უკრაინა ევრო 2016-ზე მონაწილეობისთვის უეფასგან 8 მლნ ევროს მიიღებს

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების გამოსვლამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას საკმაოდ დიდი თანხა მოუტანა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული პრესა ავრცელებს.

უკრაინის ნაკრები ევრო 2016-ზე გამოსვლისთვის უეფასგან 8 მლნ ევროს მიიღებს. აღნიშნული ბონუსი გუნდს ტურნირზე გამოსვლისთვის ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ნაკრებს უფრო მეტი ფულის გამომუშავებაც შეეძლო, თუმცა ჯგუფში ერთი ქულაც ვერ აიღო.

უეფა ყველა ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებისთვის 1 მლნ ევროს აძლევდა, ხოლო ფრისთვის - 0.5 მლნ ევროს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე სუსტი ნაკრები რუსეთთან ერთად ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს რაზეა ლაპარაკი 0 გოლი
0

სიახლეები პოპულარული