ჰავანაში, ამ უქმეებზე ჩატარებულ "დიდ პრიზზე" ბრინჯაო 66 კილოგრამში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა

საგზურის ფასი მედალი

ჰავანაში, ამ უქმეებზე ჩატარებულ "დიდ პრიზზე" მხოლოდ სამი სპორტსმენით ვიყავით წარმოდგენილნი და ერთი ბრინჯაო ვირგუნეთ, რომელიც 66 კილოგრამში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კუბაში მხოლოდ იმ წონებში გვყავდა ხალხი, სადაც ჯერ კიდევ გვიჭირს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიები. სამწუხაროდ, 100 კილოგრამში მოასპარეზენი - გურამ თუშიშვილი და ალექსანდრე მსხალაძე ნაადრევად გავარდნენ, მათ სანუგეშოში გადასვლის საშუალებაც არ მისცემიათ, მაგრამ რაც მთავარია, ამ მედლით მარგველაშვილმა სალიცენზიო ჩათვლაში 120 ქულა შეიმატა და, ფაქტობრივად, გაინაღდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია, რაც ჩვენი ნაკრებისთვის მეექვსე საგზურია.

კარგი ისაა, რომ ეს ქულები ოლიმპიადამდე აღარ შემცირდება, რადგან იქამდე მხოლოდ 6 თვე რჩება და სეკვესტრი ვეღარ მოესწრება. მსოფლიოს რეიტინგში მას 522 ქულა გაუხდება. თან, მინიმუმ, ორი თვე განულება-განახევრება არ ემუქრება და რეიტინგში 41-დან დაახლოებით 31 ადგილამდე აიწევს. სალიცენზიო ჩათვლაშიც ორიოდე ადგილით დაწინაურდება და, სავარაუდოდ, მე-20 გახდება.

მართალია, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომ დაკარგოს ქულები, თუმცა 22-დანაც რომ გავარდეს (არადა, კიდევ ერთი ბრინჯაო რომელიმე დიდ ტურნირზე ამ საფრთხეს საბოლოოდ მოხსნის), რეგიონულ კვოტაში მაინც მოხვდება.

მარგველაშვილმა პროგრესულად იჭიდავა

მარგველაშვილმა კუბაში ადრინდელთან შედარებით გაცილებით უკეთესი ჭიდაობა აჩვენა, განსაკუთრებით - ტაქტიკური თვალსაზრისით: ბევრად უფრო დაკვირვებით ჭიდაობდა, არ იყო აფექტური, მის მოძრაობაში იგრძნობოდა მიზანდასახული გეგმა, რომელსაც ასრულებდა კიდეც და გაფრთხილებებზეც შედეგიანად იჭიდავა, ორი შეხვედრა მოიგო ამ ხერხით.

ოღონდ ჯერ კიდევ რჩება ერთი გვარიანი მინუსი - ნახევარფინალში ფრანგთა ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ ლოიკ კორვალთან ცხადად გამოჩნდა, რომ ჯერ წონის ლიდერებთან საჭიდაოდ მზად არაა. არადა, კორვალი სულაც არ მიეკუთვნება უმთავრეს ლიდერებს - აქამდე რეიტინგში X ადგილზე იყო, თუმცა ახლა წინ წაიწევს (ის მეორეზე გავიდა და ევროპული თამაშების შემდეგ ზედიზედ მეორედ წააგო ფინალი რუსთა ტაბასარანელ (დაღესტნური ეთნიკური ჯგუფია) ევროპის ორგზის ჩემპიონ კამალ ხან-მაგომედოვთან).

ცხადია, მარგველაშვილს ამ დონის ფალავნებთან ტოლ-სწორად საჭიდაოდ ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა მართებს, ოღონდ მის ასპარეზობაში გამოვლენილი პროგრესი, მისი გაუმჯობესებული ჭიდაობა ოპტიმიზმის სერიოზულ იმედს გვიჩენს.

ჩვენებურს წილისყრაშიც გაუმართლა, თუმცა ეს შანსი კარგადაც გამოიყენა. ქვეჯგუფში მას ორი არცთუ ძლიერი მეტოქე შეხვდა - თავიდან კუბელი ჟილბერტო სოლარი, მეოთხედფინალში კი - ალჟირელი ჰოუდ ზოურდანი. თუმცა ისინი ძალის საზომებად მხოლოდ ერთი შეხედვით არ გამოდგებიან, თორემ ჩვენებურისათვის ორივე ანგარიშგასაწევი იყო - კუბელი, როგორც მასპინძელი, აფრიკელი კი ასევე შედის 22-კაციან სალიცენზიო ზონაში და მარგველაშვილის ერთ-ერთი უშუალო კონკურენტია.

საბედნიეროდ, ქართველმა ფალავანმა ორივე ამოცანას წარმატებით გაართვა თავი - კუბელი დააიპონა, ალჟირელს კი ორი გდება გაუკეთა. აქედან ერთი ვაზარი იყო, მეორე - იპონი. არადა, ეს შეხვედრა მისთვის ორმაგად პრინციპული იყო - როგორც გითხარით, ზოურდანი მისი უშუალო კონკურენტია სალიცენზიო დავაში, ახლა კი მარგველაშვილმა რეიტინგში გადაუსწრო.

თუმცა ქვეჯგუფის მთავარი პაექრობა ჩვენმა ფალავანმა ამ შეხვედრების შუალედში მოიგო ესპანელ მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონ სუგოი ურიარტესთან. იგი 31 წლისაა და კარიერის პიკი 2009-10 წლებში ჰქონდა, თუმცა დღესაც კი იმ ორზე გაცილებით ძლიერია. აი, სწორედ აქ გამოჩნდა მარგველაშვილის მზაობა - იგრძნობოდა, რომ აქცენტი არა ილეთებზე, არამედ ტაქტიკაზე ჰქონდა გადატანილი და გაფრთხილებებზე ჭიდაობდა.

აკი მთელი შეხვედრა ინიციატივასაც ფლობდა, ყოველ შემთხვევაში, ბასკისთვის ილეთის რეალური საბაბი არც მიუცია. სამაგიეროდ, 3-ჯერ გააფრთხილებინა, თავად კი ორჯერ დაისაჯა, თუმცა იმათგანაც ბოლო შემთხვევა ტაქტიკურ სვლას ჰგავდა, ანუ დროის მოსაგებად შეგნებულად წავიდა გაფრთხილებაზე.

ასეა თუ ისე, მარგველაშვილმა ეს ბარიერიც გადალახა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მასთან ჭიდაობის უფლება გერმანელმა სებასტიან საიდლმა მოიპოვა, ვისაც ჩვენებურმა მსოფლიოს გუნდურ პირველობაზეც მოუგო. მარგველაშვილმა ახლაც უფრო ტაქტიკურად, ისევ გაფრთხილებებზე იჭიდავა და ამ კომპონენტში გერმანელი 3:1 დაჯაბნა.

იმედია, ჩვენებური აღებულ ტემპს წარმატებით გააგრძელებს და მომავალშიც მოიპოვებს მედლებს. ახლანდელი მიღწევით მან ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლებაც გაინაღდა, რადგან ის სალიცენზიო ჩათვლაში მეექვსე, ექსტრა-შედეგად შედის, შარშან კი ეს წონა ევროპაზეც ჩავაგდეთ და მსოფლიოზეც.

თუშიშვილმა ტრავმით წააგო

24 იანვარს 100 კილოგრამის ფალავნები ნაადრევად დამარცხდნენ. ისინი პირველ წრეში ისვენებდნენ, მეორეში ორივემ იმარჯვა და მესამეში წააგეს. თუშიშვილმა ეფექტურად ამოუსვა ფრანგ იოსეპ ტერეს - იპონი, მსხალაძემ კი გაფრთხილებებით აჯობა კუბელ ლეოდან ჰერერას.

თუშიშვილი გერმანელთა მსოფლიოს ორგზის, ევროპისა და ოლიმპიურ პრიზიორ დმიტრი პეტერსსაც უგებდა იუკოთი, თუმცა მერე იჩქარა და ვაზარზე მოჰყვა, თან მეტოქემ მტკივნეულზეც დაიჭირა. რომ არა გამოუცდელობა, იქნებ ეს შეხვედრა სხვანაირად დასრულებულიყო, მაგრამ ახალგაზრდა ქართველმა იჩქარა. თან ის იუკოც მოგვიანებით დაუწერეს მსაჯებმა, თორემ ეგებ არც გაერისკა...

იმედია, მისი ტრავმა სერიოზული არაა, რადგან შარშან სწორედ ხელმა გააცდენინა ლამის მთელი სეზონი.

მსხალაძე გაცილებით უშანსოდ იყო უკრაინელ არტემ ბლოშენკოსთან, ვისთანაც აქამდე ოთხიდან სამი შეხვედრა წაეგო - ჩვენებურმა ორი გაფრთხილებაც მიიღო, უკრაინელმა კი თავისი აქტიურობა ამოსმულით და იპონით დაამთავრა.

სამწუხაროდ, მსხალაძემ ბევრი ვერც ქულები შეიმატა სალიცენზიო რეიტინგში და ახლა მთელი მისი ოლიმპიური იმედები... ესტერ სტამზეა (70) დამოკიდებული - ის ქულებით თუ მოიპოვებს საგზურს, მაშინ მსხალაძე რეგიონულ კვოტაში მოხვდება, ახლა კი ამ უფლებით სწორედ სტამი სარგებლობს.

ჰავანას გრან-პრი. კვარცხლბეკი

ვაჟები

60 კგ

1. ერიკ ტაკაბატაკე (ბრაზილია)

2. ბეკირ ოზლუ (თურქეთი)

3. ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი) ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

66 კგ

1. კამალ ხან-მაგომედოვი (რუსეთი)

2. ლოიკ კორვალი (საფრანგეთი)

3. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) ელიო ვერდე (იტალია)

73 კგ

1. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)

2. ვიქტორ სკვორტოვი (არაბთა გაერთიანებული საემიროები)

3. ოდბაირ განბაატი (მონღოლეთი) იგორ ვანდტე (გერმანია)

81 კგ

1. ხასან ხალმურზაევი (რუსეთი)

2. ტრევის სტევენსი (აშშ)

3. ლასლო ჩოკნიაი (უნგრეთი) სვენ მარეში (გერმანია)

ქალები

48 კგ

1. სარა მენეზესი (ბრაზილია)

2. შირა რიშონი (ისრაელი)

3. დაიარის მესტრე ალვარესი (კუბა) პაულა პარეტო (არგენტინა)

52 კგ

1. მარეენ კრაე (გერმანია)

2. იისე ჰაილენ (ბელგია)

3. ცოლმონ ადიასამბუუ (მონღოლეთი) ოდეტა გიფრიდა (იტალია)

57 კგ

1. მარტი მალოუ (აშშ)

2. ჰედვიგ კარაკასი (უნგრეთი)

3. ნორა გჯაკოვა (კოსოვო) რაფაელა სილვა (ბრაზილია)

63 კგ

1. იარდენ გერბი (ისრაელი)

2. მარიცეტ ესპინოზა (კუბა)

3. მია ჰერმანსონი (შვედეთი) ეკატერინა ვალკოვა (რუსეთი)

70 კგ

1. ლინდა ბოლდერი (ისრაელი)

2. საბინა გერშჩაკი (უნგრეთი)

3. მარიე ევა გაი (საფრანგეთი) მარია პორტელა (ბრაზილია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

enlili
სვენ მარეშს არ დაუკავებია მესამე ადგილი, წააგო მოსტოპულოსთან..ჩოკნიაიმ და მოსტოპულოსმა აიღეს ბრინჯაოები.
10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება
საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
ძიუდო ჩემპიონთა ლიგა - "გოლდენ გორი" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებით დაკომპლექტებულ პსჟ-სთან დამარცხდა
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ჰავანას გრან-პრი: ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა
ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: აწევს ლაშა ტალახაძე "ბევერლი ჰილს"? [VIDEO]
ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილი დასაჯა
აფრიკის ღია კონტინენტური თასი: ქართველთა ვერცხლ-ბრინჯაო ტუნისიდან
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ალექსანდრე მსხალაძემ პრაღაში ძიუდოს დაუწერელი კანონი დაარღვია
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
6-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ თუშიშვილი ტატამს უბრუნდება - ავსტრიის გრან-პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
სამსუნის გრან-პრი. წილისყრა: ბექა ღვინიაშვილს არ გაუმართლა
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
ვაჟა მარგველაშვილი დამატებით დროში დამარცხდა და უმედლოდ დარჩა
ირაკლი უზნაძე: მატიაშვილი და თუშიშვილი სრულ მზადყოფნაში არ იმყოფებიან
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს
მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
რევანშის შანსი - სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ლიცენზიების დილემა გადაჭრილია - თბილისის გრან-პრის შეფასება
თუშიშვილი ვერცხლს დასჯერდა - ჯაბნიაშვილმა და დემეტრაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს [VIDEO]
ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება
დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ