ბორდოში, "მატმურ-ანლანტიკზე" გამართულ შეხვედრაში პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია. შესვენების შემდეგ კი ანგარიში რომელუ ლუკაკუმ 48-ე წუთზე გახსნა.
სხვაობა ორბურთიანი 61-ე წუთზე გახდა, როდესაც აქსელ ვეტსელმა თავური დარტყმით გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი, ედენ აზარის პასის შემდეგ, ლუკაკუმ (70) დუბლით დააფიქსირა.
მოპოვებული სამი ქულის წყალობით, ბელგიის ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილზე აინაცვლა და პლეი ოფში გასვლის კარგ შანსს
ბოლო ტურში იტალიის ნაკრბი ირლანდიას დაუპირისპირდება, ბელგია - შვედეთს.