ბრემენელთა მენეჯერი ტურინელებს უკვე მოელაპარაკა
ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ბრემენის "ვერდერი" სულ მალე ტურინის "იუვენტუსის" მეგობარი გუნდი გახდება. გერმანული კლუბის მენეჯერმა თომას აიხინმა გუნდის წევრებს და ხელმძღვანელებს ეს იდეა პირველად ორშაბათს გააცნო, გუშინწინ კი ტურინში იმყოფებოდა, სადაც "იუვეს" ხელმძღვანელებს შეხვდა.

"დიახ, ტურინში მოლაპარაკებები გავმართე. "იუვენტუსის" ხელმძღვანელებმა სათანამშრომლო საკითხებზე მოსალაპარაკებლად მიმიწვიეს. ვისაუბრეთ თანამშრომლობის ყველა შესაძლო ვარიანტზე და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ შევთანხმდებით," - უთხრა აიხინმა "ბილდს".

"იუვენტუსი" ბუნდესლიგაში პარტნიორობისთვის კლუბს ეძებს. ტურინულ კლუბს უნდა, რომ გერმანიაში ჰყავდეს მეგობარი გუნდი, სადაც იმ ფეხბურთელებს გაანათხოვრებს, რომლებიც "იუვენტუსში" ვერ ხვდებიან, თუმცა კი დიდი პოტენციალი აქვთ. ეს "ვერდერისთვისაც" მისწრებაა, რადგან ბრემენული კლუბი ფეხბურთელებში დიდი ფულის გადახდას ვერ ახერხებს, ნიჭიერი მოთამაშეები კი სჭირდება.

ამიტომაც გამოიკვეთა თანამშრომლობის ისეთი სახე, რომლის ფარგლებშიც "იუვე" თავის მოთამაშეებს "ვერდერში" გაანათხოვრებს. ამჟამად "იუვეს" სხვადასხვა კლუბში 24 ფეხბურთელი ჰყავს განათხოვრებული - მათ შორისაა, მაგალითად, შვეიცარიის ნაკრების მოთამაშე, 27 წლის რეტო ციგლერი. ცხადია, რომ "ვერდერს" ციგლერის დარი ან ახალგაზრდა და დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელები გამოადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს" - პეტიმ იამალზე ისაუბრა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
ოსიმენი "განვადებით" - ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
ბრემენის "ვერდერი" ტურინის "იუვენტუსის" ორ ფეხბურთელს უმიზნებს
მოურინიო "იუვესთან" წაგების მერე: ბრწყინვალედ ვითამაშეთ! [VIDEO]
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
იტალიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ბრემენშია
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
ტურინის "იუვენტუსმა" რეტო ციგლერი ისევ გაანათხოვრა
"ვერდერის" ახალი შააფი დუტია!
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]