ევრო 2016. C ჯგუფი. III ტური: პოლონეთის ნაკრებმა ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
21 ივნისს ევრო 2016-ზე C ჯგუფის III ტურის მატჩები გაიმართა. მარსელის "ველოდრომზე" ერთმანეთს უკრაინისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, პოლონელებმა 1:0 იმარჯვეს.

პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა. მეორე ტაიმში ანგარიში 54-ე წუთზე გაიხსნა - არკადიუშ მილიკმა საჯარიმოში იაკუბ ბლაშჩიკოვსკი მოძებნა, რომელმაც პოლონეთის ნაკრები დააწინაურა - 1:0.

ჯგუფის სხვა თამაშში გერმანიის ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიას 1:0 მოუგო.

ჯგუფი გერმანიის ნაკრებმა 7 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, პოლონეთის ნაკრები (7 ქულა) მეორე ადგილზეა, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს კი 3 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. უკრაინის ნაკრებმა
ევრო 2016 0 ქულით და უგოლოდ დაასრულა.

ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია პირველი მერვეფინალური წყვილი - პოლონეთის ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული