სამსუნში "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება ძიუდოში, რომელშიც საქართველოდან 14 მონაწილე იასპარეზებს - 12 ვაჟი და 2 ქალი
1-ელ აპრილს, თურქეთის ქალაქ სამსუნში "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება ძიუდოში, რომელშიც საქართველოდან 14 მონაწილე იასპარეზებს - 12 ვაჟი და 2 ქალი.

ლუხუმ ჩხვიმიანი პირველივე წრეში საკმაოდ ძლიერ ფრანგ ვალიდე ხიარის შეხვდება, ამავე ჯგუფში კი არიან ჩვენი ტურნირის უზბეკი გამარჯვებული დიორბეკ უროზბოევი და მასპინძელთა ქართველი ბეკირ ოზლუ (ბეთქილ შუკვანი).

ტურნირში პირველი წრიდან ჩაებმება ბექა შავდათუაშვილიც (66) - პოლონელ მიხალ ბარტუსიკს დაეჭიდება. ამათში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე ჩინელ დუანბინ მას ხვდება. ზოგადად, ეს არაა მაინცდამაინც ძლიერი ჯგუფი - ტიტულოვანი მხოლოდ იტალიელი მსოფლიოს ჩემპიონი ელიო ვერდეა, თუმცა იმანაც ქვედა წონაში მოიპოვა ეს ჯილდო შორეულ 2009 წელს და თან მას მერე წარმატებაც დაუძვირდა, ამასთან, ასაკშიცაა. ჯგუფის ფავორიტი ბელორუსი დმიტრი შერშანია, ვინც ნამდვილად არ მიეკუთვნება წონის ლიდერებს.

73-ში ზვიად კაპანაძე თბილისის ტურნირიდან ჩვენთვის კარგად ნაცნობ შვედ ტომი მაკიასს ხვდება პირდაპირ მეორე წრეში, ჯგუფში კი მონღოლთა ოლიმპიური პრიზიორი ნიამ ოშირ-საინჯარგალი ჰყავს.

ამ წონაში ორი ფალავნით ვართ წარმოდგენილნი და ჩვენი მეორე ათლეტიც, თბილისის ტურნირის მესამე პრიზიორი ფრიდონ გიგანიც მეორე ეტაპზეა დაშვებული, სადაც კვიპროსელ ანდრეას კრასასს დაეჭიდება. აი, მესამე წრეში მას ჰოლანდიელთა მსოფლიოსა და ევროპის მედალოსან დექს ელმონტს, რუსთა ახალგაზრდა ტალანტ საიან ონდარსა და პორტუგალიელ ნუნო სარაივას შორის ერთ-ერთი ეყოლება მეტოქედ.

81 კილოგრამშიც ორი მონაწილე გვყავს. გიორგი პაპუნაშვილი სამხრეთკორეელთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ჯაე-ბუმ კიმსა და ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერთან მოხვდა ჯგუფში, თუმცა მანამდე ესპანელ შალვა ყალაბეგაშვილთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

ჩვენი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ლევან გუგავა პირველ შეხვედრას ისევ თურქეთის სახელით მოასპარეზე ემირან იუსელთან (იანვარაშვილი) ჩაატარებს, ვისაც წინა შაბათს თბილისში ჩინებულად მოუგო. ამ ჯგუფის ფავორიტი მოლდოვური წარმომავლობის საუდის არაბეთის ფალავანი, ევროპისა და მსოფლიოს მედალოსანი სერგიუ ტომაა.

90-შიც ორი ძიუდოისტი გვყავს. ნოდარ ბერიანი მეორე წრეშია დაშვებული, სადაც შვეიცარიელ კირილ გროსკლაუსს შეხვდება, მანამდე კი უშანგი მარგიანი ბელორუს ალექსანდრ სტიაშენკასთან იჭიდავებს.

არ გაუმართლა ოლიმპიური ქულების მაძიებელ ბექა ღვინიაშვილს (100) - მეორე წრეშივე რეიტინგის აზერბაიჯანელი ლიდერი ელმარ გასიმოვი ელოდება, იქამდე მისვლა კი არ უნდა გაუჭირდეს, რადგან მანამდე თურქი ენეს ტატარი ელოდება.

მონაწილეთა შორის ისევ გამოჩნდა ალექსანდრე მსხალაძე, ვინც პირველ წრეში ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინს დაეჭიდება.

მძიმე წონაში ასევე არის ლევან მატიაშვილი - ის მესამე წრეშია დაშვებული, სადაც უცნობი თურქი ფეიაზ იაზიჩი ელოდება.

ადამ ოქრუაშვილი თავიდან ისვენებს, მისი მეტოქე კი ყაზახი იერჟან შინკეიევისა და მასპინძელი ალი სოილერის პაექრობაში გაირკვევა.

ქალებში ესტერ სტამიც (70) მესამე წრეშია დაშვებული, იქამდე მისასვლელად კი ერთმანეთში შვეიცარიელი ჟულიანე რობრა და უზბეკი გულნოზა მატნიაზოვა ერთმანეთში იჭიდავებენ.

ირინე ლეონიძე (+78) დასაწყისშივე კორეელ ჯუიონ კიმს შეხვდება.

Vakhtangi
ვის არ გაუმართლა?
zviad
Gასიმოვი მართლა ძალიან ძლიერია და ცუდია რომ მეორე წრეშივე ბექას დაეჯახა!არც იმას გაუმართლა, გვარიანად აანერვიულებდა ეს ფაქტი და იმედია საფუძვლიანადაც.ბისულტანოვს კი გამოუყვანა წირვა და თუ მაგასაც მიაყოლებს მაგარი იქნება ძაან.შავდათუაშვილმა რო მოიგოს კაი იქნება ჩემი აზრით ტატალაშვილს სჯობნის და ოლიმპიადაზე ლაშა უნდა წაიყვანონ.უფრო ლამაზადაც ჭიდაობს.ყველას წარმატებები!
666
anes raari rasilanzgebit?esaa sporti konkurenciaa da aqver dganan pirvel meore nomrebad da zogi turqetshi midis da zogic israelshi,sportsmenia da cdulibs kariera aiwyos..xo samwuxaroa rom turqebi itxoven gvaraaxelis shecvlas magram samshoblos da sarwmunoebas xoar yidian?visac gvainteresebs da vgulshematkivrobt xomvicit rom qartvelia da warmatebebi usurvot.ankide saxelsdagvars roaricvlian isini namdvili qartvelebia da vincicvlis ara??sakutari survilit kiaricvlian...sul gagizianebuli ratoxart da sulzexart vinmes minusi upovot.warmatebz yvela qartvels yvela sferoshi....
666
rasqvia argaumartla?rasatauria an ras marchielob?es krosvordi kiaraa chidaobaa da axela shejibria da me da shen xoar gvechidaveba (((
haha
Romel saatze ickeba icit?
ვაჟა
ადმინ-ს, ჩემი პირველი კომენტარი რატომ არ გამოაქვეყნეთ?
გულშემატკივარი
რა საძაგელი სათაურია. ვფიქრობ ღვინიაშვილის მეტოქეებს არ გაუმართლათ. მიდი ბექა, ქართულ-კაცურად იჭიდავე. ღმერთმა დაგლოცოს.
ვაჟა
ლაზარე-ს, გეტყობათ პირველი კომენტარი საერთოდ არ გაღელვებთ
lazare
oto777-ს. არ შეიძლებოდა გვარის შეცვლის გარეშე ეჭიდავათ თურქეთის სახელზე? თუ არ შეიძლებოდა და ეს მოთხოვნა იყო თურქების მხრიდან, მაშინ ამაზეც უნდა ითქვას. მე მაინც მგონია, რომ უფრო მოთხოვნა იქნებოდა. საკითხავი ისაა, გვარ-სახელის შეცვლასთან ერთად, რელიგიური ცვლილებაც ხომ არ განიცადეს ამ გუჯებმა. მათი სახელებითა და გვარევით თუ ვიმსჯელებთ, რელიგიაც შეცვლილი უნდა ქონდეთ. თუ ასეა, ეს უკვე საგანგაშოა.
ანა
იქნებ გასიმოვს არ გაუმართლა? :)
Vakhtangi
დამიჯერეთ არ გაუმართლა გასიმოვს
oto777
ქრისტიანო შენ ქრისტიანობის არაფერი გეტყობა.ჰაესსს? სხვაგან,რომ მიდიან ეგ ჩვენი ტკივილია,მარა სასიხარულო ისაა ,რომ დიდებული გენის და გენეტიკის მქონენი ვართ ქართველები.ამიტომაა შენი შური ნათლად გასაგები,ეტყობა შენს ჯიშს და მოდგმას,რომ ღარიბი ფესვები გაქვთ.ღმერთმა ისე ქნას მუდამ შეგშურებოდეთ ჩვენი, ქართველების.ჩვენ კი ჩვენს ტკივილს და სიხარულს მოვუვლით რამენაირად.
kristianoo
შეიძლება მამლუქად წახვიდე ფულის გულისთვის კაცი მაინც როგორმე გაიგებს. მაგრამ ვერ გავუგებ როცა ქართველი ფულის გულისთვის თურქეთში გადავა და სახელ გვარსაც რო შეიცვლის ყოვლად გაუგებარია. აქ მარტო თურქეთზე არაა ლაპარაკი თუნდაც საბერძნეთში რო გადავიდა კახი კახიაშვილი და სახელი და გვარიც რომ შეიცვალა. თუმცა რა გასაკვირია ქართველები ხომ ყველანი გამყიდველები ხარტ. ღმერთი მალე მოგსპობთ მთლიანად ქართველებს.
10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება
საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
ძიუდო. U23: საქართველო ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით იასპარეზებს
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ლიპარტელიანი ოქროსთვის, ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - ბაქოს გრანდ-სლემის პირველი დღე
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: მეორე დღეც უმედლოდ
სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატს აფრიკა პირველად უმასპინძლებს
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა
მარაკეშის გრან პრი: ლაშა შავდათუაშვილი ფინალში რუს დენის იარცევს ეჭიდავება [VIDEO]
ჰავანას გრან-პრი: ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა
ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს
ზურაბ კახნიაშვილმა გროზნოს ტურნირში ვერცხლი მოიპოვა
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: აწევს ლაშა ტალახაძე "ბევერლი ჰილს"? [VIDEO]
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
U23. ევროპის ჩემპიონატი: ოქროს დუბლი ისრაელში [VIDEO]
თბილისის გრან-პრი 2015. III დღე: მედლებით უნდა დავხუროთ!
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატი: ძიუდოისტთა ებრაული გამოცდა
ანტალიის გრან პრი: საქართველოს ნაკრების 20-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
აფრიკის ღია კონტინენტური თასი: ქართველთა ვერცხლ-ბრინჯაო ტუნისიდან
ლუკა მაისურაძემ რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ფინალში გავიდა! [VIDEO]
ეთერ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრან-სლემის ფინალშია, ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ვარჯიში და სამახსოვრო ფოტო კაილა ჰარისონთან
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამსუნის გრან-პრიზე არასრული გუნდით მიდის
ტაშკენტის გრან-სლემი: ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - ჩხვიმიანი მედლის გარეშე დარჩა
ძიუდოისტმა ირინე ლეონიძემ გერმანიის ტურნირზე ბრინჯაო მოიპოვა
ოსაკას გრანდ ტური: მედალი ვერც უშანგი მარგიანმა მოიპოვა
ოსაკას გრანდ სლემი: უშანგი მარგიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ალექსანდრე მსხალაძემ პრაღაში ძიუდოს დაუწერელი კანონი დაარღვია
ჰავანას გრან-პრი: თითქმის განაღდებული ლიცენზია
სამბო. ევროპის ჩემპიონატი: მინსკში ძველი შემადგენლობით
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის
ბაქოს გრანდ სლემი: 3 ქართველი ძიუდოისტი გზას აგრძელებს
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
ევროპის თასი: ახალგაზრდა ძიუდოისტებს ახლა პეტერბურგში გამოცდიან
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
საქართველო 22-24 თებერვალს დიუსელდორფის გრანდ სლემზე 12 ძიუდოისტით წარდგება
ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ
ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]
ირაკლი უზნაძე: მატიაშვილი და თუშიშვილი სრულ მზადყოფნაში არ იმყოფებიან
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს
"ევროპის ღია თასი": ვინ გამოიყენებს პოლონურ შანსს?
23-წლამდელ ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია
ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
U23. ევროპის ჩემპიონატი: მჭედლიშვილი და ღვინიაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადავიდა
ლიცენზიების დილემა გადაჭრილია - თბილისის გრან-პრის შეფასება
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილმა ტაჯიკი მეტოქე დააიპონა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
თეიმურაზ ნოზაძე, ნიკო ჭიკაიძე და ფრიდონ გიგანი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]