ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ოთხშაბათის საკითხავი] სამტრედია, სამტრედია, მუდამ მზიანო!

[ოთხშაბათის საკითხავი] სამტრედია, სამტრედია, მუდამ მზიანო!

ჯერ კიდევ მძაფრად გვატყვია 90-იანი წლების კვალი, როცა მავანთა მსახვრალმა ხელმა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს შორის დიდი ზღვარი გაავლო
ქართულ ფეხბურთზე თუ წერ, სამტრედიულ ამბებს გვერდს ვერ აუვლი. აბა, იქაურობაზე გულგრილად როგორ უნდა წერო. ადგილზე, სადაც ფეხბურთი მეფობს. ადგილზე, სადაც თამაშობს გუნდი, რომელიც შეძლებისდაგვარად ალამაზებს ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს, არნახულად რომ დაკარგა თვითმყოფადობა...

ვიცი, რომ ცხენი შეკაზმული უნდა მყავდეს, მაგრამ ჩემს რუბრიკაში ძვირფას სამტრედიელებს მეგობრული საყვედურიც უნდა ვაკადრო. თანაც, იმედია, სწორად გამიგებენ და არც "გასაქცევად" მექნება საქმე...

ცეცაძის წვლილი

ისე წარიმართა ჩემი ჟურნალისტური სვე-ბედი, გია ცეცაძეს საერთოდ არ ვიცნობ. ისე მოხდა, რომ ამ 15 წლის განმავლობაში ათასი ბედისა თუ გაქანების ადამიანს გადავეყარე ამ ქართულ საფეხბურთო სამყაროში, მაგრამ ცეცაძესთან არასოდეს მისაუბრია. მინახავს მხოლოდ პრესკონფერენციებსა თუ თამაშებზე და ძალიან დახვეწილ ადამიანად წარმომიდგენია.

როგორც ჩანს, დახვეწილია მისი საფეხბურთო გემოვნებაც. ყოველ შემთხვევაში, "სამტრედია" ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც გულგრილს ვერაფრით დაგტოვებს. კი, რა თქმა უნდა, ამ ფეხბურთში არის შეცდომები და ნაპრალები, რომლებიც ჯერ კიდევ ამოსავსებია, მაგრამ ის კი ნათლად ჩანს, საით მიდიან გუნდი და მწვრთნელი, რა უნდათ, რას ცდილობენ... ქართული საკლუბო ფეხბურთის უბადრუკ დღევანდელობაში ეს უკვე მისასალმებელია. ბურთის ფლობა, ბევრი პასი და კომბინაცია - ეს არის ცეცაძის გაწვრთნილი გუნდის საფირმო ნიშანი.

"სამტრედიამ" სხვანაირად თამაშიც იცის. მე მინახავს სხვანაირად მოთამაშე, შედეგზე ორიენტირებული "სამტრედია" ერთ-ერთ გასვლით შეხვედრაში, მაგრამ გულზე ხელი უნდა დავიდო და ისე დავწერო - მე ასეთი მირჩევნია.

ცეცაძე კი მართლაც განსაკუთრებულ მწვრთნელად მოჩანს ჩვენს სამწვრთნელო კორპუსში, რადგან მან დაკარგვას თითქმის მთელი თაობა გადაარჩინა. გუშინდელი ძალიან წარმატებული იუნიორები კვლავ გამოიყვანა ასპარეზზე და მათ წინსვლა-განვითარების შანსი მისცა.

ეს ისეთი პროექტია, რომ გინდა თუ არა, სიმპათიით განეწყობი. პირადად მე მოუთმენლად ველოდები ევროთასებს და ვაპირებ, ამ გუნდის წარმატების უშუალო მომსწრე გავხდე. ეგაა, "სამტრედიას" ძალა და შანსები ერთიორად მოიმატებს, თუ მოხერხდება და გუნდი ევროპელ მოწინააღმდეგეს საშინაო ასპარეზზე დაუხვდება.

საიდუმლო არავისთვისაა: "ეროსი მანჯგალაძეზე" "სამტრედია" სულ სხვა ხარისხის და გაქანების გუნდია. იქ ისეთი გარემოა, რომ ფეხბურთის თამაშს, ალბათ, ფეხბურთის სრულიად უცოდინარიც კი შეძლებს.

ეროსი...

არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ ჩემთვის ამ სტადიონს ყველაზე საყვარელი სამტრედიელი კაცის სახელი ჰქვია. მე ბევრი ლეგენდად ქცეული სინამდვილე ვიცი ეროსი მანჯგალაძეზე და ისიც ვიცი, რომ სადაც ამ კაცის სახელი და გვარი ურევია, იქ სულ ნაღდი ფეხბურთი უნდა იყოს, სიყალბე არ უნდა გაერიოს...

სამტრედიაში ნანახ-განცდილმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტევა არ იყო. რომ იტყვიან, ნემსი არ ჩავარდებოდა. შევედი სტადიონზე და ჩემ წინ კიდევ უფრო საკვირველი სურათი გადაიშალა - ტრიბუნებზე ცარიელი ადგილი ვერ ვნახე!

როცა ყველა სტადიონზე ასეთი დასწრება გვექნება, როცა თითოეულ მატჩზე ამდენი ქომაგი მოვა, მაშინ ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ და დავწეროთ, რომ ქართული ფეხბურთი პროგრესის გზაზე დგას. ჯერჯერობით კი...

დავუბრუნდეთ სამტრედიას. 90 წუთის განმავლობაში იყო ქომაგობა. ხშირად ზედმეტად ემოციური. უშუალოდ სტადიონზე არ მინახავს, მაგრამ მერე ვნახე ვიდეო, სადაც ვიღაცა ვიღაცას რაღაცას ესვრის. სამაგიეროდ, მე ვნახე ტრიბუნაზე მობილიზებული ძალიან ბევრი სამართალდამცველი. რომ არა ისინი, შეიძლება რაღაც მართლა მომხდარიყო...

უზენაესი ნიჭი

მე მესმის, რომ "რომას" ქომაგი, სპორტული თვალსაზრისით, ვერაფრით შეიყვარებს "ლაციოს" ქომაგს. ჩემი ერთ-ერთი მეგობრისგან ვიცი, რომ რომაული დერბის დროს ერთმანეთთან ძმებიც კი უბრობენ, მაგრამ იტალია დიდია. იტალია ამას გადაიტანს.

მე მინდა ვნახო სავსე ქართული სტადიონები და აღარ ვნახო ასე ერთმანეთთან დაპირისპირებული ქართველები. ისიცაა, რომ სამტრედიელი ქომაგის ზედმეტი აგრესიულობა ხშირად გარკვეულწილად ხიბლს უკარგავს მათ მართლაცდა გამორჩეულ მხარდაჭერას.

რა თქმა უნდა, ცხოვრებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება. ჩვენ ჯერ კიდევ მძაფრად გვატყვია 90-იანი წლების კვალი, როცა მავანთა მსახვრალმა ხელმა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს შორის დიდი ზღვარი გაავლო.

სხვაზე რა უნდა დავწერო, როცა ხანდახან სულით და ხორცით პროვინციელი ამ ზღვარის მტკივნეულობაში საკუთარ თავსაც ვიჭერ ხოლმე, მაგრამ არ შეიძლება, ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს. როდისმე ჩვენ უნდა დავივიწყოთ ერთმანეთის მიმართ მოღერებული ავტომატები და ერთურთს ყვავილები ვესროლოთ...

თბილისელ, სამტრედიელ, ქუთაისელ თუ ყველა ქართველ კაცს უნდა ახსოვდეს - ერთი პატიების ნიჭი უზენაესი ნიჭია ამ ქვეყანაზე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ 90-იანების გარიჟრაჟი, როცა მტერი ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა, როცა ქართველს ქართველისთვის ასროლინა, როცა ქართველი ქართველის ხელით მოკვდა...

რა თქმა უნდა, ჩვენი დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორიაშიც არის წუთები, რომლებსაც დღემდე ვერ ივიწყებს სამტრედიელი ქომაგი. როცა მათი გუნდი ჩემპიონი უნდა გამხდარიყო და... არ გახადეს. არც არის იოლად დასავიწყებელი, მაგრამ ჩვენ ყველამ რაღაც უნდა გავწიროთ ქვეყნისთვის.

მე მინდა, კიდევ ბევრჯერ ჩავიდე სამტრედიაში და კიდევ ბევრჯერ ვნახო ფეხბურთზე გაგიჟებული ალალი ხალხი. ვნახო აგრესიის გარეშე, მხოლოდ ფეხბურთზე მოფიქრალი. მე მინდა, რომ ჩამსვლელმა დამხვდურს პატივი სცეს და - პირიქით.

მე მინდა, სიყვარულის მზით განათებული სამტრედია ვნახო. ხომ გახსოვთ სიმღერა - "სამტრედია, სამტრედია, მუდამ მზიანო"... ასეთი სამტრედია მინდა ვნახო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• asurbanifali

რა შემადგენლობაზე ლაპარაკობთ ან რა ამხანაგურებზე, მაკედონიის ვარდარმა ორივე მატჩში რომ გაკვეთილი ჩაუტარა გუნდს ის არ გახსოვთ...მე იმას კი არ გეუბნებით დინამოს ეკუთვნოდა-თქო, მაგრამ თამაშებს რომ აკეთებდნენ ფაქტი იყო....ახლა ლოგიკაზე რომ დაიწყებ საუბარს ცოტა ფეხბურთი ნანახი უნდა გქონდეს...მაგ. "ალანია" ჩემპიონი რომ დახდა თამაშების 95%-გაკეთებული ჰქონდა, მაგრამ მაგრამ უშუალო კონკურენტებს ("სპარტაკს"უპირვლესად, რომელიც ლიგაზე ყველა მატჩს იგებს ჯგუფში)მოუგო....შედეგი რა იყო?ალანიაშემდეგ წელს ლიგაზე სამარცხვინოდ გამოვიდა, ისევე როგორც "სამტრედია" უეფაზე...საერთოდ ჩვენთან მიზნის მისაღწევად მოსულა და არცერთ ხარისხი არ აინტერესებს...გავლენ ახლა და შევხედავთ "დინამოც" და "სამტრედიაც" რა გოზინაყები იქნებიან...

• romandro

ასურბანიფალის.შენი თქმით ესეიგი სამტრედია როცა ჩემპიონი იყო ფაქტიურად, დინამოს კი უგებდა თამაშებს მაგრამ საპოვნელასთან აკეთებდა თამაშებს ხო?ეს ხომ ლოგიკას აცდენილია?მაშინდელ დინამოს თუ უგებდა აუტსაიდერ საპოვნელას ვერ უგებდა? გადახედე მაშინდელი ხურცილავას გუნდის შემადგენლობას და ნახავ ჭირდებოდა კი აუტსაიდერებთან თამაშების კეთება?როცა უფრო ამბიციურ გუნდებს თავის მსაჯებიანათ უგებდა თუნდაც რუსული ტურნე როცა მოსკოვის ლოკომოტივიც დაამარცხა და დინამოც, ასევე თურქეთში თვით ტრაპზონსპორიც?

• tngh

მადლობა უპირველეს ყოვლისა სამტრედიელ გულშემატკივრებს, რომლებიც ათეული წლებია, გუნდს ერთგულად უდგანან გვერდში. სამწუხაროდ, თბილისში ზოგიერთებს საქართველოს პირველობის თამაშზე წასვლა "ეპაზორებათ", ტოტალიზატორები კი, გადატენილია. თუნდაც ის "პაკაზუხობა" რად ღირდა, "ბარსელონა" - "სევილიის" თამაშზე, რომ იყო. რამოდენიმე დღეში საქართველო - შოტლანდიის თამაშზე სტადიონი ნახევრად ცარიელი იყო...

• gia

Tankebi ar dagaviwydetttt da specnaziii vai vai dinamoooooo bogmisgan skdebiannn....pipias magars atyueben kide tavis garemocvaaa..

• ნიკი

asurbanifali -ს გაფიცებ ყველაფერს გვითხარი ერთი რომელ თამაშებში ნახე შენ სამტრედიის მიმართ სიმპათია? დაა იმ ჩემპიონატში სამტრედიას გაკეთებული ტამაშები ქონდაო რო იზახიი ორივე თამაში მოუგო დინამოს დაა ასეთ დინამოს კიარაა!

• თბილისელი

ამდენი ბოღმა ამდენი სიძულვილი, იმიტომაც არიან უცხური გუნდი არ უნახავთ არასდროს :))) თუ ხვდებიან მაგათაც თბილისში, ყველა ბოღმიანმა......

• dato

რა გააკეტონ აგარ იციან და ეხლა სამტრედიას Fაცეს გვერდი გაუტეხეს და აგინებენ სამტრედიელებს... ვაი დინამო დინამოო გადაგამტვრევტ მანდ რო ცჰამოვალტ დინამოს სტადიონზეეე და მერე სამტრედიაშიიი

• dato

Kომენტარებს რატო არ აქვეყნებთ

• asurbanifali

დავიწყოთ იმით რომ ასეთი აგრესია არის სამარცხვინო, თუნდაც იმიტომ რომ ჩვენი ფეხბურთი ნაღდად არ იწვევს ამხელა ემოციას....რა მნიშვნელობა აქვს დედაქალაქს, შეიძლება პროვინციაში უფრო განვითარებული იყოს ფეხბურთი, ესაა საბჭოური მიდგომა(მაგალითისათვის ბაიერნიც კმარა)...."დინამოს" ხელმძღვანელები ან ბეცები არიან ან კიდევ თაღლითები, თორემ ფულს ხხარჯავდე და ასეთი გუნდი გყავდეს უბრალოდ სირცხვილია, მართალია ამ მომენტში შეიძლება ყველას ჯობნიან, მაგრამ არა ისეთი სხვაობით როგორც ეს ცხრილიდან ჩანს...."სამტრედია" ახალგაზრდული გუნდია და ეს კარგია, თუმცა მსაჯების სიმპათიაც აშკარაა და ეს რეალურად ხელს შეუშლით...რაც შეეხება 90-იანებს, როდესაც "სამტრედია" ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, სიმართლე თუ გინდათ "დინამოსთან" მატჩების და წაგებული პაექრობების გარდა ყველა თამაში გაკეთებული ჰქონდათ(მაგ. "საპოვნელასთან" მატჩიც გამოდგება), ასე რომ წაართვეს და ასეთები უბრალოდ მხოლოდ იმ ჩემპიონატის საეპილოგო ნაწილის შეფასებაა....და საერთოდ, ხალხის ფული 265 მილიონი რომ ტყუილად უნდა დაიხარჯოს ფაქტია, კერძო ინიციატივების გარდა ფეხბურთს ვერ ეშველება....

• ნიკა

მადლობა პირველ რიგში ესეთი თბილი სტაისთვის. რამდენიმე ჟურნალისტმა დაწერა სტატია ისე რომ საერთოდ სტადიონზეც არ ყოფილა და მართლა გამაცოფა მაგან... კი გეთანხმები იყო ცოტა ზედმეტი აგრესია და მინდა ვთქვა რომ დამსახურებული იყო ის რაც დინამოს დახვდა სამტრედიაში.. ასე ვთქვა რაც დათესეს მანამდე ის მოიმკეს :) მეც არ მოწმონს სპეზრაზმი და პოლიცით რომ არის სავსე სტადიონი ნამდვილად მაგრამ იძულებული იყო ხემძღვანელებო რომ თავი დაეცვა მოსალოდნელი საფრთხისგან.. ცეცაძეს რაც შეხება თამამად ვიტყვი რომ საქართველოში პირველია ეს კაცი.. თუ რამეს აკეთებს დღეს სამტრედია თავიდან ბოლომდე გიას დამსახურება...სწორია ის რაც დაწერეც მართლაც რომ საფეხბურთო ქალაქია არ აქვს მნიშვნელობა ესა უმაღლესი ლიგა თუ პირველი ლიგა აქ მინიმუმ 3000 კაცი სულ მოდის..

• anti

babu ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ დინამო არის და იქნება საქართველოს სახე, აი ეგ მიდგომაა ცუდი როგორც შენ ფიქრობ და შენნაირი ბევრი ზის ფედერაციაში, ყველა გუნდი უნდა იყოს თანაბარუფლებიანი. ნებისმიერ გუნდს შეუძლია იყოს ქვეყნის სახე და ეს უკრაინის მაგალითზეც შეგვიძლია კარგად დავინახოთ (სად იყო დონეცკის შახტარი როდესაც კიევის დინამო ბობოქრობდა, მაგრამ დღეს კარგად ვხედავთ რომელი უფრო მაღალ დონეზეა და მე პირადად მივიჩნევ რომ უკრაინის სახე დონეცკის შახტარი უფროა ვიდრე კიევის დინამო).

• babu

ქუთაისელი1 თბილისი არის დედაქალაქი . თბილისის დინამო იყო სახე ჩვენი ქვეყნის ძამიკო . საქართველო მარტო თბილისი არაა , მაგრამ თბილისს თუ უწირს , ე.ი. მთელ ქვეყანას უჭირს და ამაზე დავა და კამათი არ დამიწყო თუ ძმა ხარ . ქუთაისშიც ზოგი ზუგდიდელი , ზოგი სენაკელი , სამტრედიელი და ა.შ. ფეხბურთელები თამაშობდნენ ადრეულ წლებშიც . სადაც უკეთესი პირობებია , ფეხბურთელიც იქ მიდის , ძალით არავინ მიყავთ ან თბიისში , ან ქუთაისში და არც მადრიდში . ჩხარში და ფარცხანაყანებში რომ ისეთი პირობები ვერ იქნება , როგორც ქუთაისში და თბილისში ორი აზრი არსებობს ? შეიძულონ და ქვები ესროლონ ამისათვის ქუთაისელს , თბილისელს , ბათუმელს და ა.შ . სოფლის გუნდების ქომაგებმა ? რას დაემსგავსება ეს მერე ?

• tngh

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა "ფანები" არც თუ იშვიათად ზედმეტად ემოციურები არიან და აგრესიის პროვოცირებას უწყობენ ხელს. იმედია, ასაკთან ერთად, ეს პრობლემა გაივლის. (იმედია, არ დაბლოკავთ.)

• didubelo

რო მოკვდეს ვინმე შენ რას ეტყვი მის დედას?

• didubeli

ყვავილები ვესროლოთ არა ტოლმა... რა ყვავილები რის სიყვარული, ამ გასაცოდავებულ ჩემპიონატში რამე ინტრიგა ხომ უნდა არსებობდეს, სხვა ქვეყნებს შეხედეთ ჟურნალისტები როგორ ძაბავენ ყველაფერს. მართლა სოფლის ჩემპიონატი ხომ არ არის?!:) დინამო დინამო დინამო, გამარჯვება ბიჭებო! გძულდეთ და იყავით:)

• ქუთაისელი1

დინამო მხოლოდ თბილისის საამაყო გუნდი იყო რეგიონები იჩაგრებოდნენ მისთვის ამიტომ სძულდათ და დღესაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება თუ არ შეცვლიან იმ პოლიტიკას რომ საქართველო მხოლოდ თბილისია ყოველთვის იჩაგრებოდენ რეგიონები და ყველაზე მეტად ქუთაისი ნებისმიერ სპორტის სახეობაში

• რეზო

თბილისელი "ფანები"თბილისელი მაყურებელი არ არის.ჩვენ რომ ვერ არ ჩამოვდივართ თქვენთან არ გეგონოთ, რომ მაგათ ვაგზავნით. თბილისის სიძულვილი კი არ შეიძლება,თბილისი ყველას დედაქალაქია!

• smt

გაიხარე ალეკო.

• samtredieli

მადლობა

• jango

ე ბიო, თუ დეიწყე დაამთავრე ქემაინც სიმონ,რაია აი,ნახევრად რო დაწერე და გეიპარე? :) იგინებიან?- კი ცუდია, არც მე მომწონს იმ 10-15 რეგვენის ღრიანცელი.... სიმღერას მღეროდნენ ცუდს? მადლობა ღმერთს რომ მღეროდნენ და რომ მართალც არ დასცხეს ვინმეს, რადგან თბილისში ამ ბავშვებს ცუდი აკადრეს, რა საქმე აქვს ქურდობას და ბურთობას ერთმანეთთან? დედაქალაქის ხალხმა ეს მაგალითი უნდა მისცენ სხვებს? ახსოვს სამტრედიელებს უყამრავი საგზეთო სტატიები და ტელე მაიმუნობები როცა მიმოხილვა იყო მტჩების, საჟურნალისტო ძმობამაც თქვენი სიტყვა თქვით ამ ნეგატიუმში. აბა ერთი სიტყვა თუ წაგცდა და დაწერე სტატიის ბოლოში მაინც მიამრთვა ხეჩიკაშვილსა და სფფ-ზე რომ ასეთ ქალაქში უბრალოდ იდიოტიზმია 10 000 ზე ნაკლები ტევადობის სტადიონი, ასე დამცირება ასე ამაღლებული გულშემატკივრისა არის არაკაცობა და რომ 1600 ადგილიან ტრიბუნაზე 2500 იჯდა-იდგა, და ამათზე მეტი კი დანარჩენ ადგილას სტადიონსი ირგვლივ ფეხად. ის ფეხად სადგომიც მეტი რომ ყოფილიყო ხალხიც მოვიდოდა. აი ამაზე დაწერე  რომ ესეც კლავს ფეხბურთს ისევე როგორც სოფლის ავტობუსების მძღოლების უნამუსობა რომ რეისებს არ აკეთებენ გვიან საღამოს და ბევრი ახალგაზრდა სოფლიდან ევრ მოდის მატჩზე.არადა ასეთი მატჩი წელიწადში ტარდება მხოლოდ 15 მეტი ხომ არა... აი რა უნდა გაწუხებდეს და არა იდუმალი მინიშნებები თუ როგორ უნდა მოიქცენ სამტრედიელები....მაინც იქეთ იყურები ??? :(

• dyablo

ავტორს სიძულვილი ჩდება ყველა სფეროში რაიმე ან ვინმეს არასწორი ქედმაღლური და უსამართლო დამოკიდებულების გამო ამიტო ჩდება სიძულვილი დინამოს და დედაქალაქის მიმართ მაგრამ მე რაც ჩემი თვალით მინახავს თვითონ დასავლეთის ერთ ერთი რაიონიდან ვარ თბილისი და დინამო რომ ქუთაისში ძულთ ისე სხვაგან არსად მინახავს და გამიგია ასეთი სიძულვილის პიკი მაგრამ ესეც სიძლიერის და სულის ამოძახილი უფრო მგონია პირველობის დამტკიცების, ეს ყველა ქვეყანაშია ვერ დავეთანხმები ავტორს რომ საქართველო პატარა არის და ამის გამო არ უნდა არსებობდეს კონკურენცია სპორტში და სხვა სფეროებში ამ ხალხს თავისი ქალაქის და კლუბის სიყვარული ამოძრავებთ და არა იარლიყ მიწეპებული "პროვინციული აზროვნება" რაც ჩემი აზრით სრული სიმართლეა.

• ზილარიენ)))

სასიხარულოა შენს ქალაქზე როცა წერენ ,თან ასეე. აგრესიაა მართლაც ცუდია მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არჩნდებაო ნათქვამია.

• შსე

დაწერეთ თბილისური კლუბების უსამართლო უპირატესობებზე და თბილისელი "ფანების" ქცევაზეც, რაც აგრესიას იწვევს ყველა რეგიონში

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე

მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

ის დღეები... დღეს კოტე მახარაძის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

ლეგენდები: მიხეილ მესხი - ერის სიხარული, რომელსაც გული ატკინეს

ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს