ასეთი მოწყობილობით არათუ საერთაშორისო, შიდა ჩემპიონატის მატჩების ჩატარებაც არ შეიძლება
ვისია სპორტის სასახლე? კომპანიას თუ მისი მფლობელის გვარსა და სახელს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, მან ეს წაიკითხოს და კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ სპორტის სასახლეში ტაბლო გამოსაცვლელია.

ასეთი მოწყობილობით არათუ საერთაშორისო, შიდა ჩემპიონატის მატჩების ჩატარებაც არ შეიძლება. მერამდენედ უნდა შეგვარცხვინოს მხცოვანმა ტაბლომ?

გემახსოვრებათ, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სერბეთისა და იტალიის ნაკრებთა მატჩის წინ ტაბლო ჩაქრა და შეხვედრა გვიან ღამისთვის გადაიდო. მეორედ ტაბლომ პარასკევს, თბილისის მერიის თასზე შეგვარცხვინა: საქართველოსა და ესტონეთის თამაშის წინ "მოკვდა" და რომ არა მასპინძლის სტატუსი, ზაზა ფაჩულია და მისი თანაგუნდელები შესაძლოა, მოედანზე არც გამოსულიყვნენ.

აბა, სად გაგონილა, NBA-ს კალათბურთელს მატჩისას გამოუცხადო - შეტევისთვის დაგრჩა 15 წამი... 10 წამი... 5 წამი... ესროლე, რაღას ელიო!

პირდაპირ ვიტყვით, ეს კალათბურთელებისა და გულშემატკივრის უპატივცემულობაა. ტაბლოს მოულოდნელად ჩაქრობა კი არა, ისეთი ტაბლოთი თამაშის წარმართვაა უპატივცემულობა, რომელიც სანახევროდ მუშაობს და დროდადრო "ჩამოეყვინთება" ხოლმე.

გაზეთში დაწერილი ხშირად დარჩენილა ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა, მაგრამ გაზეთში წაკითხვა სულაც არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ სპორტის სასახლეში ტაბლოა გამოსაცვლელი!

კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე ტაბლოსთან დაკავშირებით განცხადება გამოქვეყნდა:

"თბილისის მერიის თასის გახსნის მატჩი ტექნიკური ხარვეზების თანხლებით ჩატარდა. ტურნირის პირველ შეხვედრაში, რომელშიც საქართველო ესტონეთს ხვდებოდა, მწყობრიდან გამოვიდა სპორტის სასახლის ტაბლო და მატჩის მონაწილეებთან ერთად გულშემატკივარს დისკომფორტში უწევდა ყოფნა.

საკალათბურთო მატჩის ჩასატარებლად აუცილებელი პირობების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სპორტის სასახლის დირექციაა, რომელმაც ტაბლოს თამაშის დღეს საგანგებო შემოწმება ჩაუტარა. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ტაბლო გამართულად მუშაობდა, თამაშის წინ ის მწყობრიდან გამოვიდა და მატჩის ჩატარებას პრობლემები შეუქმნა.

მომხდარის გამო წუხს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სასახლის ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებლობა არ აკისრია, ბოდიშს უხდის დარბაზში საქართველოს ნაკრების საქომაგოდ მისულ ათასობით გულშემატკივარს.

სამწუხაროდ, ფედერაციას არ გააჩნია საკუთარი დარბაზი, რათა საერთაშორისო და შიდასაჩემპიონატო მატჩებს უმასპინძლოს და მათ გამართულად ჩატარებაზე გულშემატკივრის წინაშე სრული პასუხისმგებლობა აიღოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგტატისი
ნბა-ს თამაში მინახავს მასეთი გამოცხადებებითო,რომ ამბობთ,იქ პარალელურად ტაბლოც მუშაობს ალბათ...:)))
odala
რომ არა მასპინძლის სტატუსი, ზაზა ფაჩულია და მისი თანაგუნდელები შესაძლოა, მოედანზე არც გამოსულიყვნენ - ეს კომენტარი თქვენი ვერ გავიგე. პროტესტის ნიშნად არ გამოსულიყვნენ? კომენტატორის მიერ გამოცხადებულ დროს შეტევისთვის რაც შეეხება, ნბა-ს თამაში მინახავს მასეთი გამოცხადებებით. აშშ-ში ვცხოვრობ და ხშირად ვუყურებ ნბა-ს.
თბილისი
მაგრად ტეხავს
giorgipirweli
"განვმეორდებით" რა უბედურებაა ბატონო ვაჟა???
საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
საქართველო VS ესტონეთი - თბილისის მერიის თასი იწყება!
Fiba.com: სპორტის სასახლეში გამართული მატჩი დასწრებით TOP 3-ში შევიდა
თბილისში ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში 11 აპრილს დაიწყება
თბილისში აზერბაიჯანელმა და სომეხმა კარატისტებმა მართლა იჩხუბეს [VIDEO]
საქართველო-ლიტვა 26:23 - მოვიგეთ კიდევ ერთი, რიგში ფინეთია [PHOTO]