ჩვენ ინტერვიუს მხოლოდ იმ ნაწილს გთავაზობთ, სადაც ლიპი ევრო 2016-ზე საუბრობს.
- რას ელით ევროპის ჩემპიონატისგან?
- საინტერესო, დრამატულ ბატალიებს და ბევრ სენსაციას. თანამედროვე ფეხბურთში ფავორიტები, პრაქტიკულად, აღარ არსებობენ, წარმატების შანსი კი ყველას აქვს. ვფიქრობ, კარგ თამაშს აჩვენებენ ისეთი გუნდები, როგორებიც უკრაინა, ხორვატია და პოლონეთი არიან. ასე რომ, სიურპრიზების მოლოდინში ვარ.
- ანტონიო კონტემ იცის, რასაც აკეთებს და ვფიქრობ, რომ "სკუადრა აძურას" შეუძლია უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა. ფეხბურთი გუნდური თამაშია, წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ამიტომაც არის ასეთი არაპროგნოზირებადი.
- და მაინც, მთავარ ფავორიტებად გერმანიას, ესპანეთს და საფრანგეთს ასახელებენ. ეთანხმებით?
- რთულია არ დაეთანხმო, რადგან ლაპარაკია ევროპის მოქმედ ჩემპიონზე, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონზე და ტურნირის მასპინძელზე. ვფიქრობ, არავის გაუკვირდება, თუ ჩემპიონი აქედან ერთ-ერთი გუნდი გახდება.
ჩემი აზრით, არც ინგლისის და ბელგიის ნაკრებების დავიწყება შეიძლება, პორტუგალიას კი თვით კრიშტიანო რონალდო ჰყავს. ასე რომ, წინ უაღრესად საინტერესო მატჩებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"