგის მხარდაჭერა სახელდება
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
მოურინიოს სია - ჟოზემ "რეალს" ამ 6 ფეხბურთელის გაშვება სთხოვა
ოლისე კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - რამდენად შესაძლებელია ტრანსფერი?
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
არბელოამ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ინგლისმა კოსტა-რიკას უპრობლემოდ სძლია
"ბეშიქთაშს" მადა გაეხსნა - მამარდაშვილთან ერთად, შევალიეს ვარიანტზეც მუშაობენ
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] ბრწყინვალე ბურთები მოიგერია - იაკობიშვილის დებიუტი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში, დამყარებული რეკორდი და საქართველოსთან შესაძლო დაპირისპირება
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
რაგბი. ლეგიონი: ქართველების მონაგარი, ოთხი სინბინი
საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]
რაგბი. ლეგიონი: ერთი ჩხუბი და გაძევება, ორი სინბინი [VIDEO]
ლეგიონერები: 4 ლელო ევროპაში
რაგბი. ლეგიონერები: მერაბ შარიქაძის ლელო "მონ დე მარსანს" [VIDEO]
ქართველები ევროთასების ფინალში
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
რაგბი. ლეგიონი: საფრანგეთში მოთამაშე ქართველების ბოლო რეპეტიცია
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
რაგბი. ლეგიონი: ქართული ჯახი "ჩელენჯ ქაფზე"
ბექა ბიწაძე: რომ მირეკავდნენ, ტელეფონის ეკრანსაც არ ვუყურებდი
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ლეგიონერები | სამი ლელო საფრანგეთში
რაგბი. ლეგიონი: მეორე დივიზიონში "არაქართული გუნდი" გალიდერდა
რაგბი. ლეგიონი: ქართულმა გუნდებმა საფრანგეთის მეორე დივიზიონში პოზიცია გაიმყარეს
კიდევ ორი ქართველი "ბარბაროსი" - გიგაშვილი და ნინიაშვილი
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ვეტერანი "ბორჯღალოსანი" ფრანგული კლუბის შერკინების მწვრთნელად დაინიშნა
ოთხი ქართული ლელო ჩელენჯ ქაფზე და საუკეთესო ნინიაშვილი
ლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში
რაგბი. ლეგიონი: რეკორდი - სამი საჯარიმო ლელო
რაგბი. ლეგიონი: 27 ქართველი ელიტფედერალი
ვასილ კაკოვინი მოედანს უბრუნდება
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
ბექა ბიწაძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონ გუნდში განაგრძობს