heraldscotland.com-მა "ბორჯღალოსნების" ყოფილი მთავარი მწვრთნელის სიტყვები გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრების ნოემბრის ტესტებზე ნაჩვენებ შედეგებს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა აქ ყველა სასიამოვნო თუ უსიამოვნო ციტატებს არ მოვიყვანთ. გვინდა heraldscotland.com-ზე გამოქვეყნებული სტატიის ამონარიდი შემოგთავაზოთ, რომლის მთავარი გმირიც "ბორჯღალოსნების" ყოფილი თავკაცი, შოტლანდიელი რიჩი დიქსონია, იგივე "რიჩი ბაბუ".

"საქართველოს ნაკრები დაჟინებით იბრძვის საიმისოდ, რათა ექვსი ერის გათამაშებაში თამაშის უფლება მიიღოს. ამასთან ერთად, უკვე საწყის ეტაპზეა მოლაპარაკება ერთი ქართული გუნდის "კელტთა ლიგაში" ჩართვის თაობაზე.

თუ ეს ყველაფერი მოხდა, ერთ-ერთი, ვისი წვლილიც ამაში იქნება, შოტლანდიელი სპეციალისტი რიჩი დიქსონია, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო 2011 წლის მსოფლიოს თასზე.

"ჩემი თიკუნია "ბაბუ". ქართველები ასე მეძახიან. საქართველოში რაგბის განვითარებისა და მწვრთნელთა გადამზადების პროგრამის შესამუშავებლად გამაგზავნეს. მათ ახლავე უნდათ "დიდებში" ყოფნა, მაგრამ წარმატება სწრაფად არ მოდის. საამისოდ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი", - თქვა რიჩი დიქსონმა.

დიქსონი, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს შოტლანდიის ნაკრებს წვრთნიდა, ამ ორი ქვეყნის რაგბიში ბევრ საერთოს ამჩნევს. ორივე ქვეყანაში მოსახლეობის მცირე და მორაგბეების შეზღუდული რაოდენობაა.

"ჩვენ გვჭირდება ეს გუნდი. მათ უკეთ შეუძლიათ თამაში. მოდის ძალიან კარგი მომავალი თაობა, რომელიც საერთაშორისო რაგბისთვის ბევრად უკეთ არის მომზადებული. ოთხი ახალგაზრდა მორაგბე უკვე ეროვნული ნაკრების წევრია.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრებს ხშირად ექნება საშუალება, პირველი დონის ქვეყნებს შეხვდეს და გაუმკლავდეს კიდეც მათ.

კილმარნოკში 500 ქართველი ქომაგი დაესწრო მატჩს. ისინი თამამად უყურებენ ერთმანეთს თვალებში და ამაყები არიან, რადგან საქართველო სერიოზული სარაგბო ქვეყნად ყალიბდება - დასძინა "რიჩი ბაბუმ".

წერილში საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცის, მილტონ ჰეიგის ციტატებიცაა მოყვანილი, რომლებიც ძირითადად "ბორჯღალოსნების" თამაშის პერსპექტივას ეხება "კელტთა ლიგაზე". იდეა ძალიან კარგია, თუმცა მის განხორციელებას დროც ბევრი დასჭირდება და ფინანსებიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
საქართველო-პორტუგალია 20:15 - რა იყო რუმინელი არბიტრის მისია? [VIDEO+PHOTO]
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"საქართველო ევროპის ერთა თასისთვის გადაზრდილია და უფრო დიდ ტურნირში უნდა ჩაგრთოთ!"
საქართველო VS რუსეთი - ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
რიჩი დიქსონი: "ბორჯღალოსნების" პროგრესს ნოემბრის ტესტებზე ვნახავთ
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ქუთაისში შაკო ქურციკიძის მემორიალი გაიხსნა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!