სერხიო რამოსი: პენალტის გაფუჭება მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ურტყამს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა ხორვატიასთან (1:2) გაფუჭებული პენალტის შესახებ ისაუბრა.

"მოდრიჩმა უთხრა მეკარეს, რომ არ დაბნეულიყო და მარჯვნივ წასულიყო. ის კარგად მიცნობს, ყოველდღე ერთად ვვარჯიშობთ. მეკარე ბოლომდე იცდიდა, მე კიდევ ბოლო მომენტში გადავიფიქრე, სად დამერტყა.

პენალტის გაფუჭება მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ურტყამს. იმედია, ეს გადამწყვეტი არ აღმოჩნდება მომავალში. მირჩევნია, პენალტი ჯგუფურ ეტაპზე გავაფუჭო, ვიდრე მერვედფინალში ან ნახევარფინალში", - თქვა რამოსმა უეფას ვებგვერდთან საუბრისას.

- ევრო 2016. D ჯგუფი. ხორვატია-ესპანეთი: ხორვატიამ ესპანეთი იტალიას დააჯახა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული