ევრო 2016. D ჯგუფი. III ტური: თურქეთმა შანსი დაიტოვა, ჩრდ.ირლანდია პლეი-ოფშია!

AutoSharing Option
21 ივნისს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა.

D ჯგუფში თურქეთის ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და მეტოქეს, რომელსაც პლეი-ოფში გასასვლელად მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, დამაჯერებლად დაამარცხა - 2:0.

თურქები მატჩის მე-10 წუთზე ბურაკ ყილმაზმა დააწინაურა, რასაც 65-ე წუთზე ოზან კუფანის მეორე გოლიც მოყვა.

ამ მოპოვებული გამარჯვებით თურქეთის ნაკრებს 3 ქულა დაუგროვდა, მესამე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში თამაშის შანსი შეინარჩუნა, ხოლო ჩეხეთი, რომელმაც სულ რაღაც 1 ქულა დააგროვა, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა.

აღსანიშნავია, რომ თურქებმა ამ გამარჯვებით ჩრდილოეთ
ირლანდიის ნაკრებს პლეი-ოფი გაუნაღდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული