გოლების ცვენა ნეაპოლში
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მეორე ტურის ორი ყველაზე გამორჩეული მატჩი შაბათს გაიმართა: რომში "ლაციომ" "იუვენტუსს" უმასპინძლა, ნეაპოლში კი "ნაპოლი" "მილანს" დაუხვდა. მიმოხილვა სწორედ ამ მატჩებს დაეთმობა.

ცივსისხლიანი "იუვე"

"ლაციომ" ჩემპიონატი კარგად დაიწყო, ბერგამოში "ატალანტას" სძლია და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. მეორე ტურში რომაელთა მეტოქე უკვე "იუვენტუსი" გახლდათ, გუნდი, რომელიც დღეს, სერია A-ში ყველგან და ყოველთვის ფავორიტია. ტურინულმა გრანდმა სტატუსი გაამართლა და მეტოქეს სამივე ქულა აართვა.

ერთადერთი და გამარჯვების გოლი 66-ე წუთზე სამი ხედირამ შეაგდო, რომელიც მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და გამოზომილი დარტყმით მეკარისაგან შორეული კუთხე დალაშქრა. ხედირამ ზედიზედ მეორე გოლი შეაგდო. გერმანელი ბრწყინვალე ფორმაშია და გუნდის ლიდერად ყალიბდება. ტურინელებს კიდევ ჰქონდათ მომენტები, მაგრამ პაულო დიბალა და მარიო მანჯუკიჩი დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ.

მთლიანობაში, თამაში სწორედ "ვეკია სენიორას" უპირატესობით წარიმართა და ტურინელებს უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, თუმცა შანსები რომაელებსაც ჰქონდათ და ერთი გოლის გატანა მათაც შეეძლოთ.

დასკვნების გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ჩანს, რომ სიმონე ინძაგი ბრძოლისუნარიან გუნდს აყალიბებს, "იუვენტუსი" კი ამართლებს ჩემპიონატის ფავორიტის სტატუსს. ტურინელებმა ორივე შეხვედრა მოიგეს და თანაც ისე, რომ იგრძნობოდა მომატების დიდი რესურსი...

სიმონე ინძაგი (ლაციო): "ტაქტიკის ხშირი ცვლილების მომხრე არ ვარ, მაგრამ ჩავთვალე, რომ "იუვენტუსთან" სათამაშოდ 3-4-3 სქემა ყველაზე ოპტიმალური იყო. სამწუხაროდ, დავმარცხდით, მაგრამ შეგირდების თამაშით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ბევრი არაფერი დავუთმეთ მეტოქეს და დაუმსახურებლად დავმარცხდით. ფელიპე ანდერსონი ახალი დაბრუნებულია ოლიმპიადიდან და არაა ოპტიმალურ ფორმაში, სამომავლოდ კი მისგან მეტს ველოდებით. "ლაციო" გაცილებით უკეთ ათამაშდება, ეს მარცხი კი ჩვენთვის გაკვეთილია".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ძალიან რთული მატჩი იყო, რომელიც ნებისმიერი შედეგით შეიძლებოდა დასრულებულიყო. თუმცა, ვფლობდით უპირატესობას და დამსახურებულად მოვიგეთ. პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც აღარ უნდა განმეორდეს, მეორე ნახევარში კი მოვუმატეთ და გაცილებით უკეთ ავთამაშდით. ჩვენი გზით უნდა ვიაროთ და აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას".

იხილეთ ვიდეო

თრილერი ნეაპოლში

არანაკლებ საინტერესო მატჩი შედგა "სტადიო სან პაოლოზე", სადაც "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. მაურიციო სარის გუნდმა მეტოქეს ოთხი გოლი აგემა, ორი მიიღო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. კიდევ ერთი ფეხის დაცდენა "იუვენტუსთან" 4-ქულიანი ჩამორჩენის ტოლფასი იქნებოდა, ჩემპიონატის წარუმატებლად დაწყებას კი შესაძლოა გუნდი ფსიქოლოგიურად მოეშალა. ამის შესახებ თავად სარიმ ისაუბრა, რომელსაც კიდევ მივუბრუნდებით...

პირველი ორი გოლი "მილანს" არკადიუშ მილიკმა შეუგდო, რომელმაც ბრწყინვალე შთღაბეჭდილება დატოვა და მატჩის გმირად იქცა. თუ ასე გააგრძელა პოლონელმა, შესაძლოა, გონსალო იგუაინის სრულფასოვან შემცვლელად მოგვევლინოს - თუმცა, ერთი თამაშით შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება ნამდვილად არ შეიძლება და დაველოდით, როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ მოერგება მილიკი იტალიურ ფეხბურთს.

პირველი ტაიმი ნეაპოლელებმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს, მეორე ნახევრის შუაწელს კი ანგარიში უკვე 2:2 იყო - მილანელებმა ორი ეფექტური გოლი გაიტანეს და აქედან ერთი ნიანგის, ხოლო მეორე სუსოს ანგარიშზეა.

ფრთაშესხმულმა ლომბარდიელებმა კიდევ უფრო აქტიურად შეუტიეს, მაგრამ ნეაპოლელებმა მეტოქის დაცვაში გაჩენილი თავისუფალი ზონებით ისარგებლეს და მესამე შეაგდეს - ამჯერად, თავი ხოსე კალეხონმა გამოიჩინა, რომელმაც დამატებაზე ივარგა და ჯანლუიჯი დონარუმას ურთულესი ბურთის მოგერიება წყალში ჩაუყარა. მილანელები აიჭრნენ და დარჩენილ დროში ორი წითელი ბარათი და კიდევ ერთი გაშვებული გოლი მიიღეს - შედეგად, 4:2 "ნაპოლის" სასარგებლოდ...

მაურიციო სარი (ნაპოლი): "შედეგი კანონზომიერია, რადგან თუ თამაშის მოკლე მონაკვეთს არ ჩავთვლით, სწორედ ჩვენ ვდომინირებდით და მომენტებიც მუდმივად "მილანის" კართან იქმნებოდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ ჯანლუიჯი დონარუმა გახლდათ და ეს ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. არკადიუშ მილიკის თამაშით აღფრთოვანებული ვარ და ეს კიდევ არაა მისი მაქსიმუმი. პოლონელი შესანიშნავი ფეხბურთელი და კიდევ უკეთესი ადამიანია - ნამდვილი პროფესიონალი, რომელიც სწავლობს იტალიურ ენას და იოლად გადის ადაპტაციას. არის თუ არა ის ახალი იგუაინი? - მილიკი მხოლოდ 22 წლისაა და მოდით, ნუ დავამძიმებთ მას მსგავსი შედარებებით. მივცეთ საშუალება, რომ მშვიდად განვითარდეს და მჯერა, რომ მას დიდი მომავალი აქვს".

ვინჩენცო მონტელა (მილანი): "პირველი 20 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა გოლი აქეთ გავუშვით, რამაც მოგვშალა. არ უნდა გავტყდეთ მაშინაც კი, როდესაც თამაში ჩვენთვის არასასურველი სცენარით მიდის. მეორე ტაიმში შევძელით მობილიზება და გავათანაბრეთ ანგარიში, მაგრამ შემდეგ არაფრის გამო წითელი ბარათები მივიღეთ და უკვე შეუძლებელი იყო მატჩის გადარჩენა. იყო ბევრი პოზიტიური მომენტი, მაგრამ ასევე, უამრავი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრა გვმართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება".

იხილეთ ვიდეო

სერია A. II ტური

27 აგვისტო

ლაციო-იუვენტუსი 0:1

გოლი: 0:1 ხედირა (66)

ლაციო (3-4-3): მარკეტი - ბასტოსი, დე ვრი, რადუ - ბასტა (72. ჯორჯევიჩი), პაროლო, ბილია, ლუკაკუ (63. პატრიჩი) - ანდერსონი, ლულიჩი (59. სავიჩი), იმობილე

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბენატია, ბარძალი, კიელინი - ალვეში (73. ლიხტშტაინერი), ხედირა, ლემინა, ასამოა, სანდრო - დიბალა (88. პიაცა), მანჯუკიჩი (65. იგუაინი)

გაფრთხილება: რადუ - სანდრო, ლემინა

კუთხური: 4-2; ჯარიმა: 15-5; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 4-10 (1-5); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 40 000

ნაპოლი-მილანი 4:2

გოლები: 1:0 მილიკი (18), 2:0 მილიკი (33), 2:1 ნიანგი (51), 2:2 სუსო (55), 3:2 კალეხონი (74), 4:2 კალეხონი (90)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი (89. კირიკეში), კულიბალი, გულამი - ალანი (73. ზელინსკი), ჟორჟინიო, ჰამშიკი - მერტენსი (78. ინსინიე), კალეხონი, მილიკი

მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე (80. კალაბრია), გომესი, რომანიოლი, დე შილიო - კუცკა, მონტოლივო, ბონავენტურა - სუსო (86. ლაპადულა), ნიანგი, ბაკა (80. სოსა)

გაფრთხილება: ალბიოლი, კულიბალი, ჰიუსაი, ჟორჟინიო, ზელინსკი - გომესი, რომანიოლი, სუსო

გაძევება: კუცკა (75. მილანი), ნიანგი (87. მილანი)

კუთხური: 9-4; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 12-7 (9-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 40 000

28 აგვისტო

ინტერი-პალერმო 1:1

გოლები: 0:1 რისპოლი (48), 1:1 იკარდი (72)

ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მურილიო, მირანდა, სანტონი (68. მიანგუე) - კონდოგბია, მედელი, ბანეგა - ედერი, პერიშიჩი (68. კანდრევა), იკარდი

პალერმო (3-5-2): პოსავეცი - ანდელკოვიჩი (85. ციონეკი), ვიტიელო, გოლდანიგა - რისპოლი, ჰილემარკი, გაცი, ალეესამი, ჩოჩევი - ნესტოროვსკი (76. ბალოგი), კუაიზონი (55. შალაი)

გაფრთხილება: მურილიო - რისპოლი, ალეესამი, გოლდანიგა, გაცი, შალაი

კუთხური: 8-4; ჯარიმა: 16-24; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 17-7 (5-3); ბურთის ფლობა: 69%-31%.

მაყურებელი: 55 000

იხილეთ ვიდეო

კალიარი-რომა 2:2

გოლები: 0:1 პეროტი (6-პენ.), 0:2 სტროტმანი (46), 1:2 ბორიელო (56), 2:2 საუ (87)

კალიარი (4-3-1-2): სტორარი - ისლა, ალვეში, სალამონი, მურუ - პადოინი (71. ჯანეტი), დი ჯენარო, იონიცა - ბარელა (80. დეიოლა) - საუ (90. მუნაირი), ბორიელო

რომა (4-3-3): სჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, ვერმაელენი, პერესი - დე როსი, ნაინგოლანი, სტროტმანი (79. პარედესი) - სალაჰი, ელ შაარავი (46. ჯეკო), პეროტი (64. ფაციო)

გაფრთხილება: მურუ, პადოინი, ისლა - ფლორენცი

კუთხური: 4-3; ჯარიმა: 19-9; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 15-18 (4-7); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 15 000

იხილეთ ვიდეო

კროტონე-ჯენოა 1:3

გოლები: 1:0 პალადინო (34), 1:1 გაპკე (51), 1:2 პავოლეტი (55), 1:3 პავოლეტი (63)

კროტონე (3-4-3): ფესტა - როზი (83. დი რობერტო), კლეიტონი (78. სამპირიზი), ჩეკერინი - ფერარი, როდენი (81. კაპეცი), სალძანო, მარლეტა - პალადინო, ტონევი, ნვანკვო

ჯენოა (3-4-3): ლამანა - იძო, ბურდისო, მუნიოსი (82. მარკეზე) - ლაზოვიჩი, ველოზო, რინკონი, ლაქსალტი - ოკამპოსი (46. გაპკე), ნიჩამი (72. რიგონი), პავოლეტი

გაფრთხილება: ფერარი, პალადინო - იძო, ლაქსალტი

კუთხური: 1-6; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 11-16 (4-8); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 16 000

ფიორენტინა-კიევო 1:0

გოლი: 1:0 სანჩესი (28)

ფიორენტინა (3-4-3): ტატარუშანუ (40. ლაძერინი) - ტომოვიჩი, ასტორი, ალონსო - ტელიო, ვესინო (8. ბადელი), სანჩესი (59. ბერნარდესკი), მილიჩი - ბორხა ვალერო, ილიჩიჩი, კალინიჩი

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - კაჩატორე, ცეზარი, დაინელი, გობი - კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი - ბირსა (71. პელისიერი) - ინგლეზე (85. იალოვი), მეჯორინი (83. რიგონი)

გაფრთხილება: ცეზარი, ჰეტემაი (კიევო)

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 10-9 (4-2); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 28 000

სამპდორია-ატალანტა 2:1

გოლები: 0:1 კესიე (27), 1:1 კვალიარელა (35-პენ.), 2:1 ბარეტო (45)

სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - სალა, სილვესტრი, რეჯინი, პავლოვიჩი - ტორეირა, ლინეტი, ალვარესი (61. პრაეტი) - ბარეტო (85. ფერნანდესი) - მურიელი, კვალიარელა (74. ბუდიმირი)

ატალანტა (3-5-2): სპორტიელო - რაიმონდი, მაზიელო, ზუკანოვიჩი - დალესანდრო, კესიე, კურტიჩი (77. პეტანია), კარმონა, სპინაცოლა (59. კონტი) - გომესი, პალოსკი (46. კონკო)

გაფრთხილება: პავლოვიჩი - კესიე, გომესი, რაიმონდი, კურტიჩი

გაძევება: კარმონა (42. ატალანტა)

კუთხური: 3-1; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 8-3 (4-1); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 22 000

სასუოლო-პესკარა 2:1

გოლები: 1:0 დეფრელი (38), 2:0 ბერარდი (67), 2:1 მანაი (81)

სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, კანავარო, პელუზო - ბიონდინი, მანიანელი, დანკანი - პოლიტანო (65. რაგუზა), ბერარდი (84. ანტეი), დეფრელი (74. მატრი)

პესკარა (4-3-2-1): ბიძარი - ძამპანო, გომბერი, კამპანიარო, ბირაგი - კრისტანტე, ბრუგმანი (74. მიტრიტა), მემუშა (75. მანაი) - ბენალი (65. ბაჰებეკი), ვერე - კაპრარი

გაფრთხილება: აჩერბი, ბიონდინი - კამპანიარო, ბრუგმანი

კუთხური: 2-7; ჯარიმა: 12-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8-13 (3-7); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 14 000

ტორინო-ბოლონია 5:1

გოლები: 1:0 ბელოტი (26), 1:1 ტაიდერი (32), 2:1 ბელოტი (37), 3:1 მარტინესი (53), 4:1 ბაზელი (80), 5:1 ბელოტი (88)

ტორინო (4-3-3): პადელი - დე სილვესტრი, კასტანი, ბოვო, მოლინარო - ბენასი (69. ასკუა), ვივესი, ბაზელი - ლიაიჩი (26. მარტინესი), იაგო (77. ბოიე), ბელოტი

ბოლონია (4-3-3): მირანტე - კრაფტი, გასტალდელო, ოიკონომო, მაზინა - ტაიდერი (76. დი ფრანჩესკო), პულგარი, ჯემაილი (56. ნაგი) - რიცო (55. კრეჩი), ვერდი, დესტრო

გაფრთხილება: ბოვო - გასტალდელო, პულგარი

კუთხური: 6-3; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 12-4 (6-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 20 000

უდინეზე-ემპოლი 2:0

გოლები: 1:0 ფელიპე (3), 2:0 პერიცა (90)

უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვიდმერი, დანილო, ფელიპე, სამირი - ბადუ, ალფრედსონი, ფოფანა - ევანჯელისტა (80. კონე), დე პაული, საპატა (64. პერიცა)

ემპოლი (4-3-3): პელაგოტი - ლაურინი, ბელუში, ბარბა, დიმარკო (69. ძამბელი) - კრუნიჩი (46. ბუჩელი), ელ ჰაჯი (75. კოშიჩი), კროჩე - საპონარა, პუჩარელი, ჯილარდინო

გაფრთხილება: კარნეზისი, ფელიპე, დე პაული - ბარბა, საპონარა, პუჩარელი

გაძევება: ლაურინი (ემპოლი)

კუთხური: 4-5; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 6-9 (4-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 16 000

ბომბარდირები: 3 - კარლოს ბაკა (მილანი), ანდრეა ბელოტი (პალერმო); 2 - ვალტერ ბირსა (კიევო), ხოსე კალეხონი (ნაპოლი), სამი ხედირა (იუვენტუსი), დრის მერტენსი (ნაპოლი), არკადიუშ მილიკი (ნაპოლი), დიეგო პეროტი (რომა), ფრანც კესიე (ატალანტა).

მომდევნო ტური

11 სექტემბერი:

ატალანტა-ტორინო, ბოლონია-კალიარი, კიევო-ლაციო, ემპოლი-კროტონე, ჯენოა-ფიორენტინა, იუვენტუსი-სასუოლო, მილანი-უდინეზე, პალერმო-ნაპოლი, პესკარა-ინტერი, რომა-სამპდორია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ახალი კვარა" - "ნაპოლი" ხვიჩას მემკვიდრის შეძენას ცდილობს
"ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიყოლია, მაგრამ რა ფასად?
გაზრდილი ხელფასი, ტრანსფერები - დე ლაურენტისმა კონტე დარჩენაზე დაიყოლია
"ჩემი ბიჭებით ვამაყობ" - "ინტერის" მთავარი მწვრთნელი
[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს
შენგელიას გამარჯვების ბურთი, MVP-ის ტიტული და ნახევარფინალურ სერიაში "ვირტუსი" დაწინაურდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ინტერთან" მატჩში?
რა თანხა გამოიმუშავა პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მოგებით?
[VIDEO] "კვარას" და პსჟ-ს სრული ტრიუმფი - ხვიჩამ ფინალში გაიტანა და "პარი სენ ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო
[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ხვიჩამ "ინტერს" გაუტანა!
[VIDEO] დუეს საღამოა - 19 წლის ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერს" 2:0 ამარცხებს
[VIDEO] პსჟ დაფრინავს - დუემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა
[VIDEO] ჰაკიმიმ პსჟ დააწინაურა
ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
"ინტერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩას თანაგუნდელს "ლივერპული" იწვევს
პირესი: ეს პსჟ იმ გუნდზე 100%-ით ძლიერია, რომელშიც მესი, ნეიმარი და მბაპე იყვნენ
ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს
ზივზივაძე "ჰაიდენჰაიმში" 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას
[VIDEO] "როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - მარტინესმა კითხვაზე უპასუხა
ქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან
გუნდში მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო - "მილანი" ემერსონ როიალს გაასხვისებს
ყველაფერი გადაწყდა - ცნობილია, დარჩება თუ არა "მილანში" სერჟიო კონსეისაო
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
გოგლიჩიძის თანაგუნდელი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
"ნაპოლის" მომდევნო სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება
"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
[VIDEO] როცა ქალაქის მერი "იუვენტუსის" ფანია - რა გაუკეთა მან ნეაპოლელებს "კალიარისთან" საჩემპიონო მატჩის დროს
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის
პიოლი შეიძლება მალე სერია A-ში დაბრუნდეს
მოურინიო "იუვესთან" წაგების მერე: ბრწყინვალედ ვითამაშეთ! [VIDEO]
იტალიაში დიდი სამწვრთნელო ცვლილებებია - სერია A-ს ბევრ გუნდს ახალი დამრიგებელი ეყოლება
[VIDEO] რა დაემართა კვარაცხელიას შემცვლელ ნერეშს საჩემპიონო აღლუმზე - ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს
ზამბო ანგისამ შესაძლოა, პრემიერ ლიგას მიაშუროს - კამერუნელს ლონდონში უხმობენ
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?
შერკის გრანდების რიგი უდგას - მიქაუტაძის თანაგუნდელი ზაფხულში "ლიონს" დატოვებს
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
გოგლიჩიძის 70 წუთი და "ემპოლის" ფრე "კომოსთან"
ჩემპიონთა ლიგა. III ტური: მესის დუბლი, მბაპეს გოლი და გაცუდებული პენალტი და გრიზმანის სახელობის დრამა მადრიდში [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
[VIDEO] გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "ემპოლი" "ნაპოლის" ვერ გაუმკლავდა
იქნება დიდი დაბრუნება? - ანჩელოტიმ შესაძლოა, ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
გოგლიჩიძე სათადარიგო იყო - "ემპოლიმ" "ტორინოსთან" წააგო
"ემპოლი" "ჯენოასთან" ფრეს დასჯერდა - გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა
გოგლიჩიძის კარგი თამაშის მიუხედავად, "ემპოლიმ" "რომასთან" მარცხი განიცადა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის