18 აგვისტოს, ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩში, თბილისის "დინამო" ბერძნულ პაოკ-ს უმასპინძლებს
18 აგვისტოს, ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩში, თბილისის "დინამო" ბერძნულ პაოკ-ს უმასპინძლებს. უეფამ ამ შეხვედრის განსჯა ებრაელ მსაჯთა ბრიგადას მაინდო. არბიტრად ლირან ლიანი დანიშნა, ლაინსმენები იქნებიან დავიდ ელიას ბიტონი და ნისან დევიდი, ხოლო მეოთხე არბიტრი - მანაშე მასაია.

39 წლის ლირან ლიანი ფიფას არბიტრი 2011 წელს გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ II კატეგორია მიიღო. ბოლოს საერთაშორისო შეხვედრა 3 აგვისტოს განსაჯა, როცა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში დანიურმა "კოპენჰაგენმა" რუმინეთის "ასტრას" 3:0 სძლია.

მას უეფა ხშირად ნიშნავს ჩემპიონთა და ევროპალიგის მატჩებზე, სანაკრებო დაპირისპირებებსაც ხშირად ანდობს, გასულ წელს კი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაუშვეს.

საინტერესო უნდა იყოს ლიანის სტატისტიკა: ბოლო 10 საერთაშორისო შეხვედრაში მან სულ 34 ყვითელი ბარათი გამოიყენა, ხოლო წითელი მხოლოდ ერთხელ - 2015 წლის 5 სექტემბერს კიევში, უკრაინა-ბელორუსის მატჩში მასპინძელი დენის გარმაში მეორე ყვითელი ბარათით გააძევა. ამ მაჩვენებლებით შეიძლება ითქვას, რომ ლიანი ზომიერად მკაცრი არბიტრია.

სხვათა შორის, ბერძნული გამოცემა "მეტროსპორტის" ცნობით, 13 აგვისტოს თბილისში პაოკ-ის მთავარი მწვრთნელის, ვლადან ივიჩის ასისტენტი გრიგორი კავალიერატოსი იმყოფებოდა, რომელმაც მომავალი მეტოქე ლანჩხუთის "გურიასთან" მატჩში დაზვერა.

svani
თორემ ბევრი დაგვაკლდება ეგ თამაში რომ არ ვნახოთ კარგიც იქნება "დაჟე")
გენო
მსაჯები კი არა რეპორტაჟი იქნება საერთოდ ტელეპროგრამაში არაფერია ნახსენები
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
პაოკ-ი-დინამო 2:0 - ცვლილებების იმედად დასრულებული ევროასპარეზი...
იურაი იარაბეკი: ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა...
დინამო (თბ)-პაოკ-ი 0:3 - განწირულნი [VIDEO]
ვის დაუთმო პაოკ-ში ადგილი იგორ ტუდორმა - შოთა არველაძეს?
ვლადან ივიჩი: "დინამო" ძალიან ძლიერია, თუმცა მე ის ვარ, ვისაც არაფრის ეშინია!
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა
თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე პაოკ-თან განადგურდა
პაოკ-ის მწვრთნელი "დინამოზე": მეტოქეში გაგვიმართლა
ვლადან ივიჩი: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, წინ მეორე მატჩია!
ალეკო ჩაკვეტაძე: პაოკ-ის გახსენება აღარ მინდა
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
პაოკ-ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი დინამო-გურიას მატჩს დაესწრება