ევრო 2016. D ჯგუფი. II ტური: პლეი ოფი ესპანეთმაც ნაადრევად გაინაღდა [VIDEO]

AutoSharing Option
17 ივნისს ნიცაში, "ალიანს რივიერაზე" D ჯგუფის II ტურის მატჩში ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებმა ითამაშეს. ესპანეთის ნაკრებმა დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა მეტოქე.

34-ე წუთზე ნოლიტოს ჩაწოდებულს ალვარო მორატა თავურით გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა - 1:0.

37-ე წუთზე უკვე სესკ ფაბრეგასმა ჩააწოდა, მეჰმეთ თოფალმა ვერ ივარგა და ახლო მანძილიდან ნოლიტომ გაიტანა - 2:0.

48-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ პასი გაუჭრა ალბას, რომელმაც მორატას გაატანინა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათით ადრე ამ ჯგუფში ხორვატიამ და ჩეხეთმა 2:2 ითამაშეს.

ესპანეთის ნაკრებმა 6 ქულა დააგროვა და მერვედფინალში
თამაში გაინაღდა, ხორვატიის ნაკრებს 4 ქულა აქვს, ჩეხეთს 1, თურქეთი უქულოა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ესპანეთი-თურქეთი 3:0
გოლები: 1:0 ალვარო მორატა (34), 2:0 ნოლიტო (37), 3:0 მორატა (48)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული