თბილისში გასამართ 17-წლამდელთა ელიტრაუნდს შესაძლოა "პსვ ეინდჰოვენის", "ანდერლეხტისა" და "ბრიუგეს" სელექციონერებიც დაესწრონ
ცოტა ხნის წინათ, თურქულ პრესაში გაჩნდა ცნობა, თითქოს, საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის მცველი გურამ კაშია საინტერესო ფეხბურთელია თურქული "ტრაბზონსფორისთვის".

როგორც ჩანს, ეს კლუბი ქართველების გარეშე ვერ ძლებს. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ამ გუნდს შოთა არველაძე წვრთნიდა. "ტრაბზონის" ლეგენდას ამ საქმეში კიდევ ერთი ქართველი სპეციალისტი - გიორგი დევდარიანი ეხმარებოდა.

რეალურია თუ არა "ტრაბზონის" ინტერესი კაშიას მიმართ? კაშია "ვიტესის" კაპიტანი და ლიდერია. რაღაც პერიოდის განმავლობაში, გუნდის მწვრთნელი რობ მაასი ქართველს ძირითად შემადგენლობაში არ აყენებდა. ერთ დღესაც, ამას ქომაგთა მძაფრი რეაქცია მოჰყვა - კაშია უზარმაზარი ბანერებით გაამხნევეს... თუმცა ამ ბოლო ხანს კაშია სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და ტრანსფერის თემაც, თითქოს, აღარ უნდა იყოს აქტუალური.

თუმცა ნათქვამია - კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო და კაშიას თემაზე გოგა გახოკიძე შევაწუხეთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი "ვიტესის" წარმომადგენელია საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში...

"თავდაპირველად, იმას გეტყვით, რომ კაშიას მიმართ იყო ინტერესი "ბეშიქთაშიდან". მაშინ გურამმა "ვიტესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულება გულისხმობს იმას, რომ კარიერის დასრულების შემდეგ კლუბი კაშიას სამსახურით უზრუნველყოფს. როგორც იცით, გურამი ძალიან უყვართ გულშემატკივრებს"...

შეიძლება თუ არა, სეზონის ბოლოს "ბეშიქთაშის" ვარიანტი რეალური გახდეს? ამაზე გახოკიძე გვპასუხობს:

"გამორიცხვით მართლაც ვერაფერს გამოვრიცხავთ. სეზონის დასრულებას უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება თურქულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას "ტრაბზონსფორის" ინტერესის შესახებ, ამის თაობაზე მეც შევიტყვე, ოღონდ არა თურქული პრესიდან. ერთ-ერთმა თურქმა აგენტმა დამირეკა და მითხრა ამის შესახებ. ამ ეტაპზე მეტი არაფერი ვიცი", - გვითხრა გახოკიძემ.

ხარაიშვილის საკითხი ზაფხულამდე გადაწყდება

სადაცაა, თბილისში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩები გაიმართება - საქართველოს, ბოსნიის, რუსეთისა და იტალიის ნაკრებთა მონაწილეობით. გახოკიძეს ისიც ვკითხეთ, ხომ არ აპირებენ ტურნირზე დასწრებას "ვიტესის" სელექციონერები.

"ამ ეტაპზე "ვიტესის" სელექციონერები თბილისში არ ჩამოვლენ. ამას აქვს თავისი ლოგიკური მიზეზი, სამაგიეროდ, არის შანსი, რომ თბილისში ჩამოვიდნენ "პსვ ეინდჰოვენის", ასევე, ბელგიური გრანდების - "ანდერლეხტისა" და "ბრიუგეს" სელექციონერები", - გვეუბნება გახოკიძე.

რატომ არ ჩამოდის თბილისში ჰოლანდიური დესანტი? არნემულ კლუბს ქართველ ფეხბურთელთა მიმართ სამდურავი არ ეთქმის. გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გუნდის ლიდერები არიან. ცოტა ხნის წინ კი გოგა გახოკიძე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა. მან სიტუაციაში გაგვარკვია:

"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ "ვიტესის" წარმომადგენლები. მათ მიზანს წარმოადგენს გიორგი ხარაიშვილზე დაკვირვება. საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრას შევარჩევთ და იმ მატჩს დაესწრებიან ჰოლანდიური კლუბის წარმომადგენლები. ზაფხულამდე ხარაიშვილის საკითხი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს", - გვეუბნება გახოკიძე.

კაშია "ვიტესში" 2010 წლიდან თამაშობს. ის ამ გუნდში თბილისის "დინამოდან" გადავიდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გურამმა 38 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ხარაიშვილს, 19 წლის ფეხბურთელი "საბურთალოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. გიორგის საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გულშემატკივარი
ფეხბურთელების სასაფლაოში შენი ნებით არ უნდა გადახვიდე. რუსეთი, თურქეთი. წავლენ და ვსო. მორჩა. რჩებიან მუდმივად "ვარსკვლავბიჭუნებად" და "ტალანდებად". ასე რომ, გურამ, პრეკრატიტ ბიჭო პრეკრატიტ ))
gizog
უკანასკნელ ხანს თურქეთი და რუსეთი ქართველი ფეხბურთელების კარიერისთვის დამღუპველი გახდა. ამას თუ გაითვალისწინებენ ჩვენი ფეხბურთელები კარგი იქნება.
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
კარგი ამბავი - გოგა გახოკიძემ ჩაკვეტაძის შესახებ გასახარი ინფორმაცია გაავრცელა
ჩაკვეტაძის აგენტი: "გენტის" მწვრთნელს გიორგისი ძალიან ეიმედება
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
დღის კარიკატურა: კაპიტანი კაშია დაბრუნდა!
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
"ვიტესის" თავკაცი: ვაკო ყაზაიშვილს ორი გზა აქვს - ბრძოლა და კიდევ ბრძოლა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
"ბელგიასთან ცუდი მოგონებები აქვს..." - ქვილითაიას აგენტი ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება და შესაძლო ტრანსფერი - ინტერვიუ გოგა გახოკიძესთან
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
არნემის "ვიტესის" დელეგაცია გიორგი ქვილითაიასაც ნახავს
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
რობ მაასი: გურამ კაშია საუცხოო მარჯვენა მცველია
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
"გიორგის ექიმებმა უთხრეს, რომ..." - ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღმა გადაიწია
როდის დაუბრუნდება ჩაკვეტაძე მოედანს და რატომ ვერ დაეხმარა ის "გენტში" თამაშიდან 4 დღეში ნაკრებს - რას ამბობს ფეხბურთელის აგენტი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
გურამ კაშია: ფეხბურთი მე ასე მესმის...
ვაკო ყაზაიშვილი: სათადარიგოთა სკამზე ჩემი ყოფნა არანორმალურია
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა