მორიგი სალიცენზიო ტურნირი და ქართველ ძიუდოისტთა ყაზახური შანსები
ფოტოზე: მეგობრები და მეტოქეები - ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი

დღეს, 13 მაისს, ყაზახურ ალმათიში ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება, რომელიც ბოლოსწინა სალიცენზიო შეჯიბრებაა - 31 მაისის შემდეგ გამართული ტურნირები სალიცენზიო ქულებს აღარ იძლევა, მხოლოდ ძალთა შესამოწმებლად გამოადგებათ ძიუდოისტებს.

ჩვენ ქულები ვაჟებში იმდენად აღარ გვჭირდება, მხოლოდ განთესვის ზონაში შეღწევაზე ან იქ უკვე მყოფების შემთხვევაში რაც შეიძლება მაღლა ანაცვლებაზე თუ ვიზრუნებთ. სამაგიეროდ, შიდა კონკურენციის თვალსაზრისით, ყოველი შეჯიბრება უმნიშვნელოვანესია ორ წონაში - 73-სა და მძიმეში, სადაც ოლიმპიადაზე წამსვლელი ჯერაც გასარკვევია.

ამიტომ საუბარსაც ამ წონებით დავიწყებთ. მით უფრო, რომ ალმათიში გუშინ წილისყრაც გაიმართა და ვიცით ჩვენებურთა "ხვედრი".

საქართველოს ნაკრები:

-60კგ - გიორგი ბროლაშვილი

-66კგ - თორნიკე თათარაშვილი, გიორგი გუგულაშვილი

-73კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი

-81კგ - ლევან გუგავა, ლაშა ზურაბიანი

-90კგ - ზვიად გოგოჭური, ნოდარ ბერიანი

-100კგ - ალექსანდრე ზაალიშვილი, რევაზ წულუკიძე

+100კგ - ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი.

მეგობრები სხვადასხვა მხარეს

73-ში ჩვენები ბადის სხვადასხვა მხარეს არიან, ანუ ფინალამდე არ ხვდებიან ერთმანეთს. თან პირველ წრეში ორივე ისვენებს.

ევროპის ორგზის ფინალისტისა და წლევანდელი ბრინჯაოს მფლობელ ნუგზარ ტატალაშვილის მეტოქე უკრაინელ სერგეი დრებოტისა და ინდონეზიელ ისკან აპრიადის პაექრობაში გამოვლინდება, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილისა კი - ესპანელ ხავიერ რამირესისა და ბერძენ გეორგიოს აზოიდისისა.

აქ თითქოს უფრო ძნელი ბარიერი ტატალაშვილს ელოდება - დრებოტი, ვისაც ერთხელ შეხვდა და ისიც წააგო.

სამაგიეროდ, მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის შავდათუაშვილს ჰყავს ბევრად ძლიერი მოსალოდნელი კონკურენტი - ჰოლანდიელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის ფინალისტი დექს ელმონტი. თუმცა შავდათუაშვილს მისთვის მოუგია. აი, ჩვენებური არასოდეს შეხვედრია ქართველ აზოიდისს (ბერიძე), ვინც იმ წყვილში ფავორიტად მიგვაჩნია.

ტატალაშვილთან მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის ძლიერებიდან ამერიკელი ნიკოლას დელპოპოლოცაა, თუმცა ამ ჯგუფში განსაკუთრებულად საშიში არავინაა. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში მას მეორე ჯგუფიდან სხვებთან ერთად შეიძლება ბელგიელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი დირკ ვან ტიხელტი, უზბეკი მირალი შარიპოვი, ყაზახი დასტან იკიბაევი და შვედი ტომი მაკიასიც შეხვდნენ, შავდათუაშვილის მხარეს კი - მონღოლი ოლიმპიადისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ნიამ-ოშირ საინჯარგალი და ფრანგი ევროპის პრიზიორი პიერ დუპრატი არიან.

თუმცა აქ ჩვენთვის მთავარი არა იმდენად შედეგი, არამედ მათი ჭიდაობის ხარისხი, შიდა კონკურენციის გარკვევაა. განსაკუთრებით საინტერესოა შავდათუაშვილის ამბავი - იჭიდავებს თუ ვერა ისევე დამაჯერებლად, როგორც ევროპის ჩემპიონატზე.

ტატალაშვილის ამბავი უკვე ვიცით - ლამის ყოველ ტურნირზე აჩვენებს პროგრესს, ოლიმპიურ ჩემპიონს კი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს, რომ 73-ის ლიდერებშიც დაიმკვიდრა ადგილი და მზადაა, აქაც გაიმეოროს ისეთივე წარმატებები, რაც 66-ში ჰქონდა.

მსოფლიოს რეიტინგში ტატალაშვილი 1822 ქულით მესამეა, შავდათუაშვილი კი 1365-ით - მე-9. ორივეს განაღდებული აქვს ბოლო სალიცენზიო ტურნირზე - თვის ბოლოს მექსიკურ გვადალახარაში გასამართავ მსოფლიოს მასტერსზე გამოსვლა. ოლიმპიურ რეიტინგშიც უფრო წინ ტატალაშვილია - აქაც მესამეა, შავდათუაშვილი კი მეშვიდეზეა, ანუ ოლიმპიადაზე საქართველო განთესილებში აუცილებლად იქნება.

ისევ მძიმე დილემა

მძიმე წონაში ჩვენები - ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი ბადის ერთ მხარეს, თუმცა სხვადასხვა ჯგუფში არიან, ანუ საუკეთესო შემთხვევაში მათი გზები ნახევარფინალში იკვეთება.

პირველ წრეში ესენიც ისვენებენ. მატიაშვილის მეტოქე კოსოვოელი ჰუსეინ მისრისა და ესტონელი იუჰან მეტისის ორთაბრძოლაში გამოვლინდება, ოქრუაშვილისა - ჩეხი მიხალ ჰორაკისა და ყაზახი რუსლან აბდრაზაკოვის პაექრობაში.

ოქრუაშვილის ჯგუფში უზბეკი მსოფლიოსა და ოლიმპიადის პრიზიორი აბდულო ტანგრიევი მოხვდა, მატიაშვილთან კი სხვებზე ძლიერს ვერც გამოვარჩევთ. ჩვენებს გაუმართლათ, რადგან, ვინც კი ანგარიშგასაწევი ფალავანი ჩავიდა ალმათიში, ყველა ბადის ზედა მხარესაა.

ბოლო პერიოდის წარუმატებლობის შემდეგ ჩვენები კლასიფიკაციაში დაქვეითდნენ და განთესვის ზონაში ვეღარ ხვდებიან. სამაგიეროდ, მატიაშვილმა გადაუსწრო კონკურენტს - ის მსოფლიოს რეიტინგში მე-12-ეა 1370 ქულით, ოქრუაშვილი კი მე-15 ადგილზეა 1102-ით. ოლიმპიურ რეიტინგში ისინი გვერდიგვერდ არიან - მე-13-მე-14 ადგილებს ინაწილებენ, წინ კი იქაც მატიაშვილია.

გოგოჭურის სამზადისი

ზვიად გოგოჭური წონის ლიდერებს არ მიეკუთვნება და არც სალიცენზიო ზონაში შედის, თუმცა რიოს თამაშებისთვის ისიც ემზადება - პარალიმპიადაზე იჭიდავებს. სავარაუდოდ, ყაზახეთში მისი წაყვანის მთავარი მიზანიც ესაა. ის თავიდან იტალიელ ვალტერ ფაკენტის გაეჯიბრება, წარმატების შემთხვევაში კი ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი ელოდება. თუ მასაც ჩამოიცილებს, მესამე წრეში სლოვენიელ მიხაელ ზგანკსა და ესპანელ დავიდ რუის სახას შორის გამარჯვებულს დაეჭიდება.

ამ წონაში ნოდარ ბერიანიც ჭიდაობს, ვისაც ნამდვილად არ გაუმართლა - მეტად უხერხულ სტილში მოჭიდავე ლიტველ ევროპის მესამე პრიზიორ კაროლის ბაუზას ხვდება. ბადეში მასთანაა ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადაშვილიც - მათი გზები მერვედფინალში იკვეთება.

ახალგაზრდების შანსი

73 და მძიმე წონების გარდა, სამწვრთნელო შტაბმა სხვებში, ძირითადად, სათადარიგო ფალავნები იახლა, რომლებიც ალმათიში გამოცდილებას მიიღებენ. 60 კილოგრამში მხოლოდ გიორგი ბროლაშვილი გვეყოლება, ვინც პირველივე შეხვედრას მასპინძელთა მსოფლიოს შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ რუსტამ იბრაევთან გამართავს. დადებითს ვერაფერს იტყვი - ამაზე ცუდს ვერც წარმოიდგენდი.

66-ში გიორგი გუგულაშვილი პირველ წრეში ჩილელ ხავიერ პერესს ხვდება, თორნიკე თათარაშვილი კი ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება იტალიელთა ევროპის წლევანდელ ბრინჯაოსპრიზიორ ფაბიო ბასილესთან შეხვედრით. ვნახოთ, თათარაშვილი რამდენად გაამართლებს ადრინდელ ავანსებს - ბროლაშვილის და ბერიანის არ იყოს, საჯილდაო ქვა მასაც მძიმე შეხვდა.

81 კილოგრამში იჭიდავებს ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ლოიკ პიეტრი, ვინც ბოლო პერიოდში ძალზე იშვიათად ჩნდება ტატამზე. ჩვენებიდან მას ყველაზე ადრე მხოლოდ ნახევარფინალში შეიძლება შეხვდეს ლევან გუგავა, ვინც პირველ წრეში აზერბაიჯანელ ჯეიჰუნ ბაბაკიშიევს დაეჭიდება, მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში კი უნგრელი ლასლო ჩოკნიაი ელოდება.

ლაშა ზურაბიანი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაებმება, სადაც ესპანელ ადრიან ლორენსო ნასიმენტოს გაეჯიბრება, ამ ჯგუფში კი სერბი მსოფლიოს ფინალისტი სრდჟან მრვალჯევიჩი და იაპონელი გოკი მარუიამაც მოხვდნენ.

100-ში ორივე ჩვენებური პირველივე წრიდან ჭიდაობს: ალექსანდრე ზაალიშვილი უზბეკ რამზიდინ საიდოვს ხვდება, რევაზ წულუკიძე - ყირგიზ სარიხან ისმაილოვს. წულუკიძეს მოგების შემთხვევაში მეორე ეტაპზე კუბელთა მსოფლიოს 2014 წლის ვიცე-ჩემპიონი ხოსე არმენტეროსი ელოდება.

100 კილოგრამში ამჯერად არ ჭიდაობს ბექა ღვინიაშვილი, თუმცა ეს ტურნირი მისთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან არის საშიშროება, დაკარგოს მასტერსის საგზური. სადღეისოდ ჩვენებური მსოფლიოს რეიტინგში 1168 ქულით მე-15 ადგილზეა. მასტერსზე რეიტინგის 16 საუკეთესო მონაწილე გადის, თუმცა ვინმე თუ უარს იტყვის, შანსი მომდევნოებსაც მიეცემათ.

მასტერსზე გამსვლელი ადგილისთვის ღვინიაშვილის უშუალო კონკურენტებიდან ყაზახეთში არ ჭიდაობენ მონღოლი ოლიმპიური ჩემპიონი ნაიდან ტუვშინბაიარი, ალჟირელი ლიეს ბოიაკოუბი, ჰოლანდიელი მიხაელ კორელი, კანადელი კილ რეიესი, იაპონელი აარონ ვულფი, რუსთა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ტაგირ ხაიბულაევი და უკრაინელი არტემ ბლოშენკო. მხოლოდ აზერბაიჯანელი მსოფლიოს ჩემპიონი ელხან მამადოვი გამოდის.

ერთი სიტყვით, ჩვენებურს ლამის განაღდებული აქვს მასტერსის საგზური, ხოლო სალიცენზიო რეიტინგში კიდევ უფრო მყარ პოზიციაზეა - მე-12 ადგილზეა და ახლა განთესვის ზონაში შესვლაზეც შეუძლია ზრუნვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება
საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა
დღეს ქართველი ძიუდოისტები სამსუნის "დიდ პრიზზე" გამოვლენ
ადამ ოქრუაშვილი ალმათის გრან პრის ფინალში გავიდა
გოგოჭურს აკრედიტაცია ჩამოართვეს - იაპონური მედია
ევროპის უსინათლო ძიუდოისტთა ჩემპიონატზე ქართველებმა 4 მედალი მოიპოვეს
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
U23. ევროპის ჩემპიონატი: ოქროს დუბლი ისრაელში [VIDEO]
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩვენმა ძიუდოისტებმა მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
სამსუნის გრან-პრის პირველ დღეს ბრინჯაო ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატი: ძიუდოისტთა ებრაული გამოცდა
ჯონდო მუზაშვილი: დანაკლისის მიუხედავად, მაინც კარგი ჩემპიონატი გამოვიდა
ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
ძიუდო, ბუნდესლიგა: "აბენსბერგი" უქართველებოდ ვერ ძლებს
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
ლაშა ტალახაძე საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენია! [PHOTO]
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
ოდიველასი. "ევროპის ღია თასი": ონისე ბუღაძის ვერცხლი, ნოდარ ბერიანის ბრინჯაო
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
"იატაკზე დააგდო და ფიზიკურად გაუსწორდა" - ტოკიოში ქართველი პარალიმპიელი ზვიად გოგოჭური დააკავეს
ევროპის თასი: ახალგაზრდა ძიუდოისტებს ახლა პეტერბურგში გამოცდიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
რიო 2016: ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]
ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
"ევროპის ღია თასი": ვინ გამოიყენებს პოლონურ შანსს?
23-წლამდელ ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია
ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]
ძიუდო. ბუნდესლიგა: რეხვიაშვილი ზევითაც იგებს
ალმათის გრან პრი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები სტარტზევე დამარცხდნენ
U23. ევროპის ჩემპიონატი: მჭედლიშვილი და ღვინიაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ
ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ღია პირველობაზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
უპრეცედენტო არჩევნები ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში - ინტერვიუ ირაკლი მეძმარიაშვილთან
ძიუდოისტთა ნაკრები: ავსტრიული გამოცდა სათადარიგოებისთვის
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია